სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის შესახებ კიდევ ერთს მოგიყვებით, რომელიც არავინ იცის" - რა ისტორიას იხსენებს დიმიტრი ტატიშვილზე ინტერნეტმომხმარებელი
"მის შესახებ კიდევ ერთს მოგიყვებით, რომელიც არავინ იცის" - რა ისტორიას იხსენებს დიმიტრი ტატიშვილზე ინტერნეტმომხმარებელი

დიდ დი­ღომ­ში, ჯა­ნი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კორ­პუს­ში, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. იგი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მა­შინ გა­იც­ნო, როცა კორ­პუ­სის ბავ­შვებს ეზო­ში აუზი და­უდ­გა. მის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და ყვე­ლა - სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, თუ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს ტა­ტიშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი კე­თი­ლი საქ­მე არ იყო. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი თა­მარ უჯ­მა­ჯუ­რი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" ტა­ტიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცოტა ხნის წინ მომ­ხდარ ამ­ბავს იხ­სე­ნებს:

"დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბავ­შვე­ბის­თვის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი აუ­ზით და­ა­მახ­სოვ­რდა. მე კი­დევ ერთს მო­გიყ­ვე­ბით და ეს ამ­ბა­ვი არა­ვინ იცის. სამ­წუ­ხა­როდ, მისი წას­ვლის შემ­დეგ მიხ­დე­ბა მის კი­დევ ერთ სი­კე­თე­ზე სა­უ­ბა­რი. სულ მალე, დამ­წყებ დი­ზა­ი­ნერ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ად­გი­ლიც შერ­ჩე­უ­ლი გვქონ­და და მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც. სამ­ზა­დი­სი ზა­ფხულ­ში, ივ­ნი­სის თვი­დან და­ვი­წყე. ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე იყო, რჩე­ბო­და მხო­ლოდ ერთი უსე­რი­ო­ზუ­ლე­სი პრობ­ლე­მა - გა­ნა­თე­ბა იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

მი­ვი­კითხ-მო­ვი­კი­თხეთ და აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­ნა­თე­ბა ძალ­ზე ძვი­რი ფუ­ფუ­ნე­ბა ყო­ფი­ლა და მი­ნი­მუმ 2000 ლარი იყო ამის­თვის სა­ჭი­რო. მივ­ხვდი, რომ ვი­ღუ­პე­ბო­დი.სა­დაც არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ყველ­გან გა­ნა­თე­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობ­დი, ვე­ძებ­დი ნაც­ნო­ბებს, მე­გობ­რებს, ვი­საც ცოტა ია­ფად შე­ეძ­ლო ჩვე­ნი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა, მაგ­რამ ამა­ოდ.

ბო­ლოს, ერ­თმა გო­გომ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მომ­ცა, და­უ­რე­კე, კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნია, გა­ნა­თე­ბაც აქვს და იქ­ნებ და­გეხ­მა­როს, ოღონდ ჩემი სა­ხე­ლი არ ახ­სე­ნოო.იმა­ვე სა­ღა­მოს ვრე­კავ, მაგ­რამ წარ­მოდ­გე­ნაც არ მაქვს, ვის­თან. უბ­რა­ლოდ, კე­თილ ადა­მი­ან­თან ვრე­კავ, მეტი არა­ფე­რი ვიცი.რამ­დე­ნა­დაც მო­ვა­ხერ­ხე, და­ლა­გე­ბუ­ლად ავუხ­სე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა და მერე პირ­და­პირ ვა­ჯა­ხე: ფული არ გვაქვს, მაგ­რამ ქარ­თულ საქ­მეს ვა­კე­თებთ და უნდა დაგ­ვეხ­მა­როთ-მეთ­ქი. და გა­ვი­სუ­სე, პა­სუ­ხის მო­ლო­დინ­ში.- დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­გეხ­მა­რე­ბით, - იყო პა­სუ­ხი. წა­მიც არ დას­ჭირ­ვე­ბია და­სა­ფიქ­რებ­ლად. ოღონდ ცოტა დრო უნდა მომ­ცეთ, ჩემს შო­უ­რუმს ვა­კე­თებ და მალე მოვ­რჩე­ბიო. მერე ტე­რი­ტო­რია მა­ნა­ხეთ და და­ვი­წყო­თო. სა­ი­დან ხართ ასე კე­თი­ლი-მეთ­ქი, ვკი­თხე. იმ ბიჭს მივ­ბა­ძე, ბავ­შვებს აუზი რომ გა­უ­კე­თაო. ხე­დავთ, რო­გო­რი გა­დამ­დე­ბია სი­კე­თე-მეთ­ქი? გა­ე­ცი­ნა და და­მემ­შვი­დო­ბა. სამი დღის შემ­დეგ გა­ვი­გე, სწო­რედ იმ კაცს რომ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, ბავ­შვე­ბი რომ აუ­ზით გა­ა­ხა­რა. დღე-დღე­ზე უნდა შევ­ხმი­ა­ნე­ბო­დი... ნა­თელ­ში იყა­ვი, კე­თი­ლო ადა­მი­ა­ნო! უფალ­თან მი­სას­ვლელ გზას იმ ბავ­შვე­ბის სი­ხა­რუ­ლით ან­თე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი გა­გი­ნა­თებს! ღმერ­თმა და­ი­ფა­როს შენი კე­თი­ლი სული!" - წერს უჯ­მა­ჯუ­რი­ძე.

მოქალაქე1
0

ამ დიმა ტატიშვილს არ ვიცნობდი მართლაც ნათელში იყოს მისი სული ისე კი ვინც ვიცი ტატიშვილი ჩემი ნაცნობები დაწყებული მსახიობ დიმა ტატიშვილით ( სეხნიაა) გათავებული არჩვეულებრივი პიროვნებით ექიმ ნანა ტატიშვილს ვგულისხმობ სუყველა ღირსეული და მნიშვნელოვანი პიროვნენები არიან. დღგრძელობა და სიციცხლე მათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მის შესახებ კიდევ ერთს მოგიყვებით, რომელიც არავინ იცის" - რა ისტორიას იხსენებს დიმიტრი ტატიშვილზე ინტერნეტმომხმარებელი

"მის შესახებ კიდევ ერთს მოგიყვებით, რომელიც არავინ იცის" - რა ისტორიას იხსენებს დიმიტრი ტატიშვილზე ინტერნეტმომხმარებელი

დიდ დიღომში, ჯანიაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, ახალგაზრდა მამაკაცი დიმიტრი ტატიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. იგი საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როცა კორპუსის ბავშვებს ეზოში აუზი დაუდგა. მის შესახებ საუბრობდა ყველა - სოციალური ქსელის მომხმარებლები, თუ ტელევიზიები. როგორც აღმოჩნდა, ეს ტატიშვილის მიერ გაკეთებული ერთადერთი კეთილი საქმე არ იყო. ინტერნეტმომხმარებელი თამარ უჯმაჯურიძე "ფეისბუქზე" ტატიშვილთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ მომხდარ ამბავს იხსენებს:

"დიმიტრი ტატიშვილი საქართველოს ბავშვებისთვის დამონტაჟებული აუზით დაამახსოვრდა. მე კიდევ ერთს მოგიყვებით და ეს ამბავი არავინ იცის. სამწუხაროდ, მისი წასვლის შემდეგ მიხდება მის კიდევ ერთ სიკეთეზე საუბარი. სულ მალე, დამწყებ დიზაინერთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა უნდა გამეკეთებინა. ადგილიც შერჩეული გვქონდა და მონაწილეებიც. სამზადისი ზაფხულში, ივნისის თვიდან დავიწყე. ყველაფერი რიგზე იყო, რჩებოდა მხოლოდ ერთი უსერიოზულესი პრობლემა - განათება იყო აუცილებელი.

მივიკითხ-მოვიკითხეთ და აღმოჩნდა, რომ განათება ძალზე ძვირი ფუფუნება ყოფილა და მინიმუმ 2000 ლარი იყო ამისთვის საჭირო. მივხვდი, რომ ვიღუპებოდი.სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყველგან განათებაზე ვლაპარაკობდი, ვეძებდი ნაცნობებს, მეგობრებს, ვისაც ცოტა იაფად შეეძლო ჩვენი პრობლემის გადაჭრა, მაგრამ ამაოდ.

ბოლოს, ერთმა გოგომ ტელეფონის ნომერი მომცა, დაურეკე, კეთილი ადამიანია, განათებაც აქვს და იქნებ დაგეხმაროს, ოღონდ ჩემი სახელი არ ახსენოო.იმავე საღამოს ვრეკავ, მაგრამ წარმოდგენაც არ მაქვს, ვისთან. უბრალოდ, კეთილ ადამიანთან ვრეკავ, მეტი არაფერი ვიცი.რამდენადაც მოვახერხე, დალაგებულად ავუხსენი მდგომარეობა და მერე პირდაპირ ვაჯახე: ფული არ გვაქვს, მაგრამ ქართულ საქმეს ვაკეთებთ და უნდა დაგვეხმაროთ-მეთქი. და გავისუსე, პასუხის მოლოდინში.- დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით, - იყო პასუხი. წამიც არ დასჭირვებია დასაფიქრებლად. ოღონდ ცოტა დრო უნდა მომცეთ, ჩემს შოურუმს ვაკეთებ და მალე მოვრჩებიო. მერე ტერიტორია მანახეთ და დავიწყოთო. საიდან ხართ ასე კეთილი-მეთქი, ვკითხე. იმ ბიჭს მივბაძე, ბავშვებს აუზი რომ გაუკეთაო. ხედავთ, როგორი გადამდებია სიკეთე-მეთქი? გაეცინა და დამემშვიდობა. სამი დღის შემდეგ გავიგე, სწორედ იმ კაცს რომ ველაპარაკებოდი, ბავშვები რომ აუზით გაახარა. დღე-დღეზე უნდა შევხმიანებოდი... ნათელში იყავი, კეთილო ადამიანო! უფალთან მისასვლელ გზას იმ ბავშვების სიხარულით ანთებული თვალები გაგინათებს! ღმერთმა დაიფაროს შენი კეთილი სული!" - წერს უჯმაჯურიძე.