პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო 20 წლის გოგონა, რომელიც მატარებლის დაჯახების შედეგად დაიღუპა
ვინ იყო 20 წლის გოგონა, რომელიც მატარებლის დაჯახების შედეგად დაიღუპა

თბი­ლის­ში, ფე­იქ­რე­ბის ქუ­ჩას­თან დღეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და - თბი­ლი­სი­დან შინ­დი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი სამ­გზავ­რო მა­ტა­რე­ბე­ლი 20 წლის გო­გო­ნას და­ე­ჯა­ხა, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მა­ტა­რებ­ლის მე­მან­ქა­ნე­ე­ბი უკვე გა­მო­კი­თხეს.

„გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს მი­ზე­ზი სუ­ი­ცი­დი იყო თუ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით მე­მან­ქა­ნე­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი გა­მო­კი­თხვა ჩა­ტარ­და. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ გო­გო­ნას და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლიც მის­ცეს და მუხ­რუ­ჭიც გა­მო­ი­ყე­ნეს, მაგ­რამ დის­ტან­ცია არ ეყოთ. შე­სა­ბა­მი­სად, შე­ჯა­ხე­ბა მოხ­და“, - გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-­ში.

გარ­დაც­ვლი­ლი 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნა­ნუ­კი ყელ­ბე­რაშ­ვი­ლია. გო­გო­ნა ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობ­და და თბი­ლი­სის გო­გო­ნა­თა გუნდში მღე­რო­და.

გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე" გო­გო­ნას შე­სა­ხებ წე­რენ:

"შარ­შან ამ დღეს რა ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით ერ­თად, დღეს კი ყვე­ლას გვი­ჭირს და­ჯე­რე­ბა რომ ჩვე­ნი ულა­მა­ზე­სი ნა­ნუ­კი ჩვენს გვერ­დზე აღარ იქ­ნე­ბა... ეს სი­ცო­ცხლით სავ­სე გოგო, ცხოვ­რე­ბა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, გუ­ლი­ა­ნი, ღი­მი­ლი­ა­ნი, უფე­რა­დე­სი ნა­ნუ­კი აღარ გა­ა­ლა­მა­ზებს და გა­ა­ხა­რებს ვე­ღარც ჩვენს გუნდს (ჩვენს ოჯახს), ვერც საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს და ოჯა­ხის წევ­რებს და ვერც თა­ვის სა­ბას... რომ­ლებ­საც ვე­რა­ნა­ი­რი სი­ტყვით ვერ უთა­ნაგ­რძნობ.

ერთი წა­მია ცხოვ­რე­ბა, გუ­შინ გო­გო­ე­ბი ვა­ქებ­დით - რა ლა­მა­ზი ხარო, რო­გორც ყო­ველ­თვის, სულ ანა­თებ­და, დღეს კი მის ამ­ბავს ვერ ვი­ჯე­რებთ, უკვე წარ­სულ­ში უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ... ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბი მი­წის­თვის ჩემო და­ხა­ტუ­ლო შო­კო­ლა­დო. შენ ჩვენ­თან უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვი"

"შვი­ლო ნა­ნუ­კი ჭკუ­ა­ზე არ ვარ ეს რა დაგ­ვე­მარ­თა! ჩემო ან­გე­ლო­ზო სუ­ლით, გუ­ლით, უნი­ჭი­ე­რე­სო, ულა­მა­ზე­სო, ყვე­ლა­ზე თბი­ლო და ტკბი­ლო! ღმერ­თსაც კარ­გი უნდა იმ ქვეყ­ნად! სულ ვი­ძახ­დი და ამა­ყი ვი­ყა­ვი და ვარ, რომ სო­ფოს ასე­თი კარ­გი მე­გობ­რე­ბი ყავ­სთქო, მე­გო­ბა­რი კი არა და­ი­კო! და­ი­ლო­ცოს უფა­ლო შენი სა­მარ­თა­ლი!" - წერს 20 წლის გო­გო­ნას ახ­ლო­ბე­ლი

მომ­ხდარ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო. სა­ა­გენ­ტოს უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­მარ­ტეს, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 275-ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც რკი­ნიგ­ზის, წყლის, სა­ჰა­ე­რო ან სა­ბა­გი­რო ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

ვინ იყო 20 წლის გოგონა, რომელიც მატარებლის დაჯახების შედეგად დაიღუპა

ვინ იყო 20 წლის გოგონა, რომელიც მატარებლის დაჯახების შედეგად დაიღუპა

თბილისში, ფეიქრების ქუჩასთან დღეს უბედური შემთხვევა მოხდა - თბილისიდან შინდისის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი 20 წლის გოგონას დაეჯახა, რომელიც მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მატარებლის მემანქანეები უკვე გამოკითხეს.

„გამოძიება დაადგენს მიზეზი სუიციდი იყო თუ უბედური შემთხვევა მოხდა. ჯერჯერობით მემანქანეების პირველადი გამოკითხვა ჩატარდა. ისინი ამბობენ, რომ გოგონას დანახვისთანავე ხმოვანი სიგნალიც მისცეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, მაგრამ დისტანცია არ ეყოთ. შესაბამისად, შეჯახება მოხდა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.

გარდაცვლილი 1997 წელს დაბადებული ნანუკი ყელბერაშვილია. გოგონა ერთ-ერთ კომპანიაში ადამიანური რესურსების მენეჯერად მუშაობდა და თბილისის გოგონათა გუნდში მღეროდა.

გარდაცვლილის ახლობლები "ფეისბუქზე" გოგონას შესახებ წერენ:

"შარშან ამ დღეს რა ბედნიერები ვიყავით ერთად, დღეს კი ყველას გვიჭირს დაჯერება რომ ჩვენი ულამაზესი ნანუკი ჩვენს გვერდზე აღარ იქნება... ეს სიცოცხლით სავსე გოგო, ცხოვრებაზე და ყველაფერზე შეყვარებული, გულიანი, ღიმილიანი, უფერადესი ნანუკი აღარ გაალამაზებს და გაახარებს ვეღარც ჩვენს გუნდს (ჩვენს ოჯახს), ვერც საყვარელ ადამიანებს და ოჯახის წევრებს და ვერც თავის საბას... რომლებსაც ვერანაირი სიტყვით ვერ უთანაგრძნობ.

ერთი წამია ცხოვრება, გუშინ გოგოები ვაქებდით - რა ლამაზი ხარო, როგორც ყოველთვის, სულ ანათებდა, დღეს კი მის ამბავს ვერ ვიჯერებთ, უკვე წარსულში უნდა ვილაპარაკოთ... ძალიან მეცოდები მიწისთვის ჩემო დახატულო შოკოლადო. შენ ჩვენთან უნდა ყოფილიყავი"

"შვილო ნანუკი ჭკუაზე არ ვარ ეს რა დაგვემართა! ჩემო ანგელოზო სულით, გულით, უნიჭიერესო, ულამაზესო, ყველაზე თბილო და ტკბილო! ღმერთსაც კარგი უნდა იმ ქვეყნად! სულ ვიძახდი და ამაყი ვიყავი და ვარ, რომ სოფოს ასეთი კარგი მეგობრები ყავსთქო, მეგობარი კი არა დაიკო! დაილოცოს უფალო შენი სამართალი!" - წერს 20 წლის გოგონას ახლობელი

მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. სააგენტოს უწყების პრესსამსახურში განუმარტეს, რომ სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ვინ იყო 20 წლის სამტრედიელი გოგონა, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში, საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა

ვინ იყო 28 წლის ბიჭი, რომელიც გუდაურში მოკლეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზრობაზე, ხანძრის შედეგად, 100 კვადრატული მეტრი დაიწვა