პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანდატურის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
მანდატურის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ სსიპ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი კონ­კურ­სი გა­მო­ა­ცხა­და, რო­მე­ლიც 30 სექ­ტემ­ბერს დას­რულ­დე­ბა.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვახ­ტანგ მე­ი­ფა­რი­ა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან 18 სექ­ტემ­ბერს გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

ამ დრო­ის­თვის მე­ი­ფა­რი­ა­ნის ად­გი­ლის და­სა­კა­ვებ­ლად 43 კან­დი­და­ტი იბ­რძვის. კონ­კურ­სის პი­რო­ბე­ბის თა­ნა­ხა­მად, კან­დი­დატს უნდა ჰქონ­დეს ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა; სა­სურ­ვე­ლია, ინ­გლი­სუ­რი და/ან რუ­სუ­ლი ენე­ბის ცოდ­ნა და მა­გის­ტრის ხა­რის­ხის დიპ­ლო­მი. მისი ანა­ზღა­უ­რე­ბა 4000 ლარი იქ­ნე­ბა. გა­მო­საც­დე­ლი ვადა კი 6 თვეა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გარ­და, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა 10 სექ­ტემ­ბერს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნა თა­ვი­სი მო­ად­გი­ლე­ე­ბი ლია გი­გა­უ­რი და თე­მურ მურ­ღუ­ლია. ასე­ვე, მი­სი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვეს: შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა თა­მარ სა­ნი­კი­ძემ; მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­მა და ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის გენ­დი­რექ­ტორ­მა მა­ნა­ნა მი­ქა­ბე­რი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს 12 სამ­სა­ხუ­რი­დან 5-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი არ ჰყავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

მანდატურის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

მანდატურის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გამარტივებული კონკურსი გამოაცხადა, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდება.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ მეიფარიანი თანამდებობიდან 18 სექტემბერს გათავისუფლდა.

ამ დროისთვის მეიფარიანის ადგილის დასაკავებლად 43 კანდიდატი იბრძვის. კონკურსის პირობების თანახამად, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; სასურველია, ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა და მაგისტრის ხარისხის დიპლომი. მისი ანაზღაურება 4000 ლარი იქნება. გამოსაცდელი ვადა კი 6 თვეა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ცვლილებების გარდა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 10 სექტემბერს თანამდებობიდან გადააყენა თავისი მოადგილეები ლია გიგაური და თემურ მურღულია. ასევე, მისივე გადაწყვეტილებით, თანამდებობა დატოვეს: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ სანიკიძემ; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორმა მანანა მიქაბერიძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 12 სამსახურიდან 5-ს ხელმძღვანელი არ ჰყავს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები