პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეცოდები შენ, მაგრამ ასმაგად შენი შვილები და დედა..." - რას წერენ ახლობლები გარდაცვლილ დიმიტრი ტატიშვილზე
"მეცოდები შენ, მაგრამ ასმაგად შენი შვილები და დედა..." - რას წერენ ახლობლები გარდაცვლილ დიმიტრი ტატიშვილზე

დიდ დი­ღომ­ში, ჯა­ნი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კორ­პუს­ში, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი სა­კუ­თარ სახ­ლში იპო­ვეს.

ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მა­შინ გა­იც­ნო, როცა კორ­პუ­სის ბავ­შვებს ეზო­ში აუზი და­უდ­გა. მის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და ყვე­ლა - სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, თუ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი.

გარ­დაც­ვლილს მე­უღ­ლე და ოთხი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

ტა­ტიშ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე" წე­რენ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ და წუ­ხილს გა­მოთ­ქვა­მენ. გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი გი­ორ­გაშ­ვი­ლი წერს:

"რა დღე გაგ­ვი­თე­ნე. შენ ხო მე­ცო­დე­ბი და მე­ცო­დე­ბი, მაგ­რამ ას­მა­გად შენი შვი­ლე­ბი და დედა, რო­მელ­საც სა­მუ­და­მოდ ჩა­უქ­რე ცაზე მზე. სა­მუ­და­მოდ აუკ­რძა­ლე მზის ყუ­რე­ბა, რომ არა­ფე­რი ვთქვათ მე­გობ­რებ­ზე, რო­მელ­თათ­ვი­საც მე­გობ­რო­ბის კულ­ტი იყა­ვი. დაე, უფალ­მა და­გიმ­კვიდ­როს სა­სუ­ფე­ვე­ლი, სა­დაც ყვე­ლა­ზე მარ­თალ­ნი გა­ნის­ვე­ნე­ბენ. რა მწა­რე დილა გა­თენ­და... ის კი ვიცი, რომ შენი სურ­ვი­ლით შენს ოჯახს ამ ტკი­ვილს არ მი­ა­ყე­ნებ­დი. მებ­რძო­ლი კაცი იყა­ვი..." - წერს ტა­ტიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი.

"ჩემო უკე­თილ­შო­ბი­ლე­სო, ჩემო სა­ა­მა­ყო, შენი ტკბი­ლი გული რო­გორ უნდა გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო. ჩემო დი­ტუ­ნა, ჩემო ბი­ძი­კო. ვერ ვი­ჯე­რებ, ვერ ვი­აზ­რებ, რომ შენ ამ­ქვეყ­ნად აღარ უნდა იყო. უფალ­მა გა­ა­ნათ­ლოს შენი სული, ჩემო გულტბი­ლო და სუფ­თა ადა­მი­ა­ნო. ამას რო­გორ გა­ვუძ­ლებთ არ ვიცი, ბი­ძი­კო" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიტო ტა­ტიშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

რო­გორც Ambebi.ge-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

ავტორი:

"მეცოდები შენ, მაგრამ ასმაგად შენი შვილები და დედა..." - რას წერენ ახლობლები გარდაცვლილ დიმიტრი ტატიშვილზე

"მეცოდები შენ, მაგრამ ასმაგად შენი შვილები და დედა..." - რას წერენ ახლობლები გარდაცვლილ დიმიტრი ტატიშვილზე

დიდ დიღომში, ჯანიაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. დიმიტრი ტატიშვილი გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს.

ახალგაზრდა მამაკაცი საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როცა კორპუსის ბავშვებს ეზოში აუზი დაუდგა. მის შესახებ საუბრობდა ყველა - სოციალური ქსელის მომხმარებლები, თუ ტელევიზიები.

გარდაცვლილს მეუღლე და ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ტატიშვილის მეგობრები და ახლობლები "ფეისბუქზე" წერენ მისი გარდაცვალების შესახებ და წუხილს გამოთქვამენ. გარდაცვლილის მეგობარი გიორგი გიორგაშვილი წერს:

"რა დღე გაგვითენე. შენ ხო მეცოდები და მეცოდები, მაგრამ ასმაგად შენი შვილები და დედა, რომელსაც სამუდამოდ ჩაუქრე ცაზე მზე. სამუდამოდ აუკრძალე მზის ყურება, რომ არაფერი ვთქვათ მეგობრებზე, რომელთათვისაც მეგობრობის კულტი იყავი. დაე, უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი, სადაც ყველაზე მართალნი განისვენებენ. რა მწარე დილა გათენდა... ის კი ვიცი, რომ შენი სურვილით შენს ოჯახს ამ ტკივილს არ მიაყენებდი. მებრძოლი კაცი იყავი..." - წერს ტატიშვილის მეგობარი.

"ჩემო უკეთილშობილესო, ჩემო საამაყო, შენი ტკბილი გული როგორ უნდა გაჩერებულიყო. ჩემო დიტუნა, ჩემო ბიძიკო. ვერ ვიჯერებ, ვერ ვიაზრებ, რომ შენ ამქვეყნად აღარ უნდა იყო. უფალმა გაანათლოს შენი სული, ჩემო გულტბილო და სუფთა ადამიანო. ამას როგორ გავუძლებთ არ ვიცი, ბიძიკო" - წერს სოციალურ ქსელში დიტო ტატიშვილის ახლობელი.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"შვილმა დამიტოვა ფული, მინდა ჩემს სამშობლოს მივეხმაროო" - მოხუცმა ქალმა ხელოვნების სასახლეს 500 ლარი შესწირა

ნანუკა ჟორჟოლიანი შრი-ლანკაზე შვილებთან ერთად ისვენებს - ნახეთ ფოტოები

"მინდა მთელი საქართველო იცნობდეს ამ ორ ადამიანს" - 2 წლის ანიტა ფაცაციას მკურნალობის ხარჯებს ინდოელი ბიზნესმენი დაფარავს