სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნარკორეალიზატორი ცოლ-ქმრის უცნაური გაქცევის ამბავი - "მშვიდად გავიდნენ სასამართლო დარბაზიდან... მათ არავინ გაჰკიდებია"
ნარკორეალიზატორი ცოლ-ქმრის უცნაური გაქცევის ამბავი - "მშვიდად გავიდნენ სასამართლო დარბაზიდან... მათ არავინ გაჰკიდებია"

რუ­სეთ­ში, ორ­ლოვ­სკის ოლ­ქში ცოლ-ქმა­რი, რომ­ლებ­საც ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის ასა­მარ­თლებ­დნენ, გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნამ­დე სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­იქ­ცნენ.

"...უფრო სწო­რად კი არ გა­იქ­ცნენ, მშვი­დად ად­გნენ და დარ­ბა­ზი­დან გა­ვიდ­ნენ. ისე, რომ არც არა­ვინ გაჰ­კი­დე­ბია... მო­სა­მარ­თლემ კი, რო­მე­ლიც იმ დროს მათ გა­ნა­ჩენს კი­თხუ­ლობ­და, თა­ვიც კი არ ას­წია," - წერს novayagazeta.ru.

სა­უ­ბა­რია ცოლ-ქმარ მი­ხა­ილ და ნა­ტა­ლია კა­რა­ლი­ო­ვებ­ზე, რო­მელ­თაც ორ­ლოვ­სკში რამ­დე­ნი­მე სა­ვაჭ­რო ფარ­დუ­ლი ჰქონ­დათ და ბურღლე­ულს, ყველს, ხორცს, ძეხ­ვე­ულს, ლუდს, სი­გა­რეტ­სა და სა­კონ­დიტ­რო ყა­ყა­ჩოს თესლს ყიდ­დნენ. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, შე­მო­სა­ვალს ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­ყიდ­ვი­თაც ზრდიდ­ნენ. ეს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. ორი­ვე მათ­განს 10-12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბო­და.

2014 წელს აღ­ნიშ­ნულ ოლ­ქში მა­სობ­რი­ვი ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი კამ­პა­ნია ჩა­ტარ­და. თით­ქმის ყვე­ლა კაფე, ჯი­ხუ­რი, ლუ­დის ბარი და სურ­სა­თის მა­ღა­ზია გა­ჩხრი­კეს. ასო­ბით ნარ­კო­მა­ნი და­ა­კა­ვეს და მათ მიერ მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის მფლო­ბე­ლებს გაფრ­თხი­ლე­ბა მის­ცეს. რო­გორც გა­ირ­კვა, ისი­ნი დიდი ოდე­ნო­ბით არა­საკ­ვე­ბი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ყა­ყა­ჩოს თესლსა და აცე­ტონს ყიდ­დნენ...

მა­შინ კა­რა­ლი­ო­ვებ­მა უარ­ყვეს, რომ არა­ლე­გა­ლურ სა­ქო­ნელ­თან რა­ი­მე კავ­ში­რი ჰქონ­დათ და გა­ნა­ცხა­დეს, რომ ყა­ყა­ჩოს სა­კონ­დიტ­რო თეს­ლი მოს­კო­ვი­დან სა­ბი­თუ­მო ფას­ში ჩა­მოჰ­ქონ­დათ. ად­გი­ლობ­რივ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა "ვერ და­ამ­ტკი­ცეს", რომ მათი ჩა­მო­ტა­ნი­ლი სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ყა­ყა­ჩოს თეს­ლი მორ­ფინს, კო­დე­ინ­სა და ტე­ბა­ინს შე­ი­ცავ­და.

"არა­და ძი­ე­ბა თით­ქმის ერთი წელი გრძელ­დე­ბო­და. მას შს სა­მი­ნის­ტროს ნარ­კო­ტი­კე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვლა­დი­მირ სვი­რი­დო­ვი უძღვე­ბო­და, რო­მელ­საც სა­ეჭ­ვო ობი­ექ­ტე­ბი და პი­როვ­ნე­ბე­ბი აღ­რი­ცხუ­ლი ჰყავ­და... ერთი სი­ტყვით, საქ­მე გა­იხ­სნა... ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი ცოლ-ქმა­რი და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რო­რი მი­ხე­ილ კა­რა­ლი­ო­ვის­თვის 18 წლი­ა­ნი მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ას ითხოვ­და, მისი ცო­ლი­სა და ორი გამ­ყიდ­ვე­ლის­თვის კი თა­ვი­სუფ­ლე­ბის 15 წლით აღ­კვე­თას," - წერს გა­მო­ცე­მა novayagazeta.ru.

თუმ­ცა, შემ­დეგ მოვ­ლე­ნე­ბი ისე გან­ვი­თარ­და, რომ ლო­გი­კუ­რად მათი გაქ­ცე­ვა გა­საკ­ვი­რი არც უნდა ყო­ფი­ლი­ყო. სა­სა­მარ­თლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა საქ­მე ისე "გა­და­ა­კა­ტა­ვა", რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებს რა­მის ბო­დი­შიც კი მო­უ­ხა­დეს. მე­ტიც, მო­სა­მარ­თლის ტონ­ში მუდ­მი­ვად იგ­რძნო­ბო­და გან­წყო­ბა - "მა­პა­ტი­ეთ, ეს საქ­მე მე არ შე­მი­კე­რავს".

"გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე მო­სა­მარ­თლემ შეს­ვე­ნე­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ამ დროს კი ისე მოხ­და, რომ დარ­ბაზ­ში დაც­ვაც არ იმ­ყო­ფე­ბო­და. მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბულ ცოლ-ქმარს თვა­ლი აა­რი­და, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ უნდა ემოქ­მე­დათ. კა­რა­ლი­ო­ვე­ბიც წა­ვიდ­ნენ გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ ვერც სახ­ლში მი­აგ­ნეს. მათი კვა­ლი დღემ­დე უც­ნო­ბია... თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გა­ნა­ჩე­ნის წა­კი­თხვა მათი გას­ვლის შემ­დე­გაც გა­ნაგ­რძეს, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხდა­რა," - წერს გა­მო­ცე­მა დ დას­ძენს, რომ კაცს 12 წელი მკაც­რი რე­ჟი­მის სას­ჯე­ლი მის­ცეს, ნა­ტა­ლის კი - 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

შეს­ვე­ნე­ბის დროს იქ მყოფ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გაქ­ცე­ვა ურ­ჩია ორ გამ­ყიდ­ველ­საც - თა­მა­რა­სა და ტა­ნეს, თუმ­ცა, მათ ამის გა­კე­თე­ბის შე­ე­შინ­დათ... ისი­ნი ად­გი­ლობ­რივ კო­ლო­ნი­ა­ში გა­ამ­წე­სეს. კა­რა­ლი­ო­ვებ­ზე კი ფე­დე­რა­ლუ­რი ძებ­ნა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც მათი უც­ნა­უ­რი გაქ­ცე­ვის ამ­ბა­ვი გახ­მა­ურ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ნარკორეალიზატორი ცოლ-ქმრის უცნაური გაქცევის ამბავი - "მშვიდად გავიდნენ სასამართლო დარბაზიდან... მათ არავინ გაჰკიდებია"

ნარკორეალიზატორი ცოლ-ქმრის უცნაური გაქცევის ამბავი - "მშვიდად გავიდნენ სასამართლო დარბაზიდან... მათ არავინ გაჰკიდებია"

რუსეთში, ორლოვსკის ოლქში ცოლ-ქმარი, რომლებსაც ნარკოტიკების რეალიზაციისთვის ასამართლებდნენ, განაჩენის გამოტანამდე სასამართლო დარბაზიდან გაიქცნენ.

"...უფრო სწორად კი არ გაიქცნენ, მშვიდად ადგნენ და დარბაზიდან გავიდნენ. ისე, რომ არც არავინ გაჰკიდებია... მოსამართლემ კი, რომელიც იმ დროს მათ განაჩენს კითხულობდა, თავიც კი არ ასწია," - წერს novayagazeta.ru.

საუბარია ცოლ-ქმარ მიხაილ და ნატალია კარალიოვებზე, რომელთაც ორლოვსკში რამდენიმე სავაჭრო ფარდული ჰქონდათ და ბურღლეულს, ყველს, ხორცს, ძეხვეულს, ლუდს, სიგარეტსა და საკონდიტრო ყაყაჩოს თესლს ყიდდნენ. როგორც აღმოჩნდა, შემოსავალს ნარკოტიკების გაყიდვითაც ზრდიდნენ. ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ორივე მათგანს 10-12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

2014 წელს აღნიშნულ ოლქში მასობრივი ანტინარკოტიკული კამპანია ჩატარდა. თითქმის ყველა კაფე, ჯიხური, ლუდის ბარი და სურსათის მაღაზია გაჩხრიკეს. ასობით ნარკომანი დააკავეს და მათ მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე სავაჭრო ობიექტების მფლობელებს გაფრთხილება მისცეს. როგორც გაირკვა, ისინი დიდი ოდენობით არასაკვები დანიშნულების ყაყაჩოს თესლსა და აცეტონს ყიდდნენ...

მაშინ კარალიოვებმა უარყვეს, რომ არალეგალურ საქონელთან რაიმე კავშირი ჰქონდათ და განაცხადეს, რომ ყაყაჩოს საკონდიტრო თესლი მოსკოვიდან საბითუმო ფასში ჩამოჰქონდათ. ადგილობრივმა სპეციალისტებმა "ვერ დაამტკიცეს", რომ მათი ჩამოტანილი სარეალიზაციო ყაყაჩოს თესლი მორფინს, კოდეინსა და ტებაინს შეიცავდა.

"არადა ძიება თითქმის ერთი წელი გრძელდებოდა. მას შს სამინისტროს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმირ სვირიდოვი უძღვებოდა, რომელსაც საეჭვო ობიექტები და პიროვნებები აღრიცხული ჰყავდა... ერთი სიტყვით, საქმე გაიხსნა... ნარკორეალიზატორი ცოლ-ქმარი დააკავეს. პროკურორი მიხეილ კარალიოვისთვის 18 წლიანი მკაცრი რეჟიმის კოლონიას ითხოვდა, მისი ცოლისა და ორი გამყიდველისთვის კი თავისუფლების 15 წლით აღკვეთას," - წერს გამოცემა novayagazeta.ru.

თუმცა, შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ლოგიკურად მათი გაქცევა გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო. სასამართლოს წარმომადგენელმა საქმე ისე "გადააკატავა", რომ ეჭვმიტანილებს რამის ბოდიშიც კი მოუხადეს. მეტიც, მოსამართლის ტონში მუდმივად იგრძნობოდა განწყობა - "მაპატიეთ, ეს საქმე მე არ შემიკერავს".

"განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა, ამ დროს კი ისე მოხდა, რომ დარბაზში დაცვაც არ იმყოფებოდა. მოსამართლემ ბრალდებულ ცოლ-ქმარს თვალი აარიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ უნდა ემოქმედათ. კარალიოვებიც წავიდნენ გაურკვეველი მიმართულებით, მათ ვერც სახლში მიაგნეს. მათი კვალი დღემდე უცნობია... თვითმხილველები ამბობენ, რომ განაჩენის წაკითხვა მათი გასვლის შემდეგაც განაგრძეს, თითქოს არაფერი მომხდარა," - წერს გამოცემა დ დასძენს, რომ კაცს 12 წელი მკაცრი რეჟიმის სასჯელი მისცეს, ნატალის კი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

შესვენების დროს იქ მყოფმა საზოგადოებამ გაქცევა ურჩია ორ გამყიდველსაც - თამარასა და ტანეს, თუმცა, მათ ამის გაკეთების შეეშინდათ... ისინი ადგილობრივ კოლონიაში გაამწესეს. კარალიოვებზე კი ფედერალური ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათი უცნაური გაქცევის ამბავი გახმაურდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე