10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს ვანო მერაბიშვილის მდგომარეობაზე მისი ბიძაშვილი - "გვეუბნებიან ენის, ხელობის და ა.შ. შემსწავლელ  წრეებზე არ დადისო"
რას ამბობს ვანო მერაბიშვილის მდგომარეობაზე მისი ბიძაშვილი - "გვეუბნებიან ენის, ხელობის და ა.შ. შემსწავლელ  წრეებზე არ დადისო"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ჩი­ვი­აშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და და ეს შე­საძ­ლოა მო­წამ­ვლას უკავ­შირ­დე­ბო­დეს. ამის სა­პა­სუ­ხოდ, სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. რო­გორც უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მე­რა­ბიშ­ვილს ვა­ზო­მო­ტო­რუ­ლი რი­ნი­ტი, ჰორ­ნე­რის სინ­დრო­მი და ბლე­ფა­რო-კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტი და­უდ­გინ­და. ამას­თა­ნა­ვე, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს მსჯავ­რდე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბას, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძი­მე­ბუ­ლია.

ნერ­ვო­ლოგ გი­ორ­გი გე­გე­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ჰორ­ნე­რის სინ­დრო­მი, რა დი­აგ­ნო­ზიც ვანო მე­რა­ბიშ­ვილს და­უს­ვეს, ბევ­რმა და­ა­ვა­დე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, მათ შო­რის კის­რის სიმ­სივ­ნემ, ინ­სულტმა ან უბ­რა­ლოდ შა­კიკ­მა.

"კვი­რის პა­ლიტ­რა" ექსმი­ნის­ტრის ბი­ძაშ­ვილს სტე­ფა­ნე თუ­მა­ნიშ­ვილს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­ძიმ­და.

- ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ნოს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად დამ­ძიმ­და. ისი­ნი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ აქვს ჰორ­ნე­რის სინ­დრო­მი და რი­ნი­ტი, მაგ­რამ რი­თია გა­მოწ­ვე­უ­ლი, პა­სუ­ხი არ გვაქვს. ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ თვალ­ზე და მერე სხვა დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ჩვენ და­ვა­ყე­ნებთ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას, წე­სი­ე­რი გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­უ­ტარ­დეს, რაც მათი მო­ვა­ლე­ო­ბაა და დად­გინ­დეს, და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი. ექი­მებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ შე­ვი­ტყვეთ, რომ ამ და­ა­ვა­დე­ბას ინ­ტოქ­სი­კა­ცი­აც იწ­ვევს.

- თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ უნდა მო­ე­წამ­ლათ, ვის ინ­ტე­რე­სებ­შია ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მო­წამლვა?

- თუ ეს დად­გინ­და, ამა­ზე უკვე მერე ვიმ­სჯე­ლებთ. აქ მთა­ვა­რი ისაა, რომ ადა­მი­ა­ნი ამ­დე­ნი წე­ლია პა­ტიმ­რო­ბა­შია, არის სა­მარ­ტოო სა­კან­ში და მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არის სა­მი­ნის­ტრო და სა­ხელ­მწი­ფო. თუ ინ­ტოქ­სი­კა­ცია დად­გინ­და, უკვე შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯია იმის კვლე­ვა, ვინ და რა­ტომ გა­ა­კე­თა, ეს გა­მო­ძი­ე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვა იქ­ნე­ბა. ჩვენ­თვის, ახ­ლობ­ლე­ბის­თვის ამ ეტაპ­ზე მთა­ვა­რია ვა­ნოს ჯან­მრთე­ლო­ბა, რომ სწო­რად და­ის­ვას დი­აგ­ნო­ზი და შე­სა­მა­ბი­სი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­დეს. ამას სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა სჭირ­დე­ბა, არა ცი­ხი­დან 1 სა­ა­თით გა­დაყ­ვა­ნა და უკან მობ­რუ­ნე­ბა.

- თუ ნა­ხეთ ბოლო დროს და რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ბა­ტო­ნი ვანო, რო­გორ გრძნობს თავს?

- რო­გორ უნდა იყოს სა­მარ­ტოო სა­კან­ში? მას პა­ტიმ­რო­ბის 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში ეწუ­რე­ბა, წე­სით, პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაც უნდა შე­ხე­ბო­და, მაგ­რამ... ყვე­ლა პა­ტი­მარს ეხე­ბა პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ვანო მე­რა­ბიშ­ვილს რა­ტომ­ღაც - არა.

- მო­ტივს რით ხსნი­ან?

- სა­მი­ნის­ტრო ამა­ზე გვპა­სუ­ხობს, რომ მო­ტი­ვი თურ­მე ისაა, რომ ვანო წრე­ებ­ზე არ და­დის.

- რო­მელ წრე­ებ­ზე?

- რა ვიცი, პა­ტიმ­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ აქ­ტი­ვო­ბებ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­სო, რა­ღაც ენის, ხე­ლო­ბის და ა.შ. შემ­სწავ­ლელ წრე­ებ­ზე უნდა ია­რო­სო, ესაა მათი პა­სუ­ხი. სად ივ­ლის და რას ის­წავ­ლის, ეს კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის გა­და­სა­წყვე­ტი და ასარ­ჩე­ვია, ეს მისი უფ­ლე­ბაა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რას ამბობს ვანო მერაბიშვილის მდგომარეობაზე მისი ბიძაშვილი - "გვეუბნებიან ენის, ხელობის და ა.შ. შემსწავლელ  წრეებზე არ დადისო"

რას ამბობს ვანო მერაბიშვილის მდგომარეობაზე მისი ბიძაშვილი - "გვეუბნებიან ენის, ხელობის და ა.შ. შემსწავლელ  წრეებზე არ დადისო"

რამდენიმე დღის წინ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ეს შესაძლოა მოწამვლას უკავშირდებოდეს. ამის საპასუხოდ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვანო მერაბიშვილისთვის დასმული დიაგნოზი გაასაჯაროვა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მერაბიშვილს ვაზომოტორული რინიტი, ჰორნერის სინდრომი და ბლეფარო-კონიუნქტივიტი დაუდგინდა. ამასთანავე, სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებას, რომ მერაბიშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.

ნერვოლოგ გიორგი გეგელაშვილის განმარტებით, ჰორნერის სინდრომი, რა დიაგნოზიც ვანო მერაბიშვილს დაუსვეს, ბევრმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის კისრის სიმსივნემ, ინსულტმა ან უბრალოდ შაკიკმა.

"კვირის პალიტრა" ექსმინისტრის ბიძაშვილს სტეფანე თუმანიშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მერაბიშვილის მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში დამძიმდა.

- ბოლო ორი თვის განმავლობაში ვანოს ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. ისინი გვეუბნებიან, რომ აქვს ჰორნერის სინდრომი და რინიტი, მაგრამ რითია გამოწვეული, პასუხი არ გვაქვს. ორი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ თვალზე და მერე სხვა დიაგნოზი დაუსვეს. ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, წესიერი გამოკვლევა ჩაუტარდეს, რაც მათი მოვალეობაა და დადგინდეს, დაავადების გამომწვევი მიზეზი. ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ შევიტყვეთ, რომ ამ დაავადებას ინტოქსიკაციაც იწვევს.

- თქვენი აზრით, რატომ უნდა მოეწამლათ, ვის ინტერესებშია ვანო მერაბიშვილის მოწამლვა?

- თუ ეს დადგინდა, ამაზე უკვე მერე ვიმსჯელებთ. აქ მთავარი ისაა, რომ ადამიანი ამდენი წელია პატიმრობაშია, არის სამარტოო საკანში და მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის სამინისტრო და სახელმწიფო. თუ ინტოქსიკაცია დადგინდა, უკვე შემდგომი ნაბიჯია იმის კვლევა, ვინ და რატომ გააკეთა, ეს გამოძიების პრეროგატივა იქნება. ჩვენთვის, ახლობლებისთვის ამ ეტაპზე მთავარია ვანოს ჯანმრთელობა, რომ სწორად დაისვას დიაგნოზი და შესამაბისი მკურნალობა ჩაუტარდეს. ამას სერიოზული გამოკვლევა სჭირდება, არა ციხიდან 1 საათით გადაყვანა და უკან მობრუნება.

- თუ ნახეთ ბოლო დროს და როგორ გამოიყურება ბატონი ვანო, როგორ გრძნობს თავს?

- როგორ უნდა იყოს სამარტოო საკანში? მას პატიმრობის 2020 წლის თებერვალში ეწურება, წესით, პირობით ვადამდე გათავისუფლებაც უნდა შეხებოდა, მაგრამ... ყველა პატიმარს ეხება პირობით ვადამდე გათავისუფლება, ვანო მერაბიშვილს რატომღაც - არა.

- მოტივს რით ხსნიან?

- სამინისტრო ამაზე გვპასუხობს, რომ მოტივი თურმე ისაა, რომ ვანო წრეებზე არ დადის.

- რომელ წრეებზე?

- რა ვიცი, პატიმრებისთვის განკუთვნილ აქტივობებში არ მონაწილეობსო, რაღაც ენის, ხელობის და ა.შ. შემსწავლელ წრეებზე უნდა იაროსო, ესაა მათი პასუხი. სად ივლის და რას ისწავლის, ეს კონკრეტული ადამიანის გადასაწყვეტი და ასარჩევია, ეს მისი უფლებაა...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ