პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, მორფინს უკეთებდნენ..." - რა მდგომარეობაშია 2 წლის თუთა, რომლის დასახმარებლად მთელი ქვეყანა გაერთიანდა
"გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, მორფინს უკეთებდნენ..." - რა მდგომარეობაშია 2 წლის თუთა, რომლის დასახმარებლად მთელი ქვეყანა გაერთიანდა

რამ­დე­ნი­მე თვის წინ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო გა­ერ­თი­ან­და პა­ტა­რა თუთა ცქი­ტიშ­ვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად. წლი­ნა­ხევ­რის ლურჯთ­ვა­ლე­ბა გო­გო­ნას ის­ტო­რი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა და დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლით გა­ა­ერ­თი­ა­ნა. თუ­თას მწვა­ვე ფორ­მის ლიმ­ფობ­ლას­ტუ­რი ლე­ი­კე­მია და­უდ­გინ­და და სა­ზღვარ­გა­რეთ სას­წრა­ფო მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბო­და. კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით, შეგ­როვ­და თან­ხა მისი გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის­თვის.


თუთა უკვე 2 წლი­საა, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­სა­უბ­როდ AMBEBI.GE გო­გო­ნას დე­დას ანი ბე­რიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:


- თუთა ამ­ჟა­მად კარ­გად არის, უბ­რა­ლოდ სის­ხლის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი აქვს და­ბა­ლი და არის ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. ვე­ლო­დე­ბით ოპე­რა­ცი­ის დღეს, რომ ვე­ნი­დან კა­თე­ტე­რი ამო­ვუ­ღოთ. ფი­ზი­კუ­რად კარ­გად გრძნობს თავს, ტკი­ვი­ლე­ბი შე­უმ­ცირ­და.



- ოპე­რა­ცია, რის გა­მოც გერ­მა­ნი­ა­ში წა­იყ­ვა­ნეთ, ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ?


- ოპე­რა­ცია თუ­თას არ დას­ჭირ­ვე­ბია, გა­და­ნერგვას თუ გუ­ლის­ხმობთ. არ­ტე­რი­ა­ში, გუ­ლის არე­ში ჩა­უ­კე­რეს მილი ყე­ლის არე­დან. ეს არის გა­დას­ხმის­თვის ჩა­კე­რე­ბუ­ლი კა­თე­ტე­რი ორ­გა­ნიზ­მში. ჩა­მო­ვე­დით თუ არა, ჩა­უ­მაგ­რეს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, 4 თვის მერე გა­წყდა და ისევ მოგ­ვი­წია ჩად­გმა. ახლა რად­გან არ სა­ჭი­რო­ებს დიდი დო­ზის გა­დას­ხმებს, ბოლო პრო­ცე­დუ­რა იქ­ნე­ბა კა­თე­ტე­რის ამო­ღე­ბა და შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვაგ­რძე­ლებთ დაც­ვი­თი ქი­მი­ით მკურ­ნა­ლო­ბას.



- ურ­თუ­ლე­სი სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლა მო­გიხ­დათ, რო­გორ გა­და­ი­ტა­ნა ეს ყო­ვე­ლი­ვე ბავ­შვმა?


- ძა­ლი­ან მძი­მე იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი მის­თვის. გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და. ძლი­ერ გა­მა­ყუ­ჩებ­ლებს უკე­თებ­დნენ, მათ შო­რის მორ­ფინს. მი­უ­ხე­და­ვად პა­ტა­რა ასა­კი­სა, ყვე­ლა­ფერს აღიქ­ვამ­და. სწო­რედ ამ გარ­თუ­ლე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გამო, ძი­რი­თა­დად სულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ყა­ვით. ექი­მებს ძა­ლი­ან და­უ­მე­გობ­რდა. სახ­ლი კლი­ნი­კას­თან ახ­ლოს გვაქვს ნა­ქი­რა­ვე­ბი. როცა ბავ­შვი უკეთ გრძნობ­და თავს, მხო­ლოდ მა­შინ გავ­დი­ო­დით გა­რეთ.


გერ­მა­ნი­ა­ში ჩემ­თან ერ­თად დე­და­ჩე­მიც იმ­ყო­ფე­ბა. ჩემ­მა მე­უღ­ლემ მხო­ლოდ ორ­ჯერ შეძ­ლო ჩა­მოს­ვლა, სამ­სა­ხუ­რის გამო ვერ ახერ­ხებს ჩვენს მო­ნა­ხუ­ლე­ბას.



- რას ამ­ბო­ბენ ექი­მე­ბი, რო­გორ აფა­სე­ბენ თუ­თას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას?


- ამ დრო­ის­თვის ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რა­დაა. თუ­თამ ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ლა­ხა და მომ­დევ­ნო ორი წელი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბა გვჭირ­დე­ბა. უნდა გა­ი­ა­როს ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის ტაბ­ლე­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა და ყო­ველ ორ კვი­რა­ში იყოს ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ, ჩა­უ­ტარ­დეს ანა­ლი­ზე­ბი, რათა რე­ცი­დი­ვის ალ­ბა­თო­ბა 90%-მდე შემ­ცირ­დეს. ვირუ­სე­ბის­გან და გა­ცი­ე­ბის­გან უნდა და­ვიც­ვათ თავი.



- ფი­ნან­სუ­რად რო­გორ ახერ­ხებთ მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვას?


- გერ­მა­ნი­ის კლი­ნი­კის­თვის სა­ჭი­რო თან­ხა რო­გორც კი შეგ­როვ­და, მა­შინ­ვე შე­წყდა ან­გა­რიშ­ზე ფუ­ლის ჩა­რი­ცხვა. აღარ გვჭირ­დე­ბა თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა, ამი­ტომ სა­დაც კი იყო რეკ­ვი­ზი­ტე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლი, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ავი­ღეთ.


ავ­ტო­რი: რუს­კა კი­ლა­სო­ნია


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, მორფინს უკეთებდნენ..." - რა მდგომარეობაშია 2 წლის თუთა, რომლის დასახმარებლად მთელი ქვეყანა გაერთიანდა

"გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, მორფინს უკეთებდნენ..." - რა მდგომარეობაშია 2 წლის თუთა, რომლის დასახმარებლად მთელი ქვეყანა გაერთიანდა

რამდენიმე თვის წინ სრულიად საქართველო გაერთიანდა პატარა თუთა ცქიტიშვილის დასახმარებლად. წლინახევრის ლურჯთვალება გოგონას ისტორიამ მთელი ქვეყანა შეძრა და დახმარების სურვილით გააერთიანა. თუთას მწვავე ფორმის ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა და საზღვარგარეთ სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროებოდა. კეთილი ადამიანების დახმარებით, შეგროვდა თანხა მისი გერმანიაში გამგზავრებისა და მკურნალობისთვის.


თუთა უკვე 2 წლისაა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასაუბროდ AMBEBI.GE გოგონას დედას ანი ბერიშვილს დაუკავშირდა:


- თუთა ამჟამად კარგად არის, უბრალოდ სისხლის მაჩვენებლები აქვს დაბალი და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ველოდებით ოპერაციის დღეს, რომ ვენიდან კათეტერი ამოვუღოთ. ფიზიკურად კარგად გრძნობს თავს, ტკივილები შეუმცირდა.



- ოპერაცია, რის გამოც გერმანიაში წაიყვანეთ, ჯერ არ გაუკეთებიათ?


- ოპერაცია თუთას არ დასჭირვებია, გადანერგვას თუ გულისხმობთ. არტერიაში, გულის არეში ჩაუკერეს მილი ყელის არედან. ეს არის გადასხმისთვის ჩაკერებული კათეტერი ორგანიზმში. ჩამოვედით თუ არა, ჩაუმაგრეს, მაგრამ სამწუხაროდ, 4 თვის მერე გაწყდა და ისევ მოგვიწია ჩადგმა. ახლა რადგან არ საჭიროებს დიდი დოზის გადასხმებს, ბოლო პროცედურა იქნება კათეტერის ამოღება და შემდეგ საქართველოში გავაგრძელებთ დაცვითი ქიმიით მკურნალობას.



- ურთულესი სამკურნალო პროცედურების გავლა მოგიხდათ, როგორ გადაიტანა ეს ყოველივე ბავშვმა?


- ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი მისთვის. გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. ძლიერ გამაყუჩებლებს უკეთებდნენ, მათ შორის მორფინს. მიუხედავად პატარა ასაკისა, ყველაფერს აღიქვამდა. სწორედ ამ გართულებული პროცედურების გამო, ძირითადად სულ საავადმყოფოში ვიყავით. ექიმებს ძალიან დაუმეგობრდა. სახლი კლინიკასთან ახლოს გვაქვს ნაქირავები. როცა ბავშვი უკეთ გრძნობდა თავს, მხოლოდ მაშინ გავდიოდით გარეთ.


გერმანიაში ჩემთან ერთად დედაჩემიც იმყოფება. ჩემმა მეუღლემ მხოლოდ ორჯერ შეძლო ჩამოსვლა, სამსახურის გამო ვერ ახერხებს ჩვენს მონახულებას.



- რას ამბობენ ექიმები, როგორ აფასებენ თუთას ჯანმრთელობის მდგომარეობას?


- ამ დროისთვის ყველაფერი ნორმალურადაა. თუთამ ყველაფერი გადალახა და მომდევნო ორი წელი განსაკუთრებული გაფრთხილება გვჭირდება. უნდა გაიაროს ქიმიოთერაპიის ტაბლეტური მკურნალობა და ყოველ ორ კვირაში იყოს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაუტარდეს ანალიზები, რათა რეციდივის ალბათობა 90%-მდე შემცირდეს. ვირუსებისგან და გაციებისგან უნდა დავიცვათ თავი.



- ფინანსურად როგორ ახერხებთ მკურნალობის ხარჯების დაფარვას?


- გერმანიის კლინიკისთვის საჭირო თანხა როგორც კი შეგროვდა, მაშინვე შეწყდა ანგარიშზე ფულის ჩარიცხვა. აღარ გვჭირდება თანხის შეგროვება, ამიტომ სადაც კი იყო რეკვიზიტები განთავსებული, შეძლებისდაგვარად ავიღეთ.


ავტორი: რუსკა კილასონია


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა

ჩხუბი მარტვილის ტაძარში - სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თუ ოპერაცია დროულად არ ჩატარდა, თომამ შეიძლება ვეღარ გაიაროს - 3 წლის ბიჭუნას დახმარება სჭირდება