პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც მიფიქრია, რომ მეგობრის გვერდს ჰაკერი იყენებდა და ფულს მძალავდა" - რა მეთოდებს იყენებენ თაღლითები ინტერნეტში
"არც მიფიქრია, რომ მეგობრის გვერდს ჰაკერი იყენებდა და ფულს მძალავდა" - რა მეთოდებს იყენებენ თაღლითები ინტერნეტში

კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თაღ­ლი­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ უფრო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ხდე­ბა "სას­წრა­ფოდ მჭირ­დე­ბა 100 ლარი და შე­გიძ­ლია მა­სეს­ხო? ჩემს იუ­ზერს მოგ­წერ და გთხოვ, "აჭა­რა­ბე­თის" ან­გა­რიშ­ზე ჩა­მი­რი­ცხე", - თუ მსგავს შე­ტყო­ბი­ნე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­გობ­რის­გან მი­ი­ღებთ, გირ­ჩევთ, ინ­ფორ­მა­ცია მას­თან გა­და­ა­მოწ­მოთ. რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, ბოლო დროს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მოჩ­ნდნენ კი­ბერ­თაღ­ლი­თე­ბი, რომ­ლე­ბიც "ფე­ის­ბუ­კის" მომ­ხმა­რებ­ლე­ბის პი­რად გვერ­დზე შეღ­წე­ვით მათ მე­გობ­რებს მსგავ­სი ში­ნა­არ­სის შე­ტყო­ბი­ნე­ბებს უგ­ზავ­ნი­ან. თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა შე­ტყო­ბი­ნე­ბის ყვე­ლა ად­რე­სატს ვერ აბ­რიყ­ვებს, თუმ­ცა 100-დან ერ­თიც რომ წა­მო­ე­გოს კი­ბერ­თაღ­ლი­თე­ბის ან­კესს, ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის ან­გა­რიშ­ზე არ­ცთუ ური­გო თან­ხა გროვ­დე­ბა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ რამ­დე­ნი­მე ასეთ შემ­თხვე­ვა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, თუმ­ცა ჯერ და­კა­ვე­ბუ­ლი არა­ვინ არის და შე­სა­ბა­მი­სად, არც თაღ­ლი­თუ­რად მით­ვი­სე­ბუ­ლი თან­ხა და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის.

რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რას" ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი უყ­ვე­ბა, მე­სენ­ჯერ­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა "ფე­ის­ბუ­კის" მე­გობ­რის­გან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის წინ მი­ი­ღო. "მა­მა­ჩე­მის მე­გო­ბა­რი მწერ­და, ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის ან­გა­რიშ­ზე 100 ლარი ჩა­მი­რი­ცხეო. ცოტა კი გა­მიკ­ვირ­და, მის­გან ამ­გვა­რი თხოვ­ნა, მაგ­რამ ვერ შევ­ბე­დე რა­მის კი­თხვა და უყოყ­მა­ნოდ დავ­თან­ხმდი. არც მი­ფიქ­რია, რომ შე­იძ­ლე­ბო­და მის გვერდს ჰა­კე­რი იყე­ნებ­და და ფულს მძა­ლავ­და. ერ­თა­დერ­თი, რა­მაც და­მა­ფიქ­რა, მისი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო, რომ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის ან­გა­რი­შის პა­როლს მომ­ცემ­და, შე­მეძ­ლო შევ­სუ­ლი­ყა­ვი და თან­ხა გა­და­მე­რი­ცხა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ჩემი სა­ბან­კო ან­გა­რი­შის მი­თი­თე­ბა მო­მი­წევ­და, რაც ნიშ­ნავ­და, რომ ჰა­კე­რი შემ­დეგ შეძ­ლებ­და თან­ხის ჩემი ან­გა­რი­ში­დან მოხ­სნას. მივ­წე­რე, რომ სა­ჭი­რო არ იყო, რად­გან მე­გობ­რე­ბის­თვის ხში­რად ჩა­მი­რიც­ხავს თან­ხა ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის ან­გა­რიშ­ზე მხო­ლოდ მათი იუ­ზერ­ნე­ი­მის გა­მო­ყე­ნე­ბით და ასეც მო­ვი­ქე­ცი. 1 სა­ათ­ში კი ამ ადა­მი­ა­ნის "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დზე გაჩ­ნდა შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პი­რა­დი გვერ­დი გა­უ­ტე­ხეს და იმ შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ავ­ტო­რი, რო­მე­ლიც მისი სა­ხე­ლითY და­ეგ­ზავ­ნა მე­გობ­რებს, თა­ვად არ იყო. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, კი­ბერ­თაღ­ლი­თე­ბი მისი სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 1.000 ლარს და­ე­უფლნენ და ალ­ბათ მე­ტის გა­მო­ძალ­ვას შეძ­ლებ­დნენ, რომ არა რამ­დე­ნი­მე ფრთხი­ლი "ფრენ­დი", ვინც წე­რი­ლის ში­ნა­არსმა და­ა­ფიქ­რა და გზავ­ნი­ლის ად­რე­სატს გა­და­უ­რე­კა.

მა­მა­ჩე­მის მე­გო­ბა­რი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­ვი­და, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყეს, მი­აგ­ნეს კი­დეც ეჭ­ვმი­ტა­ნილს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­შია და ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის აღ­ნიშ­ნუ­ლი აქა­ა­უნ­თით უკვე დიდი ხა­ნია აღარ სარ­გებ­ლობს".

რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის ან­გა­რი­ში­დან ფუ­ლის "გა­თეთ­რე­ბის" რამ­დე­ნი­მე სქე­მა არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ერ­თმა­ნეთ­ში თან­ხმდე­ბა, ინ­ტერ­ნეტ­პო­კე­რის მა­გი­დას­თან სხდე­ბი­ან და თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბულ ფულს რო­მე­ლი­მე მო­თა­მა­შე "იგებს". ამის შემ­დეგ უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი ფული ერთი ან­გა­რი­ში­დან მე­ო­რე­ზე ისე ინაც­ვლებს, რომ მისი მიკ­ვლე­ვა ხში­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა.რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, დღეს კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია: ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლი­თო­ბა ან ქურ­დო­ბა, კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მას­თან უნე­ბარ­თვო წვდო­მა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მი­სა და მო­ნა­ცე­მის უნე­ბარ­თვოდ გა­მო­ყე­ნე­ბა. კი­ბერ­დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, ძი­რი­თა­დად, სპა­მის მე­თო­დებ­სა და სხვა­დას­ხვა მავ­ნე პროგ­რა­მას იყე­ნე­ბენ.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, დღეს კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია: ინ­ტერ­ნეტ თაღ­ლი­თო­ბა ან ქურ­დო­ბა, კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მას­თან უნე­ბარ­თვო წვდო­მა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მი­სა და მო­ნა­ცე­მის უნე­ბარ­თვოდ გა­მო­ყე­ნე­ბა. კი­ბერ­დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ძი­რი­თა­დად იყე­ნე­ბენ სპა­მის მე­თო­დებს და სხვა­დას­ხვა მავ­ნე პროგ­რა­მებს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავტორი:

"არც მიფიქრია, რომ მეგობრის გვერდს ჰაკერი იყენებდა და ფულს მძალავდა" - რა მეთოდებს იყენებენ თაღლითები ინტერნეტში

"არც მიფიქრია, რომ მეგობრის გვერდს ჰაკერი იყენებდა და ფულს მძალავდა" - რა მეთოდებს იყენებენ თაღლითები ინტერნეტში

კომპიუტერული თაღლითობა საქართველოში სულ უფრო გავრცელებული დანაშაული ხდება "სასწრაფოდ მჭირდება 100 ლარი და შეგიძლია მასესხო? ჩემს იუზერს მოგწერ და გთხოვ, "აჭარაბეთის" ანგარიშზე ჩამირიცხე", - თუ მსგავს შეტყობინებას სოციალურ ქსელში მეგობრისგან მიიღებთ, გირჩევთ, ინფორმაცია მასთან გადაამოწმოთ. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გამოჩნდნენ კიბერთაღლითები, რომლებიც "ფეისბუკის" მომხმარებლების პირად გვერდზე შეღწევით მათ მეგობრებს მსგავსი შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიან. თაღლითური სქემა შეტყობინების ყველა ადრესატს ვერ აბრიყვებს, თუმცა 100-დან ერთიც რომ წამოეგოს კიბერთაღლითების ანკესს, ტოტალიზატორის ანგარიშზე არცთუ ურიგო თანხა გროვდება. ჩვენი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ასეთ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერ დაკავებული არავინ არის და შესაბამისად, არც თაღლითურად მითვისებული თანხა დაუბრუნებიათ დაზარალებულებისთვის.

როგორც "კვირის პალიტრას" ერთ-ერთი დაზარალებული უყვება, მესენჯერში შეტყობინება "ფეისბუკის" მეგობრისგან დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღო. "მამაჩემის მეგობარი მწერდა, ტოტალიზატორის ანგარიშზე 100 ლარი ჩამირიცხეო. ცოტა კი გამიკვირდა, მისგან ამგვარი თხოვნა, მაგრამ ვერ შევბედე რამის კითხვა და უყოყმანოდ დავთანხმდი. არც მიფიქრია, რომ შეიძლებოდა მის გვერდს ჰაკერი იყენებდა და ფულს მძალავდა. ერთადერთი, რამაც დამაფიქრა, მისი შემოთავაზება იყო, რომ ტოტალიზატორის ანგარიშის პაროლს მომცემდა, შემეძლო შევსულიყავი და თანხა გადამერიცხა. ასეთ შემთხვევაში ჩემი საბანკო ანგარიშის მითითება მომიწევდა, რაც ნიშნავდა, რომ ჰაკერი შემდეგ შეძლებდა თანხის ჩემი ანგარიშიდან მოხსნას. მივწერე, რომ საჭირო არ იყო, რადგან მეგობრებისთვის ხშირად ჩამირიცხავს თანხა ტოტალიზატორის ანგარიშზე მხოლოდ მათი იუზერნეიმის გამოყენებით და ასეც მოვიქეცი. 1 საათში კი ამ ადამიანის "ფეისბუკის" გვერდზე გაჩნდა შეტყობინება, რომ სოციალური ქსელის პირადი გვერდი გაუტეხეს და იმ შეტყობინებების ავტორი, რომელიც მისი სახელითY დაეგზავნა მეგობრებს, თავად არ იყო. როგორც აღმოჩნდა, კიბერთაღლითები მისი სახელის გამოყენებით დაახლოებით 1.000 ლარს დაეუფლნენ და ალბათ მეტის გამოძალვას შეძლებდნენ, რომ არა რამდენიმე ფრთხილი "ფრენდი", ვინც წერილის შინაარსმა დააფიქრა და გზავნილის ადრესატს გადაურეკა.

მამაჩემის მეგობარი პოლიციის განყოფილებაში მივიდა, გამოძიება დაიწყეს, მიაგნეს კიდეც ეჭვმიტანილს, რომელიც ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთშია და ირწმუნება, რომ ტოტალიზატორის აღნიშნული აქააუნთით უკვე დიდი ხანია აღარ სარგებლობს".

როგორც შევიტყვეთ, ტოტალიზატორის ანგარიშიდან ფულის "გათეთრების" რამდენიმე სქემა არსებობს. მაგალითად, რამდენიმე ადამიანი ერთმანეთში თანხმდება, ინტერნეტპოკერის მაგიდასთან სხდებიან და თაღლითურად დაუფლებულ ფულს რომელიმე მოთამაშე "იგებს". ამის შემდეგ უკანონოდ მოპოვებული ფული ერთი ანგარიშიდან მეორეზე ისე ინაცვლებს, რომ მისი მიკვლევა ხშირად შეუძლებელი ხდება.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიდან ირკვევა, დღეს კიბერდანაშაულის გავრცელებული შემთხვევებია: ინტერნეტთაღლითობა ან ქურდობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება. კიბერდამნაშავეები, ძირითადად, სპამის მეთოდებსა და სხვადასხვა მავნე პროგრამას იყენებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიდან ირკვევა, დღეს კიბერდანაშაულის საკმაოდ გავრცელებული შემთხვევებია: ინტერნეტ თაღლითობა ან ქურდობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება. კიბერდამნაშავეები ძირითადად იყენებენ სპამის მეთოდებს და სხვადასხვა მავნე პროგრამებს. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი