სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 მავნე ჩვევა, რომლითაც ნოუთბუქს გააფუჭებთ
10 მავნე ჩვევა, რომლითაც ნოუთბუქს გააფუჭებთ

უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის­თვის ნო­უთ­ბუ­ქი იმ ნივ­თებს შო­რი­საა, რომ­ლის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. თუმ­ცა, ბევ­რმა თქვენ­გან­მა შე­იძ­ლე­ბა არც იცის, რომ მისი მოხ­მა­რე­ბის დროს ფრთხი­ლად უნდა იყოს, რად­გან, შე­საძ­ლოა, უმ­ნიშ­ვნე­ლო მოქ­მე­დე­ბით და­ა­ზი­ა­ნოს.

პორ­ტა­ლი AdMe.ru რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას გთა­ვა­ზობთ.

1. არ იმუ­შა­ოთ ნო­უთ­ბუქ­თან ცხო­ვე­ლებ­თან ერ­თად

არ მის­ცეთ უფ­ლე­ბა კა­ტებს, მო­ი­კა­ლა­თონ მო­წყო­ბი­ლო­ბას­თან ახ­ლოს, მით უფრო - კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე. კა­ტებს მოს­წონთ სით­ბო, რო­მელ­საც კომ­პი­უ­ტე­რი მუ­შა­ო­ბის დროს გა­მოჰ­ყოფს, მათი ბეწ­ვი კი, შე­საძ­ლოა, სა­ვენ­ტი­ლა­ციო სივ­რცე­ში მოხ­ვდეს და ვენ­ტი­ლა­ცია და­ა­ზი­ა­ნოს. ეს კი ნო­უთ­ბუქს გა­და­ა­ხუ­რებს და მისი მუ­შა­ო­ბა გა­უ­ა­რეს­დე­ბა.

2. ნუ გა­დახ­ლარ­თავთ კა­ბელს

ერთი შე­ხედ­ვით ჩანს, რომ კომ­პი­უ­ტე­რის დამ­ტე­ნის სა­დე­ნი გა­უძ­ლებს დახ­ვე­ვა­სა და მო­ღუნ­ვას, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად, იმა­ზე სუს­ტია, ვიდ­რე გვგო­ნია. ნუ გა­და­ახ­ვევთ სა­დენს სხვა ნივ­თებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით - თუ ამ ნივ­თებს ბას­რი შვე­რი­ლე­ბი აქვთ.

3. ნუ გექ­ნე­ბათ ნო­უთ­ბუ­ქი მუდ­მი­ვად და­მუხ­ტვის რე­ჟიმ­ში

ელე­მენ­ტის დიდი ხნით და­მუხ­ტვა არ შე­იძ­ლე­ბა. კონ­ტრო­ლი­ო­რი, რო­მე­ლიც ელე­მენტს ზედ­მე­ტი და­ტენ­ვის­გან იცავს, შე­საძ­ლოა, გა­ფუჭ­დეს.

4. გახ­სნის დროს ნუ და­ი­ჭერთ ნო­უთ­ბუ­ქის ეკ­რანს კუ­თხით

ეკ­რა­ნი ძა­ლი­ან სუს­ტია და მსხვრე­ვა­დი, ამი­ტომ ნუ ას­წევთ მას ეკ­რა­ნით. ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ გახ­სნის დრო­საც, ხელი მო­კი­დეთ შუა ნა­წილ­ში და გახ­სე­ნით.

5. ნუ და­ი­დებთ ნო­უთ­ბუქს მუხ­ლებ­ზე

შე­საძ­ლოა, და­იბ­ლო­კოს სა­ვენ­ტი­ლა­ციო ხვრე­ლი და კომ­პი­უ­ტე­რი გა­და­ხურ­დეს.

6. მო­ა­თავ­სეთ სხვა ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­სა და მაგ­ნი­ტე­ბის­გან შორს

მყა­რი დის­კის­თვის მაგ­ნი­ტუ­რი სის­ტე­მა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ნო­უთ­ბუქ­თან ახ­ლოს მაგ­ნი­ტე­ბი­სა და სხვა ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, კომ­პი­უ­ტე­რის მუ­შა­ო­ბა შე­ფერ­ხდეს და თქვე­ნი ინ­ფორ­მა­ცია და­ი­კარ­გოს.

7. ნუ გა­მო­აძ­რობთ უხე­შად კა­ბელს

იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ჩქა­რობთ, ფრთხი­ლად მოხ­სე­ნით დამ­ტე­ნის სა­დე­ნი კომ­პი­უ­ტერს, რად­გან შე­საძ­ლოა, და­ა­ზი­ა­ნოთ რო­გორც თა­ვად სა­დე­ნი, ასე­ვე - ნო­უთ­ბუ­ქიც.

8. გაწ­მენ­დის დროს არ და­აწ­ვეთ უხე­შად ეკ­რანს

წყლით ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნაჭ­რით ეკ­რა­ნის გაწ­მენ­და რომ არ შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლამ იცის. თუმ­ცა თუ სპე­ცი­ა­ლუ­რი, რბი­ლი ნაჭ­რი­თა და საწ­მენ­დი სი­თხით ასუფ­თა­ვებთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ეკ­რა­ნი ძა­ლი­ან თხე­ლია და ფრთხი­ლად გაწ­მინ­დეთ.

9. ნუ და­ტო­ვებთ ნო­უთ­ბუქს მუდ­მი­ვად ჩარ­თულს

თუ დღე­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობთ, მუდ­მი­ვად ჩარ­თუ­ლი ნუ გექ­ნე­ბათ, მო­უფრ­თხილ­დით მყარ დისკს და გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მას.

9. ნო­უთ­ბუქ­ზე ნუ დად­გამთ ჭი­ქას სას­მე­ლით

კომ­პი­უ­ტერ­თან მუ­შა­ო­ბის დროს ხში­რად ვსვამთ ჩაის, ან ყა­ვას. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ნო­უთ­ბუქს არა­ფერს გა­და­ვას­ხამთ, ცხე­ლი ჭიქა მის მუ­შა­ო­ბას მა­ინც და­ა­ზი­ა­ნებს.

არ დად­გათ ჭიქა თავ­და­ხუ­რულ ნო­უთ­ბუქ­ზეც კი, რად­გან ასე ეკ­რა­ნის მატ­რი­ცას და­ზი­ა­ნებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

10 მავნე ჩვევა, რომლითაც ნოუთბუქს გააფუჭებთ

10 მავნე ჩვევა, რომლითაც ნოუთბუქს გააფუჭებთ

უამრავი ადამიანისთვის ნოუთბუქი იმ ნივთებს შორისაა, რომლის გარეშე ცხოვრებაც წარმოუდგენელია. თუმცა, ბევრმა თქვენგანმა შეიძლება არც იცის, რომ მისი მოხმარების დროს ფრთხილად უნდა იყოს, რადგან, შესაძლოა, უმნიშვნელო მოქმედებით დააზიანოს.

პორტალი AdMe.ru რამდენიმე რჩევას გთავაზობთ.

1. არ იმუშაოთ ნოუთბუქთან ცხოველებთან ერთად

არ მისცეთ უფლება კატებს, მოიკალათონ მოწყობილობასთან ახლოს, მით უფრო - კლავიატურაზე. კატებს მოსწონთ სითბო, რომელსაც კომპიუტერი მუშაობის დროს გამოჰყოფს, მათი ბეწვი კი, შესაძლოა, სავენტილაციო სივრცეში მოხვდეს და ვენტილაცია დააზიანოს. ეს კი ნოუთბუქს გადაახურებს და მისი მუშაობა გაუარესდება.

2. ნუ გადახლართავთ კაბელს

ერთი შეხედვით ჩანს, რომ კომპიუტერის დამტენის სადენი გაუძლებს დახვევასა და მოღუნვას, თუმცა რეალურად, იმაზე სუსტია, ვიდრე გვგონია. ნუ გადაახვევთ სადენს სხვა ნივთებზე, განსაკუთრებით - თუ ამ ნივთებს ბასრი შვერილები აქვთ.

3. ნუ გექნებათ ნოუთბუქი მუდმივად დამუხტვის რეჟიმში

ელემენტის დიდი ხნით დამუხტვა არ შეიძლება. კონტროლიორი, რომელიც ელემენტს ზედმეტი დატენვისგან იცავს, შესაძლოა, გაფუჭდეს.

4. გახსნის დროს ნუ დაიჭერთ ნოუთბუქის ეკრანს კუთხით

ეკრანი ძალიან სუსტია და მსხვრევადი, ამიტომ ნუ ასწევთ მას ეკრანით. ფრთხილად უნდა ვიყოთ გახსნის დროსაც, ხელი მოკიდეთ შუა ნაწილში და გახსენით.

5. ნუ დაიდებთ ნოუთბუქს მუხლებზე

შესაძლოა, დაიბლოკოს სავენტილაციო ხვრელი და კომპიუტერი გადახურდეს.

6. მოათავსეთ სხვა ელექტრომოწყობილობებისა და მაგნიტებისგან შორს

მყარი დისკისთვის მაგნიტური სისტემა გამოიყენება. ნოუთბუქთან ახლოს მაგნიტებისა და სხვა ელექტრომოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, კომპიუტერის მუშაობა შეფერხდეს და თქვენი ინფორმაცია დაიკარგოს.

7. ნუ გამოაძრობთ უხეშად კაბელს

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩქარობთ, ფრთხილად მოხსენით დამტენის სადენი კომპიუტერს, რადგან შესაძლოა, დააზიანოთ როგორც თავად სადენი, ასევე - ნოუთბუქიც.

8. გაწმენდის დროს არ დააწვეთ უხეშად ეკრანს

წყლით ან ჩვეულებრივი ნაჭრით ეკრანის გაწმენდა რომ არ შეიძლება, ყველამ იცის. თუმცა თუ სპეციალური, რბილი ნაჭრითა და საწმენდი სითხით ასუფთავებთ, გაითვალისწინეთ, რომ ეკრანი ძალიან თხელია და ფრთხილად გაწმინდეთ.

9. ნუ დატოვებთ ნოუთბუქს მუდმივად ჩართულს

თუ დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობთ, მუდმივად ჩართული ნუ გექნებათ, მოუფრთხილდით მყარ დისკს და გაგრილების სისტემას.

9. ნოუთბუქზე ნუ დადგამთ ჭიქას სასმელით

კომპიუტერთან მუშაობის დროს ხშირად ვსვამთ ჩაის, ან ყავას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნოუთბუქს არაფერს გადავასხამთ, ცხელი ჭიქა მის მუშაობას მაინც დააზიანებს.

არ დადგათ ჭიქა თავდახურულ ნოუთბუქზეც კი, რადგან ასე ეკრანის მატრიცას დაზიანებთ.

მეგან მარკლი და ჰარი გაჭირვებულებს საკვებს ურიგებენ - წყვილის პირველი ფოტოები აშშ-დან

პირველად, Fuckup Nights ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მისი ნახვა ყველა მსურველს შეეძლება

ვინ იყო წმინდა მოწამე კორონა და სად ინახება მისი ნეშტი?