ავტორი:

ვინ არის ღირსების ორდენოსანი გია თვალავაძე, რომელიც სუს-მა დააკავა

ვინ არის ღირსების ორდენოსანი გია თვალავაძე, რომელიც სუს-მა დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია, თავის მხრივ კი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას "ცხელ ხაზზე" შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას.

სუს-ის ინფორმაციით, ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად 20 პირის, მათ შორის გია თვალავაძის მიერ მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში 4 094 709 ლარი შეადგინა.

ვინ არის გია თვალავაძე

55 წლის გია თვალავაძემ ლანჩხუთში სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა. დამთავრებული აქვს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. ქირურგად მუშაობდა ჯერ ლანჩხუთის რაიონულ საავადმყოფოში, მოგვიანებით კი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

1998 წელს ის დაინიშნა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის დირექტორად. 2001-2003 წლებში მუშაობდა ლანჩხუთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსად. ასევე იყო ლანჩხუთის, მიხეილ ჩაჩავას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი.

გია თვალავაძე სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში, საქვეუწყებო დაწესებულების უფროსად დაინიშნა 2006 წლის პირველ ინავარს, ხოლო იმავე სააგენტოს როგორც სსიპ-ის უფროსად - 2012 წელს. განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები