მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განმარტებას აკეთებს ნევროლოგი ვანო მერაბიშვილის დიაგნოზზე
რა განმარტებას აკეთებს ნევროლოგი ვანო მერაბიშვილის დიაგნოზზე

ნერ­ვო­ლოგ გი­ორ­გი გე­გე­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ჰორ­ნე­რის სინ­დრო­მი, რა დი­აგ­ნო­ზიც ვანო მე­რა­ბიშ­ვილს და­უს­ვეს, ბევ­რმა და­ა­ვა­დე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, მათ შო­რის კის­რის სიმ­სივ­ნემ, ინ­სულტმა ან უბ­რა­ლოდ შა­კიკ­მა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გე­გე­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­მარ­ტა, ჰორ­ნე­რის სინ­დრო­მი სიმპტო­მე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბაა და ეს სიმპტო­მე­ბია: ქუ­თუ­თოს ჩა­მოშ­ვე­ბა, გუ­გის გა­ფარ­თო­ე­ბა, ფე­რა­დი გარ­სის შე­ფე­რი­ლო­ბის ცვლი­ლე­ბა და თვა­ლის არას­წო­რი დგო­მა. ნერ­ვო­ლო­გი ამ­ბობს, რომ შე­საძ­ლოა ადა­მი­ანს ჰორ­ნე­რის სინ­დრო­მი და­ბა­დე­ბი­დან ჰქონ­დეს თან­და­ყო­ლი­ლი, მაგ­რამ სიმპტო­მებ­მა თავი არას­დროს იჩი­ნოს.

„სიმპტო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს თა­ვის ტვი­ნის ღე­როს და­ზი­ა­ნე­ბამ, შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვხდეს ასე­ვე ინ­სულ­ტის დროს, კის­რის სიმ­სივ­ნის დროს. შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან დიდი უცხო სხე­უ­ლი იყოს კი­სერ­ში და იმან გა­მო­იწ­ვი­ოს ანუ ჰორ­ნე­რის სინ­დრო­მი შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა და­ა­ვა­დე­ბამ გა­მო­იწ­ვი­ოს, მათ შო­რის შე­იძ­ლე­ბა შა­კი­კის დრო­საც გან­ვი­თარ­დეს, მაგ­რამ შა­კი­კის დროს ტკი­ვილ­თან ერ­თად გა­ივ­ლის“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გე­გე­ლაშ­ვილ­მა.

ნერ­ვო­ლო­გი ასე­ვე შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი­სა და ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის დად­გე­ნილ სა­მი­ვე დი­აგ­ნოზ­საც აფა­სებს და არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ჰორ­ნე­რის სინ­დრო­მი ამ შემ­თხვე­ვა­ში ცრუდ იყოს გა­მო­ხა­ტუ­ლი.

„ვა­ზო­მო­ტო­რუ­ლი რი­ნი­ტის და ბლე­ფა­რო-კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტის დროს შე­იძ­ლე­ბა ჰორ­ნე­რი ცრუდ მოგ­ვეჩ­ვე­ნოს ან შე­იძ­ლე­ბა არ იყოს ნამ­დვი­ლი ჰორ­ნე­რი. სიმპტო­მებს შო­რის, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ჩა­მოვ­თვა­ლე, პირ­ვე­ლი ვთქვი ქუ­თუ­თოს დაშ­ვე­ბა და ქუ­თუ­თო თუ შე­შუპ­და, მკვლე­ვარს ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ის არის დაშ­ვე­ბუ­ლი. სი­ნამ­დვი­ლე­ში დაშ­ვე­ბუ­ლი კი არა გა­და­ფა­რე­ბუ­ლია უბ­რა­ლოდ ნაპ­რალ­ზე, იმის გამო, რომ ზო­მებ­შია გა­დი­დე­ბუ­ლი. ბლე­ფა­რი­ტის დი­აგ­ნო­ზი რომ შე­ე­შა­ლოს ადა­მი­ანს, იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. თუ ბლე­ფა­რი­ტი კარ­გად გა­მო­ხა­ტუ­ლია და ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ თვა­ლი ოდ­ნავ ჩა­წე­უ­ლია, შე­იძ­ლე­ბა თქვას, რომ ჰორ­ნე­რის სინ­დრო­მია. რაც შე­ე­ხე­ბა ვა­ზო­მო­ტო­რულ რი­ნიტს რა­საც ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, მე­რა­ბიშ­ვილს ჰქონ­და ეს პრობ­ლე­მა, რად­გან სა­უბ­რის დროს სუნ­თქვა­ში უშ­ლი­და ხელს და ცოტა ცხვირ­ში ლა­პა­რა­კობ­და“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი გე­გე­ლაშ­ვილ­მა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი შს ყო­ფი­ლი მიბ­ნის­ტრის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის დას­მულ დი­აგ­ნოზს ასა­ჯა­რო­ვებს. რო­გორც უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მე­რა­ბიშ­ვილს ვა­ზო­მო­ტო­რუ­ლი რი­ნი­ტი; ჰორ­ნე­რის სინ­დრო­მი (მარ­ჯვნივ), ბლე­ფა­რო-კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტი და­უდ­გინ­და. ამას­თან სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს მსჯავ­რდე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბას, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძი­მე­ბუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

რა განმარტებას აკეთებს ნევროლოგი ვანო მერაბიშვილის დიაგნოზზე

რა განმარტებას აკეთებს ნევროლოგი ვანო მერაბიშვილის დიაგნოზზე

ნერვოლოგ გიორგი გეგელაშვილის განმარტებით, ჰორნერის სინდრომი, რა დიაგნოზიც ვანო მერაბიშვილს დაუსვეს, ბევრმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის კისრის სიმსივნემ, ინსულტმა ან უბრალოდ შაკიკმა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გეგელაშვილმა განუმარტა, ჰორნერის სინდრომი სიმპტომების ერთობლიობაა და ეს სიმპტომებია: ქუთუთოს ჩამოშვება, გუგის გაფართოება, ფერადი გარსის შეფერილობის ცვლილება და თვალის არასწორი დგომა. ნერვოლოგი ამბობს, რომ შესაძლოა ადამიანს ჰორნერის სინდრომი დაბადებიდან ჰქონდეს თანდაყოლილი, მაგრამ სიმპტომებმა თავი არასდროს იჩინოს.

„სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის ღეროს დაზიანებამ, შეიძლება შეგვხდეს ასევე ინსულტის დროს, კისრის სიმსივნის დროს. შეიძლება ძალიან დიდი უცხო სხეული იყოს კისერში და იმან გამოიწვიოს ანუ ჰორნერის სინდრომი შეიძლება ბევრმა დაავადებამ გამოიწვიოს, მათ შორის შეიძლება შაკიკის დროსაც განვითარდეს, მაგრამ შაკიკის დროს ტკივილთან ერთად გაივლის“, - განაცხადა გიორგი გეგელაშვილმა.

ნერვოლოგი ასევე შს ყოფილი მინისტრისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისთვის დადგენილ სამივე დიაგნოზსაც აფასებს და არ გამორიცხავს, რომ ჰორნერის სინდრომი ამ შემთხვევაში ცრუდ იყოს გამოხატული.

„ვაზომოტორული რინიტის და ბლეფარო-კონიუნქტივიტის დროს შეიძლება ჰორნერი ცრუდ მოგვეჩვენოს ან შეიძლება არ იყოს ნამდვილი ჰორნერი. სიმპტომებს შორის, რომელიც მანამდე ჩამოვთვალე, პირველი ვთქვი ქუთუთოს დაშვება და ქუთუთო თუ შეშუპდა, მკვლევარს ეჩვენება, რომ ის არის დაშვებული. სინამდვილეში დაშვებული კი არა გადაფარებულია უბრალოდ ნაპრალზე, იმის გამო, რომ ზომებშია გადიდებული. ბლეფარიტის დიაგნოზი რომ შეეშალოს ადამიანს, იშვიათად ხდება. თუ ბლეფარიტი კარგად გამოხატულია და ეჩვენება, რომ თვალი ოდნავ ჩაწეულია, შეიძლება თქვას, რომ ჰორნერის სინდრომია. რაც შეეხება ვაზომოტორულ რინიტს რასაც ვაკვირდებოდი, მერაბიშვილს ჰქონდა ეს პრობლემა, რადგან საუბრის დროს სუნთქვაში უშლიდა ხელს და ცოტა ცხვირში ლაპარაკობდა“, - აღნიშნა გიორგი გეგელაშვილმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური შს ყოფილი მიბნისტრის ვანო მერაბიშვილისთვის დასმულ დიაგნოზს ასაჯაროვებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მერაბიშვილს ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი დაუდგინდა. ამასთან სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებას, რომ მერაბიშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი