პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აჭარას ქურდი ლავასოღლი მართავს" - რა ფაქტებზე საუბრობს ალეკო ელისაშვილი
"აჭარას ქურდი ლავასოღლი მართავს" - რა ფაქტებზე საუბრობს ალეკო ელისაშვილი

აჭა­რას ქურ­დი ლა­ვა­ს­ოღ­ლი მარ­თავს, - ამის შე­სა­ხებ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში თბი­ლი­სის მე­რო­ბის ყო­ფი­ლი კან­დი­და­ტი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი აცხა­დებს.

„ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი ქა­ო­სია, რომ გიკ­ვირს, რო­გორ არ­სე­ბობს. ხალ­ხი მი­ტო­ვე­ბუ­ლად გრძნობს თავს, მისი პრობ­ლე­მე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არა­ვის ახ­სოვს. ამ ზა­ფხულს ზღვა­ზე ვი­ყა­ვი აჭა­რა­ში. კა­ციშ­ვილ­მა არ იცის, ვინ არის აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე. ცხა­დია, არა­ვის აქვს ილუ­ზია, რომ ის ოც­და­ა­თი წლის ბიჭი ვინ­მეს რა­მეს მო­უგ­ვა­რებს, მაგ­რამ პრობ­ლე­მა ის არის, აჭა­რა­ში ვინ­მეს რა­მის მოგ­ვა­რე­ბა თუ უნდა, ყვე­ლამ იცის, ვინ­მე ქურ­დი ლა­ვა­ს­ოღ­ლი (იგი­ვე მინ­დია გო­რა­ძე - ავტ.), რო­მელ­საც ხო­ფა­ში უნდა მი­აწ­ვდი­ნო ხმა და ის მო­აგ­ვა­რებს საქ­მეს ქურ­დუ­ლი წე­სე­ბით. აჭა­რა­ში ეს ქურ­დი მარ­თავს ყვე­ლა­ფერს. ვინ­მეს თუ მოჰ­პა­რა­ვენ რა­მეს და დაბ­რუ­ნე­ბა უნდა, ლა­ვა­ს­ოღ­ლის უნდა უთხრას; სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვა გინ­და და,"ლა­ვა­ს­ოღ­ლის უნდა შე­უთ­ვა­ლო...

ასეთ დღე­ში ჩა­ვარ­და ქვე­ყა­ნა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის ლა­მის უკვე მეშ­ვი­დე წელს“, - აცხა­დებს ელი­საშ­ვი­ლი.

შე­კი­თხვა­ზე: რაში აწყობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ ქურ­დე­ბი მარ­თავ­დნენ სი­ტუ­ა­ცი­ას? - ელი­საშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს: „თვი­თო­ნაც ქურ­დე­ბი არი­ან და იმი­ტომ, ოღონდ ხა­ზი­ნის ქურ­დე­ბი. მათ ნე­ბის­მი­ერ დო­ნე­ზე - სოფ­ლის საკ­რე­ბუ­ლო­თი და­წყე­ბუ­ლი და პარ­ლა­მენ­ტით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ერ­თა­დერ­თი დარ­დი აქვთ, რო­გორ­მე მეტი ფული მო­ი­პა­რონ. ხან ბაზ­რის გა­და­ნა­წი­ლე­ბას ცდი­ლო­ბენ და ხან პარ­ტი­ის­თვის ფუ­ლის შოვ­ნას... საკ­რე­ბუ­ლო­ში ვი­ყა­ვი და ასე­თი რა­მე­ე­ბი ჩემ თვალ­წინ ხდე­ბო­და, მაგ­რამ კონ­კრე­ტულ პირს ხელს ვერ და­ა­დებ­დი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ გქონ­და. ვი­ცო­დით, კონ­კრე­ტუ­ლი პირი კონ­კრე­ტუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვის­თვის სტა­ტუ­სის შეც­ვლა­ში რომ ფულს აკე­თებ­და, მაგ­რამ ამას ვერ ვამ­ტკი­ცებ­დი, რად­გან ჩა­ნა­წე­რიც კი არ მქონ­და. ბოლო დროს რა ჩა­ნა­წე­რებ­საც ვის­მენთ, ზუს­ტად ეს ში­ნა­არ­სი აქვთ - ამას ფული მი­უ­ტა­ნე, ის ამას მო­აგ­ვა­რებს, იმას ამის­თვის რა­ღაც უნდა გა­და­უ­ხა­დო... ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამით არის და­კა­ვე­ბუ­ლი და ხალ­ხს ამი­ტომ გა­ახ­სენ­და, რომ პრობ­ლე­მე­ბის მომ­გვა­რებ­ლე­ბი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­საც და მერე 1990-ია­ნებ­შიც, ქურ­დე­ბი იყ­ვნენ და მი­უბ­რუნ­დნენ მათ. ხომ უნდა არ­სე­ბობ­დეს ვი­ღაც, ვინც მათ პრობ­ლე­მას მო­აგ­ვა­რებს. აი, ასეთ დო­ნემ­დე და­ე­ცა ქვე­ყა­ნა - ერთ მხა­რეს თავ­ზე ხა­ზი­ნის ქურ­დე­ბი გვას­ხე­დან, მე­ო­რე მხა­რეს კი მთავ­რო­ბა სრულ ბოდ­ვებ­შია - მა­რი­ხუ­ა­ნის პლან­ტა­ცი­ის გა­შე­ნე­ბა უნდა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი ფული ამო­ი­ღოს ამ ქვეყ­ნი­დან“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
მკითხველის რჩევით
ავტორი:

"აჭარას ქურდი ლავასოღლი მართავს" - რა ფაქტებზე საუბრობს ალეკო ელისაშვილი

"აჭარას ქურდი ლავასოღლი მართავს" - რა ფაქტებზე საუბრობს ალეკო ელისაშვილი

აჭარას ქურდი ლავასოღლი მართავს, - ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს.

„ქვეყანაში ისეთი ქაოსია, რომ გიკვირს, როგორ არსებობს. ხალხი მიტოვებულად გრძნობს თავს, მისი პრობლემები ხელისუფლებაში არავის ახსოვს. ამ ზაფხულს ზღვაზე ვიყავი აჭარაში. კაციშვილმა არ იცის, ვინ არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ცხადია, არავის აქვს ილუზია, რომ ის ოცდაათი წლის ბიჭი ვინმეს რამეს მოუგვარებს, მაგრამ პრობლემა ის არის, აჭარაში ვინმეს რამის მოგვარება თუ უნდა, ყველამ იცის, ვინმე ქურდი ლავასოღლი (იგივე მინდია გორაძე - ავტ.), რომელსაც ხოფაში უნდა მიაწვდინო ხმა და ის მოაგვარებს საქმეს ქურდული წესებით. აჭარაში ეს ქურდი მართავს ყველაფერს. ვინმეს თუ მოჰპარავენ რამეს და დაბრუნება უნდა, ლავასოღლის უნდა უთხრას; სამშენებლო ნებართვა გინდა და,"ლავასოღლის უნდა შეუთვალო...

ასეთ დღეში ჩავარდა ქვეყანა "ქართული ოცნების" მმართველობის ლამის უკვე მეშვიდე წელს“, - აცხადებს ელისაშვილი.

შეკითხვაზე: რაში აწყობს ხელისუფლებას, რომ ქურდები მართავდნენ სიტუაციას? - ელისაშვილი პასუხობს: „თვითონაც ქურდები არიან და იმიტომ, ოღონდ ხაზინის ქურდები. მათ ნებისმიერ დონეზე - სოფლის საკრებულოთი დაწყებული და პარლამენტით დამთავრებული, ერთადერთი დარდი აქვთ, როგორმე მეტი ფული მოიპარონ. ხან ბაზრის გადანაწილებას ცდილობენ და ხან პარტიისთვის ფულის შოვნას... საკრებულოში ვიყავი და ასეთი რამეები ჩემ თვალწინ ხდებოდა, მაგრამ კონკრეტულ პირს ხელს ვერ დაადებდი, მტკიცებულება არ გქონდა. ვიცოდით, კონკრეტული პირი კონკრეტული სამშენებლო ნებართვისთვის სტატუსის შეცვლაში რომ ფულს აკეთებდა, მაგრამ ამას ვერ ვამტკიცებდი, რადგან ჩანაწერიც კი არ მქონდა. ბოლო დროს რა ჩანაწერებსაც ვისმენთ, ზუსტად ეს შინაარსი აქვთ - ამას ფული მიუტანე, ის ამას მოაგვარებს, იმას ამისთვის რაღაც უნდა გადაუხადო... ხელისუფლება ამით არის დაკავებული და ხალხს ამიტომ გაახსენდა, რომ პრობლემების მომგვარებლები, საბჭოთა კავშირის დროსაც და მერე 1990-იანებშიც, ქურდები იყვნენ და მიუბრუნდნენ მათ. ხომ უნდა არსებობდეს ვიღაც, ვინც მათ პრობლემას მოაგვარებს. აი, ასეთ დონემდე დაეცა ქვეყანა - ერთ მხარეს თავზე ხაზინის ქურდები გვასხედან, მეორე მხარეს კი მთავრობა სრულ ბოდვებშია - მარიხუანის პლანტაციის გაშენება უნდა, რომ მაქსიმალური ფული ამოიღოს ამ ქვეყნიდან“.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები