მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1 კგ-ზე მეტი ნარკოტიკი საქართველოში უკანა ტანით შემოიტანეს - სკანდალური საქმე, რომელსაც შსს-ს მაღალჩინოსანი მფარველობდა
1 კგ-ზე მეტი ნარკოტიკი საქართველოში უკანა ტანით შემოიტანეს - სკანდალური საქმე, რომელსაც შსს-ს მაღალჩინოსანი მფარველობდა

თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მო­ქა­ლა­ქე კონ­სტან­ტი­ნე მე­ბუ­კე და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც 1 კგ-ზე მეტი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა შე­მოჰ­ქონ­და. ნარ­კო­ბიზ­ნე­სის სკან­და­ლუ­რი საქ­მის შე­სა­ხებ „პრა­იმ­ტა­ი­მი“ წერს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გა­მო­ძი­ე­ბა კვალ­მა კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თან, გოგა გე­ლაშ­ვილ­თან მი­იყ­ვა­ნა.

გე­ლაშ­ვი­ლი 2015 წლი­დან ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იყო.

გა­მო­ძი­ე­ბით ირ­კვე­ვა, რომ ქვე­ყა­ნა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­მო­ტა­ნის ფა­რუ­ლი გეგ­მა შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, გოგა გე­ლაშ­ვი­ლის სი­ძემ, გი­ორ­გი ბახ­ტა­ძემ შე­ი­მუ­შა­ვა, რა­შიც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი თა­ვად გე­ლაშ­ვი­ლიც. ბრალ­დე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ბახ­ტა­ძემ მე­ბუ­კეს გა­დას­ცა თან­ხა, რომ­ლი­თაც ის სა­ზღვარ­გა­რეთ დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტიკს შე­ი­ძენ­და. ასე­ვე, ბახ­ტა­ძემ და­ფა­რა მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ხარ­ჯე­ბი. შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გოგა გე­ლაშ­ვი­ლი კი მათ დაჰ­პირ­და, რომ უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ი­ძი­ებ­და.

გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, კონ­სტან­ტი­ნე მე­ბუ­კე გი­ორ­გი ბახ­ტა­ძის და­ფი­ნან­სე­ბით გა­ემ­გზავ­რა გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც უკა­ნო­ნოდ შე­ი­ძი­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით - 1,3823 გრა­მი ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის შემ­ცვე­ლი ტაბ­ლე­ტე­ბი (სუ­ბო­ტექ­სი) და ტაბ­ლე­ტის ნა­ტე­ხე­ბი, რაც თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის გა­მოვ­ლით ღა­მის სა­ა­თებ­ში, ფა­რუ­ლად, უკა­ნა ტა­ნით უკა­ნო­ნოდ შე­მო­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"პრა­იმ­ტა­ი­მის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­მო­ტა­ნის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის შე­სა­ხებ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცნო­ბი­ლი გახ­და გოგა გე­ლაშ­ვი­ლის­თვის, რო­მელ­მაც თა­ვის სი­ძეს, გი­ორ­გი ბახ­ტა­ძეს შე­ა­ტყო­ბი­ნა კონ­სტან­ტი­ნე მე­ბუ­კეს და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბის შე­სა­ხებ და „ვა­ი­ბერ­ში“ მის­წე­რა, არ დახ­ვედ­რო­და მას აე­რო­პორ­ტში.

შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­დე­გად კონ­სტან­ტი­ნე მე­ბუ­კე თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში­ვე და­ა­კა­ვეს. ის კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ა­ზე „ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში“ გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც უკა­ნა ტან­ში გა­და­მა­ლუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა. მე­ბუ­კეს სხე­უ­ლი­დან გა­მო­დევ­ნის შე­დე­გად „სუ­ბო­ტექ­სის“ სა­ერ­თო ოდე­ნო­ბამ 1,3823 გრა­მი შე­ად­გი­ნა.

რო­გორც წესი, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი მა­შინ­ვე ად­ვო­კატს ითხო­ვენ ხოლ­მე, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში სხვაგ­ვა­რად მოხ­და. და­კა­ვე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი, რაც მე­ბუ­კემ მო­ი­თხო­ვა, შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნო­სან გოგა გე­ლაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა იყო, ეს შეხ­ვედ­რა შედ­გა, რის შემ­დე­გაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის უკვე ნა­თე­ლი გახ­და, რომ ნარ­კო­ბიზ­ნესს შსს-დან სწო­რედ გოგა გე­ლაშ­ვი­ლი მფარ­ვე­ლობ­და. თა­ვად მე­ბუ­კემ კი მო­სა­ლოდ­ნე­ლი მკაც­რი სას­ჯე­ლის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გა­და­წყვი­ტა. მან ჩვე­ნე­ბა შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნი­სა და მისი სი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა.

გე­ლაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბით კი ირ­კვე­ვა, რომ ეს ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­მო­ტა­ნის პირ­ვე­ლი შემ­თვე­ვა არ ყო­ფი­ლა, მან გა­მო­ძი­ე­ბას სხვა ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხე­ბაც უამ­ბო. მა­გა­ლი­თად, გე­ლაშ­ვი­ლი სა­კუ­თარ ჩვე­ნე­ბა­ში აღ­წერს, რო­გორ დახ­ვდნენ ის და გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში კონ­სტან­ტი­ნე მე­ბუ­კეს, რო­მე­ლიც აე­რო­პორ­ტი­დან ბახ­ტა­ძის კუთ­ვნილ ბი­ნა­ში მი­იყ­ვა­ნეს და პრე­ზერ­ვა­ტი­ვებ­ში გახ­ვე­უ­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბი სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გა­ამ­ზა­დეს.

გა­ხა­რი­ას უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წელს შსს-მ 143 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი და­ა­კა­ვა. 2018 წლის იან­ვრი­დან დღემ­დე უკა­ნო­ნო ბრუნ­ვი­დან მი­ლი­ო­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ამო­ი­ღეს, რაც ათო­ბით ათას ადა­მი­ანს შე­ეძ­ლო, მო­ეხ­მა­რა.

პატრიოტი
0

ბალახის რეალიზატორებიც უნდა დაიდაჯონ და საერტჰოდ არ უნდა ანახონ მზის სინათლე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

1 კგ-ზე მეტი ნარკოტიკი საქართველოში უკანა ტანით შემოიტანეს - სკანდალური საქმე, რომელსაც შსს-ს მაღალჩინოსანი მფარველობდა

1 კგ-ზე მეტი ნარკოტიკი საქართველოში უკანა ტანით შემოიტანეს - სკანდალური საქმე, რომელსაც შსს-ს მაღალჩინოსანი მფარველობდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა მოქალაქე კონსტანტინე მებუკე დააკავეს, რომელსაც 1 კგ-ზე მეტი ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდა. ნარკობიზნესის სკანდალური საქმის შესახებ „პრაიმტაიმი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემდეგ გამოძიება კვალმა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსანთან, გოგა გელაშვილთან მიიყვანა.

გელაშვილი 2015 წლიდან ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილე იყო.

გამოძიებით ირკვევა, რომ ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანის ფარული გეგმა შსს-ს მაღალჩინოსნის, გოგა გელაშვილის სიძემ, გიორგი ბახტაძემ შეიმუშავა, რაშიც სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე აქტიურად იყო ჩართული თავად გელაშვილიც. ბრალდების დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ბახტაძემ მებუკეს გადასცა თანხა, რომლითაც ის საზღვარგარეთ დიდი ოდენობით ნარკოტიკს შეიძენდა. ასევე, ბახტაძემ დაფარა მისი ტრანსპორტირების ხარჯები. შსს-ს მაღალჩინოსანი გოგა გელაშვილი კი მათ დაჰპირდა, რომ უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ინფორმაციას მოიძიებდა.

გეგმის შესაბამისად, კონსტანტინე მებუკე გიორგი ბახტაძის დაფინანსებით გაემგზავრა გერმანიაში, სადაც უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1,3823 გრამი ბუპრენორფინის შემცველი ტაბლეტები (სუბოტექსი) და ტაბლეტის ნატეხები, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამოვლით ღამის საათებში, ფარულად, უკანა ტანით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ნარკოტიკების შემოტანის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ, სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ცნობილი გახდა გოგა გელაშვილისთვის, რომელმაც თავის სიძეს, გიორგი ბახტაძეს შეატყობინა კონსტანტინე მებუკეს დანაშაულში მხილების შესახებ და „ვაიბერში“ მისწერა, არ დახვედროდა მას აეროპორტში.

შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად კონსტანტინე მებუკე თბილისის საერთაშორისო აეროპორტშივე დააკავეს. ის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, სადაც უკანა ტანში გადამალული ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. მებუკეს სხეულიდან გამოდევნის შედეგად „სუბოტექსის“ საერთო ოდენობამ 1,3823 გრამი შეადგინა.

როგორც წესი, დაკავებულები მაშინვე ადვოკატს ითხოვენ ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში სხვაგვარად მოხდა. დაკავების შემდეგ პირველი, რაც მებუკემ მოითხოვა, შსს-ს მაღალჩინოსან გოგა გელაშვილთან შეხვედრა იყო, ეს შეხვედრა შედგა, რის შემდეგაც სამართალდამცველებისთვის უკვე ნათელი გახდა, რომ ნარკობიზნესს შსს-დან სწორედ გოგა გელაშვილი მფარველობდა. თავად მებუკემ კი მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის თავიდან ასაცილებლად გამოძიებასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. მან ჩვენება შსს-ს მაღალჩინოსნისა და მისი სიძის წინააღმდეგ მისცა.

გელაშვილის ჩვენებით კი ირკვევა, რომ ეს ნარკოტიკების შემოტანის პირველი შემთვევა არ ყოფილა, მან გამოძიებას სხვა ფაქტების შესახებაც უამბო. მაგალითად, გელაშვილი საკუთარ ჩვენებაში აღწერს, როგორ დახვდნენ ის და გიორგი ბახტაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კონსტანტინე მებუკეს, რომელიც აეროპორტიდან ბახტაძის კუთვნილ ბინაში მიიყვანეს და პრეზერვატივებში გახვეული ნარკოტიკები სარეალიზაციოდ გაამზადეს.

გახარიას უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს შსს-მ 143 ნარკორეალიზატორი დააკავა. 2018 წლის იანვრიდან დღემდე უკანონო ბრუნვიდან მილიონობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაც ათობით ათას ადამიანს შეეძლო, მოეხმარა.