პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაპოვნია მეომრის ხელით შევსებული სამხედრო საბუთები..." - ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახალი გვარ-სახელები ყირიმიდან და კრასნოდარიდან
"ნაპოვნია მეომრის ხელით შევსებული სამხედრო საბუთები..." - ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახალი გვარ-სახელები ყირიმიდან და კრასნოდარიდან

ყი­რი­მი­სა და ქერ­ჩის კო­მი­სი­ამ, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის საფ­ლა­ვე­ბის და მათი პი­რა­დი დო­კუ­მენ­ტე­ბის შე­სა­ხებ გვაწ­ვდის ცნო­ბებს, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მო­ძი­ე­ბუ­ლი და გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­და; კო­მი­სი­ის მიერ ნა­პოვ­ნია იმ ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის საფ­ლა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ ოჯა­ხებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად მი­აჩ­ნდათ.

რო­გორც კო­მი­სი­ის ხელ­მძვა­ნე­ლი ნა­ტა­ლია ძი­უ­ბა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, მათი უმე­ტე­სო­ბა, დიდი ალ­ბა­თო­ბით ერთ ად­გი­ლას, კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში და­ი­ღუ­პა და იქვე არი­ან დაკ­რძა­ლუ­ლი, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე მათ­განს ომმა ბე­ლო­რუ­სის მი­წა­ზეც არ­გუ­ნა საფ­ლა­ვი.

ორეს­ტი ეგ­ნა­ტეს ძე კვირ­კვე­ლია - სერ­ჟან­ტი, და­ბა­დე­ბუ­ლი ჩხო­რო­წყუს რა­ი­ო­ნის სო­ფელ გა­რა­ხა­ში (?), სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გა­იწ­ვი­ეს 1939 წელს, და­ი­ღუ­პა 1941 ბე­ლო­რუს­ში. იქვე ნა­პოვ­ნია მე­ომ­რის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი და მისი ხე­ლით შევ­სე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო სა­ბუ­თე­ბი. ქერ­ჩის კო­მი­სია ცდი­ლობს, მის ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბას და ელის ახ­ლობ­ლე­ბის­გან გა­მოხ­მა­უ­რე­ბას.

კლი­მენ­ტი გი­გი­ლოს ძე თავ­ბე­რი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წელს, ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ხიდ­ლო­თა­ვი, სა­ვა­რა­უ­ო­დოდ, ხი­დის­თა­ვი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ით­ვლე­ბო­და უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად. მე­უღ­ლე - თინა თავ­ბე­რი­ძე.

გი­ორ­გი სე­მი­ო­ნის ან სე­ლი­ვა­ნის ძე ლიკ­ლი­კა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1921 წელს ქუ­თა­ი­სის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო სი­მო­ნეთ­ში. და­ი­ღუ­პა კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში, დაკ­რძა­ლუ­ლია ყი­რიმ­ში, ხუ­ტორ იას­ტრე­ბოვ­სკის რა­ი­ონ­ში.

ალექ­სან­დრე დმიტ­რის ძე მა­ი­სუ­რა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1906 წელს ქა­ლაქ გორ­ში, სკვე­რის ქუჩა #7, და­ღუ­პუ­ლია 1943 წლის 9 აპ­რილს. დაკ­რძა­ლუ­ლია კრას­ნო­და­რის ქა­ლა­ქის სა­საფ­ლა­ო­ზე.

ია­სონ არ­ჩი­ლის ძე მა­ხა­რობ­ლი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1914 წელს, ხა­შუ­რის სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 9 აპ­რილს. დაკ­რძა­ლუ­ლია ყი­რიმ­ში, ხუ­ტორ იზი­უმსკის რა­ი­ო­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე.

გრი­გო­რი ია­კოვ­ლე­ვის (ან ია­კო­ბის) ძე ტუ­რაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1913 წელს, კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დო­ეს­ში. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 14 აპ­რილს, კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში, დაკ­რძა­ლუ­ლია ყი­რიმ­ში, პი­ა­ტი­ლეტ­კას რა­ი­ონ­ში.

ზა­ხარ ალექ­სან­დრეს ძე შუ­ბი­თი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1909 წელს, ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ტკაც­ში (?). და­ი­ღუ­პა 1943 წლის 1-ელ მარტს, კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში, დაკ­რძა­ლუ­ლია ყი­რიმ­ში, ხუ­ტორ იას­ტრე­ბოვ­სკის რა­ი­ონ­ში.

ვლა­დი­მირ ივა­ნეს ძე ბურ­ჯა­ნა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1909 წელს, ქუ­თა­ის­ში, სო­ფელ ნა­გა­რებ­ში. და­ღუპ­ვის თა­რი­ღი მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის; დაკ­რძა­ლუ­ლია კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში, ყი­რი­მი, იას­ტრე­ბოვ­სკის რა­ი­ო­ნი.

ლინო ვა­სი­ლის ძე ნი­ნი­კაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1912 წელს, გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ფლეშ­ტა­რო ან ფლი­ტა­რო (?!), დაკ­რძა­ლუ­ლია ყი­რიმ­ში, იას­ტრე­ბოვ­სკის რა­ი­ონ­ში.

ნი­კო­ლაი ივა­ნეს ძე ბე­რი­აშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1909 წელს ონის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ძეგ­ლევ­ში. დაკ­რძა­ლუ­ლია კრან­სო­და­რის მხა­რე­ში, ყი­რი­მი, იას­ტრე­ბოვ­სკის სა­საფ­ლა­ო­ზე.

მთა­ვა­რი ფოტო: დმიტ­რი ბალ­ტერ­მანტსი, ყი­რი­მი 1942 წელი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ნაპოვნია მეომრის ხელით შევსებული სამხედრო საბუთები..." - ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახალი გვარ-სახელები ყირიმიდან და კრასნოდარიდან

"ნაპოვნია მეომრის ხელით შევსებული სამხედრო საბუთები..." - ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახალი გვარ-სახელები ყირიმიდან და კრასნოდარიდან

ყირიმისა და ქერჩის კომისიამ, რომელიც მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების საფლავების და მათი პირადი დოკუმენტების შესახებ გვაწვდის ცნობებს, რამდენიმე დღის წინ, მოძიებული და გადამოწმებული ინფორმაცია მოგვაწოდა; კომისიის მიერ ნაპოვნია იმ ქართველი მეომრების საფლავები, რომლებიც მათ ოჯახებს წლების განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიაჩნდათ.

როგორც კომისიის ხელმძვანელი ნატალია ძიუბა AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, მათი უმეტესობა, დიდი ალბათობით ერთ ადგილას, კრასნოდარის მხარეში დაიღუპა და იქვე არიან დაკრძალული, თუმცა რამდენიმე მათგანს ომმა ბელორუსის მიწაზეც არგუნა საფლავი.

ორესტი ეგნატეს ძე კვირკველია - სერჟანტი, დაბადებული ჩხოროწყუს რაიონის სოფელ გარახაში (?), სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს 1939 წელს, დაიღუპა 1941 ბელორუსში. იქვე ნაპოვნია მეომრის პირადი მონაცემები და მისი ხელით შევსებული სამხედრო საბუთები. ქერჩის კომისია ცდილობს, მის ოჯახთან დაკავშირებას და ელის ახლობლებისგან გამოხმაურებას.

კლიმენტი გიგილოს ძე თავბერიძე - დაბადებული 1920 წელს, ჩოხატაურის რაიონის სოფელი ხიდლოთავი, სავარაუოდოდ, ხიდისთავი. წლების განმავლობაში ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. მეუღლე - თინა თავბერიძე.

გიორგი სემიონის ან სელივანის ძე ლიკლიკაძე - დაბადებული 1921 წელს ქუთაისის რაიონის სოფელ ქვემო სიმონეთში. დაიღუპა კრასნოდარის მხარეში, დაკრძალულია ყირიმში, ხუტორ იასტრებოვსკის რაიონში.

ალექსანდრე დმიტრის ძე მაისურაძე - დაბადებული 1906 წელს ქალაქ გორში, სკვერის ქუჩა #7, დაღუპულია 1943 წლის 9 აპრილს. დაკრძალულია კრასნოდარის ქალაქის სასაფლაოზე.

იასონ არჩილის ძე მახარობლიძე - დაბადებული 1914 წელს, ხაშურის სოფელ ახალსოფელში. დაიღუპა 1943 წლის 9 აპრილს. დაკრძალულია ყირიმში, ხუტორ იზიუმსკის რაიონის სასაფლაოზე.

გრიგორი იაკოვლევის (ან იაკობის) ძე ტურაშვილი - დაბადებული 1913 წელს, კასპის რაიონის სოფელ დოესში. დაიღუპა 1943 წლის 14 აპრილს, კრასნოდარის მხარეში, დაკრძალულია ყირიმში, პიატილეტკას რაიონში.

ზახარ ალექსანდრეს ძე შუბითიძე - დაბადებული 1909 წელს, ხაშურის რაიონის სოფელ ტკაცში (?). დაიღუპა 1943 წლის 1-ელ მარტს, კრასნოდარის მხარეში, დაკრძალულია ყირიმში, ხუტორ იასტრებოვსკის რაიონში.

ვლადიმირ ივანეს ძე ბურჯანაძე - დაბადებული 1909 წელს, ქუთაისში, სოფელ ნაგარებში. დაღუპვის თარიღი მითითებული არ არის; დაკრძალულია კრასნოდარის მხარეში, ყირიმი, იასტრებოვსკის რაიონი.

ლინო ვასილის ძე ნინიკაშვილი - დაბადებული 1912 წელს, გორის რაიონის სოფელ ფლეშტარო ან ფლიტარო (?!), დაკრძალულია ყირიმში, იასტრებოვსკის რაიონში.

ნიკოლაი ივანეს ძე ბერიაშვილი - დაბადებული 1909 წელს ონის რაიონის სოფელ ძეგლევში. დაკრძალულია კრანსოდარის მხარეში, ყირიმი, იასტრებოვსკის სასაფლაოზე.

მთავარი ფოტო: დმიტრი ბალტერმანტსი, ყირიმი 1942 წელი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ