Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოლიან კაცებს ვწერდი და ვაშანტაჟებდი" - როგორ სძალავდა ფულს ოჯახის წევრებს და რის გამო მიატოვა 3 შვილი ქართველმა დედამ
"ცოლიან კაცებს ვწერდი და ვაშანტაჟებდი" - როგორ სძალავდა ფულს ოჯახის წევრებს და რის გამო მიატოვა 3 შვილი ქართველმა დედამ

ყვე­ლა­ფე­რი უწყი­ნა­რი თა­მა­შით და­ი­წყო. რე­პე­ტი­ტორ­თან მყოფ შვილს დე­რე­ფან­ში ელო­დე­ბო­და და დრო­ის გა­საყ­ვა­ნად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იქე­ქე­ბო­და... სწო­რედ იქ ითა­მა­შა რა­ღაც თა­მა­ში, ქუ­ლე­ბი და­აგ­რო­ვა და რამ­დე­ნი­მე ეტა­პის გავ­ლის შემ­დეგ ახალ ლე­ველ­ზე გა­და­სას­ვლე­ლად სიმ­ბო­ლუ­რად 1 ლა­რის ჩა­რი­ცხვამ მო­უ­წია. იმ თან­ხით 17 ლარი მო­ი­გო და ასე და­ი­წყო ტრა­გე­დი­აც...

ახლა სამი შვი­ლი ქმრის ოჯახ­ში და­ტო­ვა და 10.000 დო­ლარ­ზე მეტი ვა­ლით დის სახ­ლს შე­ა­ფა­რა თავი. სტა­ტია გა­ზეთ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რამ" მო­ამ­ზა­და, რომ­ლი­და­ნაც ამო­ნა­რი­დებს გთა­ვა­ზობთ:

ანა, 32 წლის:

- სამი გო­გო­ნა მყავს და 6 თვე­ზე მე­ტია, არ მი­ნა­ხავს. ჩემი შვი­ლე­ბის გა­რე­შე გან­ვლილ ყო­ველ დღეს ვით­ვლი­დი, შემ­დეგ კი დი­ნე­ბას მივ­ყე­ვი... ახლა ერთ რა­მეს ვნა­ნობ, რა­ტომ არ გა­ვუმ­ხი­ლე მე­უღ­ლეს გა­სა­ჭი­რი. შე­მე­შინ­და, და­ვუ­მა­ლე და მერე უკვე გვი­ან იყო...

თავ­და­პირ­ვე­ლად, კვი­რა­ში 5 ლარს ვთხოვ­დი, მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბი რა­ღა­ცას ურე­ვენ, ასე სწრა­ფად ფული რო­გორ მეჭ­რე­ბა-მეთ­ქი? შემ­დეგ - კვი­რა­ში ორ­ჯერ, სამ­ჯერ... მე­უღ­ლეს პა­ტა­რა სურ­სა­თის მა­ღა­ზია აქვს და მის გამ­ყიდ­ველ გო­გო­ნას ვარ­თმევ­დი ფულს, თან ხუმ­რო­ბით ვაფრ­თხი­ლებ­დი, ჩემს ქმარს არ უთხრა, მე თვი­თონ და­გიბ­რუ­ნებ, ბოლო დროს გა­წუ­წუ­რაქ­და, სამი შვი­ლი რომ ჰყავს, არ ახ­სოვს-­მეთ­ქი. თა­ვი­დან ისიც ქა­ლურ სო­ლი­და­რო­ბას მი­ცხა­დებ­და, მაგ­რამ როცა რამ­დენ­ჯერ­მე მი­ვა­დე­ქი, კი­დევ მო­მე­ცი ფული და ყვე­ლა­ფერს ერ­თად და­გიბ­რუ­ნებ-მეთ­ქი, შე­ყოყ­მან­და, მაგ­რამ უარი მა­ინც ვერ მი­თხრა. შე­მე­შინ­და, ქმარს არა­ფე­რი უთხრას-მეთ­ქი, და­ქალს გა­მო­ვარ­თვი სა­ჭი­რო თან­ხა და გამ­ყიდ­ველ გო­გო­ნას ვალი და­ვუბ­რუ­ნე.

და­ქა­ლი მო­ვა­ტყუე, თავი ხში­რად მტკი­ვა, რა­ღაც ცუდი სიმპტო­მე­ბი მაქვს და ტო­მოგ­რა­ფი­ის­თვის 400 ლარი მჭირ­დე­ბა-მეთ­ქი. მას ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი და შეშ­ფოთ­და, ამ­დე­ნი ფული არა მაქვს, მაგ­რამ ოქ­როს სამ­კა­უ­ლებს და­ვა­ლომ­ბარდ­ებო... ვა­ტყუ­ებ­დი მა­მამ­თილს, შენი პენ­სია სა­ფუ­ლეს­თან ერ­თად ჩან­თი­დან ამო­მა­ცა­ლეს-მეთ­ქი; დე­დამ­თილს - წა­მა­ლი გა­უძ­ვი­რე­ბი­ათ და თან­ხის და­მა­ტე­ბა მჭირ­დე­ბა-მეთ­ქი...

ონ­ლა­ინ­თა­მა­შებ­ში ერთი ბიჭი გა­ვი­ცა­ნი, ისიც მო­თა­მა­შე. მეფ­ლირ­ტა­ვე­ბო­და. მას ჩემ­ზე მე­ტად ჰქონ­და შე­ტო­პი­ლი, მაგ­რამ ამას ვერ ვამ­ჩნევ­დი, დილა-სა­ღა­მოს ვმე­სი­ჯობ­დით... ერთხე­ლაც ვუ­თხა­რი, აღარ მომ­წე­რო-მეთ­ქი, ის კი მუ­ქა­რა­ზე გა­და­ვი­და, თან­ხას თუ არ ჩა­მი­რი­ცხავ, ჩვენს მი­მო­წე­რას შენს ქმარს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გვერ­დზე სა­ჯა­როდ გა­მო­ვუქ­ვეყ­ნე­ბო. 1.000 ლარი ვი­სეს­ხე და მი­ვე­ცი. შემ­დეგ შე­მეშ­ვა, ეტყო­ბა, სხვა იპო­ვა, უფრო ფუ­ლი­ა­ნი, მე კი მის­გან მი­ღე­ბუ­ლი "გა­ნათ­ლე­ბა" სხვას­თან გა­მო­ვი­ყე­ნე - ცო­ლი­ან კა­ცებს ვწერ­დი და შემ­დეგ ვა­შან­ტა­ჟებ­დი... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავტორი:

"ცოლიან კაცებს ვწერდი და ვაშანტაჟებდი" - როგორ სძალავდა ფულს ოჯახის წევრებს და რის გამო მიატოვა 3 შვილი ქართველმა დედამ

"ცოლიან კაცებს ვწერდი და ვაშანტაჟებდი" - როგორ სძალავდა ფულს ოჯახის წევრებს და რის გამო მიატოვა 3 შვილი ქართველმა დედამ

ყველაფერი უწყინარი თამაშით დაიწყო. რეპეტიტორთან მყოფ შვილს დერეფანში ელოდებოდა და დროის გასაყვანად სოციალურ ქსელში იქექებოდა... სწორედ იქ ითამაშა რაღაც თამაში, ქულები დააგროვა და რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ ახალ ლეველზე გადასასვლელად სიმბოლურად 1 ლარის ჩარიცხვამ მოუწია. იმ თანხით 17 ლარი მოიგო და ასე დაიწყო ტრაგედიაც...

ახლა სამი შვილი ქმრის ოჯახში დატოვა და 10.000 დოლარზე მეტი ვალით დის სახლს შეაფარა თავი. სტატია გაზეთმა "კვირის პალიტრამ" მოამზადა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ანა, 32 წლის:

- სამი გოგონა მყავს და 6 თვეზე მეტია, არ მინახავს. ჩემი შვილების გარეშე განვლილ ყოველ დღეს ვითვლიდი, შემდეგ კი დინებას მივყევი... ახლა ერთ რამეს ვნანობ, რატომ არ გავუმხილე მეუღლეს გასაჭირი. შემეშინდა, დავუმალე და მერე უკვე გვიან იყო...

თავდაპირველად, კვირაში 5 ლარს ვთხოვდი, მობილური ოპერატორები რაღაცას ურევენ, ასე სწრაფად ფული როგორ მეჭრება-მეთქი? შემდეგ - კვირაში ორჯერ, სამჯერ... მეუღლეს პატარა სურსათის მაღაზია აქვს და მის გამყიდველ გოგონას ვართმევდი ფულს, თან ხუმრობით ვაფრთხილებდი, ჩემს ქმარს არ უთხრა, მე თვითონ დაგიბრუნებ, ბოლო დროს გაწუწურაქდა, სამი შვილი რომ ჰყავს, არ ახსოვს-მეთქი. თავიდან ისიც ქალურ სოლიდარობას მიცხადებდა, მაგრამ როცა რამდენჯერმე მივადექი, კიდევ მომეცი ფული და ყველაფერს ერთად დაგიბრუნებ-მეთქი, შეყოყმანდა, მაგრამ უარი მაინც ვერ მითხრა. შემეშინდა, ქმარს არაფერი უთხრას-მეთქი, დაქალს გამოვართვი საჭირო თანხა და გამყიდველ გოგონას ვალი დავუბრუნე.

დაქალი მოვატყუე, თავი ხშირად მტკივა, რაღაც ცუდი სიმპტომები მაქვს და ტომოგრაფიისთვის 400 ლარი მჭირდება-მეთქი. მას ძალიან ვუყვარდი და შეშფოთდა, ამდენი ფული არა მაქვს, მაგრამ ოქროს სამკაულებს დავალომბარდებო... ვატყუებდი მამამთილს, შენი პენსია საფულესთან ერთად ჩანთიდან ამომაცალეს-მეთქი; დედამთილს - წამალი გაუძვირებიათ და თანხის დამატება მჭირდება-მეთქი...

ონლაინთამაშებში ერთი ბიჭი გავიცანი, ისიც მოთამაშე. მეფლირტავებოდა. მას ჩემზე მეტად ჰქონდა შეტოპილი, მაგრამ ამას ვერ ვამჩნევდი, დილა-საღამოს ვმესიჯობდით... ერთხელაც ვუთხარი, აღარ მომწერო-მეთქი, ის კი მუქარაზე გადავიდა, თანხას თუ არ ჩამირიცხავ, ჩვენს მიმოწერას შენს ქმარს სოციალური ქსელის გვერდზე საჯაროდ გამოვუქვეყნებო. 1.000 ლარი ვისესხე და მივეცი. შემდეგ შემეშვა, ეტყობა, სხვა იპოვა, უფრო ფულიანი, მე კი მისგან მიღებული "განათლება" სხვასთან გამოვიყენე - ცოლიან კაცებს ვწერდი და შემდეგ ვაშანტაჟებდი... განაგრძეთ კითხვა

იმერეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა

ვინ იყო ქუთაისში სასტიკად მოკლული 30 წლის ქალი

როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში