პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დააკავეს
ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დააკავეს

სუს-მა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი გია თვა­ლა­ვა­ძე და­ა­კა­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ წუ­თებ­ში სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში გან­ცხა­დე­ბა კეთ­დე­ბა.

თვა­ლა­ვა­ძის და­კა­ვე­ბა სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის საქ­მეს უკავ­შირ­დე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის გარ­და სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა სა­ა­გენ­ტომ ასე­ვე ამა­ვე საქ­მე­ზე 5 პირი და­ა­კა­ვა.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ურე­ცეპ­ტოდ რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად 20 პი­რის, მათ შო­რის გია თვა­ლა­ვა­ძის მიერ მი­ღე­ბულ­მა შე­მო­სა­ვალ­მა სა­ერ­თო ჯამ­ში 4 094 709 ლარი შე­ად­გი­ნა.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ თბი­ლის­სა და გორ­ში მდე­ბა­რე 15 სა­აფ­თი­ა­ქო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უკონ­ტრო­ლოდ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია, თა­ვის მხრივ კი სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი გია თვა­ლა­ვა­ძე არ ახ­დენ­და შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას „ცხელ ხაზ­ზე“ შე­სულ შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი აფ­თი­ა­ქე­ბის მიერ სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი და სპე­ცი­ა­ლურ კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის რე­ცეპ­ტის გა­რე­შე რე­ა­ლი­ზა­ცი­ას.

იხი­ლეთ ვი­დეო: სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი სუს-ში

„სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ე.წ. „სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის“ სფე­რო­ში ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სსიპ სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი გია თვა­ლა­ვა­ძე და­ა­კა­ვეს. ასე­ვე, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან უკა­ნო­ნო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: ნინო კ, ქე­თე­ვან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნა­თე­ლა მ.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ თბი­ლის­სა და გორ­ში მდე­ბა­რე 15 სა­აფ­თი­ა­ქო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უკონ­ტრო­ლოდ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია. აღ­ნიშ­ნუ­ლი აფ­თი­ა­ქე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბი და ფაქ­ტობ­რი­ვი მფლო­ბე­ლე­ბი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, უკა­ნო­ნოდ ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას. კერ­ძოდ, უნე­ბარ­თვოდ და სა­ნე­ბარ­თვო პი­რო­ბე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვით, შე­სა­ბა­მი­სი რე­ცეპ­ტის გა­რე­შე ახ­დენ­დნენ ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი და სპე­ცი­ა­ლურ კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, რი­თაც დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სა­ვალს იღებ­დნენ.

თა­ვის მხრივ, სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი გია თვა­ლა­ვა­ძე ბო­რო­ტად იყე­ნებ­და თა­ვის სამ­სა­ხუ­რებ­რივ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, არ ახ­დენ­და შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას „ცხელ ხაზ­ზე“ შე­სულ შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი აფ­თი­ა­ქე­ბის მიერ სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი და სპე­ცი­ა­ლურ კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის რე­ცეპ­ტის გა­რე­შე რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, რა­მაც სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჯამ­ში პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცეს 20 პირი, რო­მელ­თა მიერ უკა­ნო­ნო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ურე­ცეპ­ტოდ რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბულ­მა შე­მო­სა­ვალ­მა სა­ერ­თო ჯამ­ში შე­ად­გი­ნა 4 094 709 ლარი.

გა­მო­ძი­ე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი უკა­ნო­ნო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და 192-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 3-დან 5 წლამ­დე ვა­დით).

გა­მო­ძი­ე­ბას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო აწარ­მო­ებს“, - ნათ­ქვა­მია სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დააკავეს

ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დააკავეს

სუს-მა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სამსახურში განცხადება კეთდება.

თვალავაძის დაკავება სააფთიაქო ნარკომანიის საქმეს უკავშირდება. სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის გარდა სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ასევე ამავე საქმეზე 5 პირი დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად 20 პირის, მათ შორის გია თვალავაძის მიერ მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში 4 094 709 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია, თავის მხრივ კი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას.

იხილეთ ვიდეო: საგანგებო ბრიფინგი სუს-ში

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს ბრძოლას სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აღნიშნული აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.

თავის მხრივ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცეს 20 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს