ავტორი:

აჭარა სოფლის ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს

აჭარა სოფლის ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს

5-6 ოქტომბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპინძლებს. ორი დღით, აჭარული სოფლები თავისი ტრადიციებითა და დამახასიათებელი თავისებურებებით ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ.

სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ - მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს. ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ბათუმში იქნება წარმოდგენილი.

სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანა“-ს მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაცია და წარმოჩენაა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება თემატური კუთხეები - ღვინის, რძის პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულის, ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების.

სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში: განდგანას ცეკვისა და კულინარიული მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, სოფლის ბოულინგი გოგრებით, შეშის დაჩეხვა, სინორისა და ბორანოს მომზადება. საინტერესოა ფესტივალის მუსიკალური პროგრამაც, რომელშიც ძირითადად, ადგილობრივი ფოლკლორული ბენდები ჩაერთვებიან. ფესტივალი წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს რეგიონის სტუმრებსა და ადგილობრივებში. ფესტივალი 2015 წლიდან, რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

2017 წლის ფესტივალი ვიდეო - https://www.youtube.com/watch?v=8YsU6M-kow0&t=1s

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ