პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატი - შეიძლება იყოს სიმსივნე, თვალის დამბლა... ვითხოვთ, ვანო მერაბიშვილს დამატებით გამოკვლევას
ადვოკატი - შეიძლება იყოს სიმსივნე, თვალის დამბლა... ვითხოვთ, ვანო მერაბიშვილს დამატებით გამოკვლევას

შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, რათა გა­მო­ი­რი­ცხოს ისე­თი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბის ვერ­სი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა სიმ­სივ­ნე და თვა­ლის დამ­ბლა.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ჩი­ვი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ დაც­ვის მხა­რის­თვის მი­წო­დე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ექი­მე­ბი სწავ­ლო­ბენ, რათა კონ­კრე­ტუ­ლად გა­ირ­კვეს, თუ რა და­ა­ვა­დე­ბა და­უდ­გინ­და მე­რა­ბიშ­ვილს. გი­ორ­გი ჩი­ვი­აშ­ვი­ლი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­მა­ტე­ბით გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე გა­დაყ­ვა­ნა­საც მო­ი­თხოვს.

„ამ დი­აგ­ნო­ზებს ჩვენ თვი­თო­ნაც ვერ ვი­გებთ, ყვე­ლა კი­თხვას ექი­მებ­მა უნდა უპა­სუ­ხონ. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ მო­ვი­თხოვთ და­მა­ტე­ბით კვლე­ვებს. თუ ეს არის დი­აგ­ნო­ზი, ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­დე­გი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. შე­დე­გი არ არის“, - გა­ნა­ცხა­და ჩი­ვი­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ვერ­სი­ას, ად­ვო­კა­ტის თქმით, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ეჭ­ვე­ბი მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის მკურ­ნა­ლო­ბამ შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო.

„ჩვენ არ ვამ­ტკი­ცებთ არა­ფერს. არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ვერ­სია და სა­ნამ სრულ­ყო­ფი­ლად არ იქ­ნე­ბა დად­გე­ნი­ლი ეს ვერ­სი­ე­ბი, ეჭ­ვე­ბი იარ­სე­ბებს. ჩვე­ნი ეჭ­ვე­ბი გა­ა­ჩი­ნა იმან, რომ 2 თვე­ზე მე­ტია ადა­მი­ანს მკურ­ნა­ლო­ბენ და იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს. აქ უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს ინ­ტოქ­სი­კა­ცი­აც, სიმ­სივ­ნეც და კი­დევ ბევ­რი რამ. ჰორ­ნე­რის და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს ფილ­ტვის კიბო, თა­ვის სიმ­სივ­ნე, ანუ ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა იყოს, რო­მე­ლიც უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს. გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მაგ­ნი­ტო­რე­ზო­ნან­სულ ტო­მოგ­რა­ფი­ა­ში არ ჩანს სიმ­სივ­ნე, შე­სა­ბა­მი­სად, შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა რამ, იგი­ვე თვა­ლის დამ­ბლა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჩი­ვი­აშ­ვილ­მა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი შს ყო­ფი­ლი მიბ­ნის­ტრის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის დას­მულ დი­აგ­ნოზს ასა­ჯა­რო­ვებს. რო­გორც უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მე­რა­ბიშ­ვილს ვა­ზო­მო­ტო­რუ­ლი რი­ნი­ტი; ჰორ­ნე­რის სინ­დრო­მი (მარ­ჯვნივ), ბლე­ფა­რო-კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტი და­უდ­გინ­და. ამას­თან სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს მსჯავ­რდე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბას, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძი­მე­ბუ­ლია.

იხი­ლეთ ვი­დეო: "შე­იძ­ლე­ბა იყოს სიმ­სივ­ნე, თვა­ლის დამ­ბლა" - ად­ვო­კა­ტი მე­რა­ბიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

ადვოკატი - შეიძლება იყოს სიმსივნე, თვალის დამბლა... ვითხოვთ, ვანო მერაბიშვილს დამატებით გამოკვლევას

ადვოკატი - შეიძლება იყოს სიმსივნე, თვალის დამბლა... ვითხოვთ, ვანო მერაბიშვილს დამატებით გამოკვლევას

შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებით, დამატებითი კვლევებია ჩასატარებელი, რათა გამოირიცხოს ისეთი მძიმე დაავადებების ვერსიები, როგორიცაა სიმსივნე და თვალის დამბლა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დაცვის მხარისთვის მიწოდებულ სამედიცინო დოკუმენტაციას ექიმები სწავლობენ, რათა კონკრეტულად გაირკვეს, თუ რა დაავადება დაუდგინდა მერაბიშვილს. გიორგი ჩივიაშვილი ვანო მერაბიშვილის დამატებით გამოკვლევებზე გადაყვანასაც მოითხოვს.

„ამ დიაგნოზებს ჩვენ თვითონაც ვერ ვიგებთ, ყველა კითხვას ექიმებმა უნდა უპასუხონ. ბუნებრივია, ჩვენ მოვითხოვთ დამატებით კვლევებს. თუ ეს არის დიაგნოზი, ორი თვის განმავლობაში შედეგი უნდა ყოფილიყო. შედეგი არ არის“, - განაცხადა ჩივიაშვილმა.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ინტოქსიკაციის ვერსიას, ადვოკატის თქმით, ამასთან დაკავშირებით ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც შს ყოფილი მინისტრის მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო.

„ჩვენ არ ვამტკიცებთ არაფერს. არსებობს უამრავი ვერსია და სანამ სრულყოფილად არ იქნება დადგენილი ეს ვერსიები, ეჭვები იარსებებს. ჩვენი ეჭვები გააჩინა იმან, რომ 2 თვეზე მეტია ადამიანს მკურნალობენ და იგივე მდგომარეობაშია. ამიტომ ყველაფერი უნდა გამოირიცხოს. აქ უნდა გამოირიცხოს ინტოქსიკაციაც, სიმსივნეც და კიდევ ბევრი რამ. ჰორნერის დაავადება შეიძლება იყოს ფილტვის კიბო, თავის სიმსივნე, ანუ ბევრი რამ შეიძლება იყოს, რომელიც უნდა გამოირიცხოს. გვეუბნებიან, რომ მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიაში არ ჩანს სიმსივნე, შესაბამისად, შეიძლება იყოს სხვა რამ, იგივე თვალის დამბლა“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური შს ყოფილი მიბნისტრის ვანო მერაბიშვილისთვის დასმულ დიაგნოზს ასაჯაროვებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მერაბიშვილს ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი დაუდგინდა. ამასთან სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებას, რომ მერაბიშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.

იხილეთ ვიდეო: "შეიძლება იყოს სიმსივნე, თვალის დამბლა" - ადვოკატი მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს