მსოფლიო
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასწაული ხდება... პარალიზებულია მთელი ტრასა" - ავტობანზე საგზაო სამუშაოების გამო, მძღოლები საათობით დგანან საცობში
"სასწაული ხდება... პარალიზებულია მთელი ტრასა" - ავტობანზე საგზაო სამუშაოების გამო, მძღოლები საათობით დგანან საცობში

თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვეთ­ზე მოძ­რა­ო­ბა შე­ფერ­ხე­ბუ­ლია. რო­გორც მგზავ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა ნა­ტახ­ტარ­თან და მცხე­თას­თან, სა­დაც მძღო­ლებს ერთ სა­ათ­ზე მეტი უწევთ სა­ცობ­ში დგო­მა.

მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა მცხე­თის ხიდ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­მა გა­მო­იწ­ვია. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 25-ე კმ-ზე არ­სე­ბულ ხიდ­ზე, ხი­დე­ბის მოვ­ლა-შე­ნახ­ვის ფარ­გლებ­ში სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რის გა­მოც ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე ცალ­ხმრი­ვად შე­ზღუ­დუ­ლია. მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი, 10-12 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დას­რულ­დე­ბა.

VIDEO: რა ხდე­ბა ნა­ტახ­ტარ­თან

ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი გიო გამ­ყრე­ლი­ძე წერს:

"ზუს­ტად 1 სა­ა­თია მცხე­თას­თან ავ­ტო­ბან­ზე სა­ცობ­ში ვდგა­ვარ. ჯიგ­რე­ბი ხიდ­ზე ას­ფალტს აგე­ბენ. კო­კის­პი­რულ წვი­მა­ში და კვი­რა სა­ღა­მოს, როცა ყვე­ლა­ზე დატ­ვირ­თუ­ლია გზა. ერთი მა­გათ ტვინ­ში ჩა­მა­ხე­და ან ვინ გეგ­მავს ამ სა­მუ­შა­ო­ებს ან ვინ ას­რუ­ლებს. სას­წა­უ­ლი ხდე­ბა. პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია მთე­ლი ტრა­სა. ვერც სას­წრა­ფო და­დის ვერ სა­ხან­ძრო" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. "ფე­ის­ბუქ­ზე" მგზავ­რე­ბი სა­ცო­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებ­საც ავ­რცე­ლე­ბენ და წე­რენ, რომ თით­ქმის ორი სა­ა­თი ან­დო­მე­ბენ მცი­რე მო­ნაკ­ვე­თის გავ­ლას.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე შექ­მნი­ლი შე­ფერ­ხე­ბის გამო გზა­ზე და­მა­ტე­ბი­თი ეკი­პა­ჟე­ბი არე­გუ­ლი­რე­ბენ მოძ­რა­ო­ბას.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

"სასწაული ხდება... პარალიზებულია მთელი ტრასა" - ავტობანზე საგზაო სამუშაოების გამო, მძღოლები საათობით დგანან საცობში

"სასწაული ხდება... პარალიზებულია მთელი ტრასა" - ავტობანზე საგზაო სამუშაოების გამო, მძღოლები საათობით დგანან საცობში

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია. როგორც მგზავრები ამბობენ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ნატახტართან და მცხეთასთან, სადაც მძღოლებს ერთ საათზე მეტი უწევთ საცობში დგომა.

მოძრაობის შეფერხება მცხეთის ხიდზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე არსებულ ხიდზე, ხიდების მოვლა-შენახვის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა, აღნიშნულ მონაკვეთზე ცალხმრივად შეზღუდულია. მიმდინარე სამუშაოები, 10-12 დღის განმავლობაში დასრულდება.

VIDEO: რა ხდება ნატახტართან

ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი გიო გამყრელიძე წერს:

"ზუსტად 1 საათია მცხეთასთან ავტობანზე საცობში ვდგავარ. ჯიგრები ხიდზე ასფალტს აგებენ. კოკისპირულ წვიმაში და კვირა საღამოს, როცა ყველაზე დატვირთულია გზა. ერთი მაგათ ტვინში ჩამახედა ან ვინ გეგმავს ამ სამუშაოებს ან ვინ ასრულებს. სასწაული ხდება. პარალიზებულია მთელი ტრასა. ვერც სასწრაფო დადის ვერ სახანძრო" - წერს ინტერნეტმომხმარებლები. "ფეისბუქზე" მგზავრები საცობის ამსახველ ფოტოებსაც ავრცელებენ და წერენ, რომ თითქმის ორი საათი ანდომებენ მცირე მონაკვეთის გავლას.

შსს-ს ინფორმაციით, საავტომობილო გზაზე შექმნილი შეფერხების გამო გზაზე დამატებითი ეკიპაჟები არეგულირებენ მოძრაობას.

"სახეზეა ქრონიკული დაავადებების გამწვავება" - როგორ აფასებს ლევან რატიანი კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას

ორშაბათიდან თბილისში 180 ახალი მიკროავტობუსი ივლის

კალაძე მძღოლებს მიმართავს: "თუ ზამთრის საბურავები არ გიყენიათ, თავი შეიკავეთ ქალაქში მოძრაობისგან"