სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაშინგტონი Green Card-ის გაცემის წესს ამკაცრებს - რას ითვალისწინებს ახალი პროექტი
ვაშინგტონი Green Card-ის გაცემის წესს ამკაცრებს - რას ითვალისწინებს ახალი პროექტი

აშშ-ის შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა შე­ი­მუ­შა­ვა კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლი­თაც „მწვა­ნე ბა­რა­თის“ მი­ღე­ბის წესი რთულ­დე­ბა. კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ბა­რა­თის გა­ცე­მა შე­ი­ზღუ­დე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რო­მელ­თაც მცი­რე შე­მო­სა­ვა­ლი აქვთ. კერ­ძოდ, და­გეგ­მი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის თა­ნახ­მად, ე.წ. მწვა­ნე ბა­რათს ვერ მი­ი­ღე­ბენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. თეთრ სახ­ლში თვლი­ან, რომ ცვლი­ლე­ბა ამე­რი­კა­ში შეს­ვლის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბას შე­ამ­ცი­რებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა „პო­ლი­ტი­კო“ ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, Green Card-ის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი ვერ მი­ი­ღე­ბენ უფა­სო საკ­ვებს, უმუ­შევ­რო­ბის შემ­წე­ო­ბას და უფა­სო მე­დი­კა­მენ­ტებს. კრი­ტი­კის საგ­ნად რჩე­ბა ბავ­შვე­ბის შემ­წე­ო­ბის სა­კი­თხი. კრი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გამ­კაც­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცია მიგ­რანტ ბავ­შვებს ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბი­სა და კვე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვებს.

ამე­რი­კის შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის კირსტენ ნილ­სე­ნის თქმით, კა­ნონპ­რო­ექ­ტი აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმი­სათ­ვის, რომ ამე­რი­კა­ში ჩა­სულ­მა მიგ­რან­ტებ­მა ამე­რი­კე­ლი გა­დამ­ხდე­ლე­ბის ხარ­ჯზე არ იცხოვ­რონ.

მწვა­ნე ბა­რა­თი, ანუ Green Card, აშშ-ს სა­ე­მიგ­რა­ციო სტა­ტუ­სის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ბა­რა­თის არა­ფორ­მა­ლუ­რი სა­ხე­ლია. ამ სტა­ტუსს აშშ-ს მუდ­მი­ვი რე­ზი­დენ­ტი – Permanent Resident ეწო­დე­ბა და მფლო­ბელს უფ­ლე­ბას აძ­ლევს, ლე­გა­ლუ­რად იცხოვ­როს და იმუ­შა­ოს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ისარ­გებ­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვით, მი­ი­ღოს კრე­დი­ტი შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბე­ბით და ჰქონ­დეს აშშ-ს სო­ცი­ა­ლუ­რი და­ზღვე­ვის ნო­მე­რი (Social Security Number). გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ვაშინგტონი Green Card-ის გაცემის წესს ამკაცრებს - რას ითვალისწინებს ახალი პროექტი

ვაშინგტონი Green Card-ის გაცემის წესს ამკაცრებს - რას ითვალისწინებს ახალი პროექტი

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომლითაც „მწვანე ბარათის“ მიღების წესი რთულდება. კანონპროექტის მიხედვით, ბარათის გაცემა შეიზღუდება იმ ადამიანებზე, რომელთაც მცირე შემოსავალი აქვთ. კერძოდ, დაგეგმილი რეგულაციის თანახმად, ე.წ. მწვანე ბარათს ვერ მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში სოციალური შეღავათებით სარგებლობენ. თეთრ სახლში თვლიან, რომ ცვლილება ამერიკაში შესვლის მსურველთა რაოდენობას შეამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, Green Card-ის მიღების მსურველები ვერ მიიღებენ უფასო საკვებს, უმუშევრობის შემწეობას და უფასო მედიკამენტებს. კრიტიკის საგნად რჩება ბავშვების შემწეობის საკითხი. კრიტიკოსები ამბობენ, რომ გამკაცრებული რეგულაცია მიგრანტ ბავშვებს ფაქტობრივად, სამედიცინო დახმარებისა და კვების გარეშე დატოვებს.

ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის კირსტენ ნილსენის თქმით, კანონპროექტი აუცილებელია იმისათვის, რომ ამერიკაში ჩასულმა მიგრანტებმა ამერიკელი გადამხდელების ხარჯზე არ იცხოვრონ.

მწვანე ბარათი, ანუ Green Card, აშშ-ს საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ამ სტატუსს აშშ-ს მუდმივი რეზიდენტი – Permanent Resident ეწოდება და მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი (Social Security Number). განაგრძეთ კითხვა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე