ავტორი:

ტრამპის ადვოკატი - "არ ვიცი როდის დავამხობთ ირანის რეჟიმს. ეს შეიძლება მოხდეს რამდენიმე დღეში..."

ტრამპის ადვოკატი - "არ ვიცი როდის დავამხობთ ირანის რეჟიმს. ეს შეიძლება მოხდეს რამდენიმე დღეში..."

აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატმა და ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა რუდოლფ ჯულიანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ თეირანისთვის დაწესებული სანქციები მუშაობს და საბოლოო ჯამში ირანში რევოლუციას გამოიწვევს.

ირანულ-ამერიკული საზოგადოებების ორგანიზაციის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ამ რევოლუციის შედეგი ირანის რეჟიმის დამხობა გახდება. „არ ვიცი როდის დავამხობთ ირანის რეჟიმს. ეს შეიძლება მოხდეს რამდენიმე დღეში, რამდენიმე თვეში ან რამდენიმე წელიწადში. თუმცა, ეს მოხდება“, - განაცხადა რუდოლფ ჯულიანმა.

მისივე თქმით, ირანელმა ხალხმა საკმარისი გადაიტანა. „ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციები მუშაობს, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ირანში ეკონომიკურ სიტუაციაზე, ხოლო ამგვარი პირობები კი წარმატებულ რევოლუციას გამოიწვევს“, - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ რუდოლფ ჯულიანი აღნიშნულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა, როგორც კერძო პირი, თუმცა, ის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე