Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი ჯანდაცვის სამინისტროში?! - რატომ სწავლობს სუს-ი C ჰეპატიტის პროგრამას
სკანდალი ჯანდაცვის სამინისტროში?! - რატომ სწავლობს სუს-ი C ჰეპატიტის პროგრამას

C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა, შე­საძ­ლოა, ჯან­დაც­ვის უწყე­ბა­ში დიდი სკან­და­ლის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს - პროგ­რა­მას ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო სწავ­ლობს. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ამ სა­კი­თხით მას შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და, რაც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ მკურ­ნა­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ჩა­მო­წე­რა. საქ­მე ეხე­ბა ექ­ვსი ათას კო­ლოფ "ჰარ­ვო­ნის", რომ­ლის ერთი კო­ლო­ფის ფასი 25 ათა­სი აშშ დო­ლა­რით იწყე­ბა. მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია მას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჩუქ­რად უგ­ზავ­ნის.

ეს პროგ­რა­მა "ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის" მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო ქვე­ყა­ნა­ში Cჰე­პა­ტი­ტით და­ა­ვა­დე­ბულ­თა დიდი რა­ო­დე­ნო­ბი­სა (და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის შე­ფა­სე­ბით, ვირუ­სი აქვს მო­სახ­ლე­ო­ბის 7.7%-ს) და ქვეყ­ნის მას­შტა­ბის გამო შე­ირ­ჩა - პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტი შე­და­რე­ბით მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით იყო სა­ჭი­რო. მე­ო­რე მხრივ, მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის­თვი­საც და "ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვი­საც" მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­დე­გი - C ჰე­პა­ტი­ტით და­ა­ვა­დე­ბულ­თა გან­კურ­ნე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი იქ­ნე­ბო­და. სწო­რედ ამი­ტომ ამე­რი­კულ­მა ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნია Gilead-მა გა­ნა­ცხა­და თან­ხმო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ე­ცა C ჰე­პა­ტი­ტის ახა­ლი თა­ო­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. ამ­ჟა­მად, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლია 50 000-ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი. მათ­გან 44 000-ზე მეტ­მა მკურ­ნა­ლო­ბა უკვე და­ას­რუ­ლა, მათი გან­კურ­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 98.2%-ია.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია

უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ სა­კი­თხის შეს­წავ­ლა მას შემ­დეგ და­ი­წყეს, რაც ჯან­დაც­ვის უწყე­ბამ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურს ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი წამ­ლე­ბის ჩა­მო­წე­რა სთხო­ვა. სა­კი­თხის მოკ­ვლე­ვა ერ­თდრო­უ­ლად ორმა უწყე­ბამ და­ი­წყო. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მოკ­ვლე­ვას შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი ატა­რებს. პა­რა­ლე­ლუ­რად გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა სა­ა­გენ­ტო­მაც.

სუს-ის გან­ცხა­დე­ბით, კი­თხვე­ბი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის პრო­ცეს­ში შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს.ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი­საა და საქ­მე ეხე­ბა იმ მე­დი­კა­მენ­ტებს, რომ­ლებ­საც პა­ცი­ენ­ტე­ბის სიმ­ცი­რის გამო ვადა გა­უ­ვი­და.

"გა­მო­ძი­ე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში არის და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცია. ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მახ­სოვს, კონ­ტრო­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო. ეს მუდ­მი­ვად არის, მათ შო­რის - ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის," - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

სკანდალი ჯანდაცვის სამინისტროში?! - რატომ სწავლობს სუს-ი C ჰეპატიტის პროგრამას

სკანდალი ჯანდაცვის სამინისტროში?! - რატომ სწავლობს სუს-ი C ჰეპატიტის პროგრამას

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, შესაძლოა, ჯანდაცვის უწყებაში დიდი სკანდალის საფუძველი გახდეს - პროგრამას ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ მკურნალობისთვის საჭირო ძვირად ღირებული მედიკამენტები ჩამოწერა. საქმე ეხება ექვსი ათას კოლოფ "ჰარვონის", რომლის ერთი კოლოფის ფასი 25 ათასი აშშ დოლარით იწყება. მწარმოებელი კომპანია მას საქართველოს საჩუქრად უგზავნის.

ეს პროგრამა "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველო ქვეყანაში Cჰეპატიტით დაავადებულთა დიდი რაოდენობისა (დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, ვირუსი აქვს მოსახლეობის 7.7%-ს) და ქვეყნის მასშტაბის გამო შეირჩა - პატარა ქვეყნისთვის ძვირად ღირებული პრეპარატი შედარებით მცირე რაოდენობით იყო საჭირო. მეორე მხრივ, მწარმოებელი კომპანიისთვისაც და "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვისაც" მნიშვნელოვანია შედეგი - C ჰეპატიტით დაავადებულთა განკურნება მთელი მსოფლიოსთვის საუკეთესო მაგალითი იქნებოდა. სწორედ ამიტომ ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა განაცხადა თანხმობა, რომ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადაეცა C ჰეპატიტის ახალი თაობის მედიკამენტები. ამჟამად, ოფიციალური მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 50 000-ზე მეტი პაციენტი. მათგან 44 000-ზე მეტმა მკურნალობა უკვე დაასრულა, მათი განკურნების მაჩვენებელი 98.2%-ია.

ოფიციალური ვერსია

უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საკითხის შესწავლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ჯანდაცვის უწყებამ შემოსავლების სამსახურს ძვირად ღირებული წამლების ჩამოწერა სთხოვა. საკითხის მოკვლევა ერთდროულად ორმა უწყებამ დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროში მოკვლევას შემოსავლების სამსახური ატარებს. პარალელურად გამოძიება დაიწყო სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომაც.

სუს-ის განცხადებით, კითხვები მედიკამენტების განაწილების პროცესში შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებითაც შეიძლება არსებობდეს.ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, გამოძიება პრევენციული ხასიათისაა და საქმე ეხება იმ მედიკამენტებს, რომლებსაც პაციენტების სიმცირის გამო ვადა გაუვიდა.

"გამოძიება ამ შემთხვევაში არის დანაშაულის პრევენცია. ექვსი წლის განმავლობაში არ მახსოვს, კონტროლი არ ყოფილიყო. ეს მუდმივად არის, მათ შორის - ანტიკორუფციული სამსახურის," - განაცხადა დავით სერგეენკომ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები