პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავუმარტივოთ ბავშვს ბაღში წასვლა
როგორ გავუმარტივოთ ბავშვს ბაღში წასვლა

ეჭვგა­რე­შეა, რომ სა­ბავ­შვო ბაღ­ში მის­ვლა ახა­ლი ეტა­პია მის ცხოვ­რე­ბა­შიც და მისი მშობ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­შიც. ამას ორი­ვე მხრი­დან ახ­ლავს ბევ­რი სტრე­სი და ღელ­ვა. რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ, რომ ბავ­შვის სა­ბავ­შვო ბაღ­ში მის­ვლა ოჯა­ხუ­რი მას­შტა­ბის ტრა­გე­დი­ად არ იქ­ცეს? სხვა ბავ­შვე­ბის გვერ­დით აღ­ზრდა პა­ტა­რას და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და ყუ­რა­დღე­ბას გა­მო­უ­მუ­შა­ვებს. გარ­და ამი­სა, თა­ვი­დან­ვე მი­ეჩ­ვე­ვა და ად­ვი­ლად გა­მო­ნა­ხავს ხოლ­მე სა­ერ­თო ენას თა­ნა­ტო­ლებ­თან. თუმ­ცა რო­გორც წესი, ამ ეტაპს თან სდევს ბევ­რი სტრე­სი - დე­დას­თან და­შო­რე­ბის, უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მო­ში მოხ­ვედ­რის, კო­ლექ­ტი­უ­რად ცხოვ­რე­ბის წა­მო­წყე­ბის გამო. მით უმე­ტეს, თუ მას ბა­ღის­თვის წი­ნას­წარ არ მო­ამ­ზა­დებთ და უცებ აღ­მოჩ­ნდე­ბა ამ ახალ და მის­თვის უცხო სივ­რცე­ში.

სტრე­სე­ბი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ხოლ­მე - ფრჩხი­ლე­ბის კვნე­ტით, ენის ბორ­ძი­კით, ღა­მის ში­შე­ბით, აქამ­დე მის­თვის უჩ­ვე­უ­ლო ის­ტე­რი­კე­ბით. დედა კარ­გად უნდა და­აკ­ვირ­დეს შვი­ლის რე­აქ­ცი­ებს, და­ეხ­მა­როს მას სტრე­სებ­თან ბრძო­ლა­ში, ხოლო თუ ეს სტრე­სე­ბი და ემო­ცი­ე­ბი მე­ტის­მე­ტად რთუ­ლია და მის ფსი­ქი­კა­ზე და­მან­გრევ­ლად აი­სა­ხე­ბა, სა­ერ­თო­დაც უარი თქვას ამ ეტაპ­ზე მის ბაღ­ში ტა­რე­ბა­ზე.

რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ბავ­შვის ბაღ­ში მიყ­ვა­ნამ­დე: სა­ნამ სა­ბავ­შვო ბაღ­ში შე­იყ­ვანთ, მა­ნამ­დე კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დღის რე­ჟიმს გა­ეც­ნო­ბით, გე­ცო­დი­ნე­ბათ, რა პი­რო­ბებ­თან მო­უ­წევს შე­გუ­ე­ბა პა­ტა­რას, რას მო­ი­თხო­ვენ მის­გან და რით და­კავ­დე­ბა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. შემ­დეგ ამის შე­სა­ხებ თა­ვად ბავ­შვს უამ­ბეთ, ოღონდ, რა თქმა უნდა, პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბით. მო­ი­გო­ნეთ ამ­ბა­ვი, მა­გა­ლი­თად, რო­გორ წა­ვი­და პა­ტა­რა ბა­ჭია ბაღ­ში, გა­ი­თა­მა­შეთ სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, ვი­თომ ბაღ­ში ხართ და ა.შ. მას­თან ერ­თად თქვენც უნდა გა­და­ლა­ხოთ ეს ეტა­პი, თა­მაშ-თა­მა­შით და არა მუ­ქა­რი­თა თუ ძალ­და­ტა­ნე­ბით, რომ მის­თვის ტან­ჯვად არ იქ­ცეს ბაღ­ში სი­ა­რუ­ლი.ბაღ­ში სი­ა­რუ­ლის და­წყე­ბი­დან ორ-სამ კვი­რა­ში უკვე მიხ­ვდე­ბით, არის თუ არა თქვე­ნი შვი­ლი მზად ამ სი­ახ­ლის­თვის. თუ ეს დრო არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი ახალ გა­რე­მო­ში მის გა­სა­ში­ნა­უ­რებ­ლად და შე­სა­გუ­ებ­ლად, ეცა­დეთ, ტაქ­ტი­კა შეც­ვა­ლოთ, ნურც ფსი­ქო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის მო­გე­რი­დე­ბათ და ნურც პე­დი­ატრთან. ისე გა­და­წყვი­ტეთ, რო­გორც ბავ­შვის­თვის იქ­ნე­ბა უკე­თე­სი და არა ვინ­მე სხვის­თვის. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

როგორ გავუმარტივოთ ბავშვს ბაღში წასვლა

როგორ გავუმარტივოთ ბავშვს ბაღში წასვლა

ეჭვგარეშეა, რომ საბავშვო ბაღში მისვლა ახალი ეტაპია მის ცხოვრებაშიც და მისი მშობლების ცხოვრებაშიც. ამას ორივე მხრიდან ახლავს ბევრი სტრესი და ღელვა. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ბავშვის საბავშვო ბაღში მისვლა ოჯახური მასშტაბის ტრაგედიად არ იქცეს? სხვა ბავშვების გვერდით აღზრდა პატარას დამოუკიდებლობასა და ყურადღებას გამოუმუშავებს. გარდა ამისა, თავიდანვე მიეჩვევა და ადვილად გამონახავს ხოლმე საერთო ენას თანატოლებთან. თუმცა როგორც წესი, ამ ეტაპს თან სდევს ბევრი სტრესი - დედასთან დაშორების, უცხო ადამიანების გარემოში მოხვედრის, კოლექტიურად ცხოვრების წამოწყების გამო. მით უმეტეს, თუ მას ბაღისთვის წინასწარ არ მოამზადებთ და უცებ აღმოჩნდება ამ ახალ და მისთვის უცხო სივრცეში.

სტრესები სხვადასხვანაირად გამოიხატება ხოლმე - ფრჩხილების კვნეტით, ენის ბორძიკით, ღამის შიშებით, აქამდე მისთვის უჩვეულო ისტერიკებით. დედა კარგად უნდა დააკვირდეს შვილის რეაქციებს, დაეხმაროს მას სტრესებთან ბრძოლაში, ხოლო თუ ეს სტრესები და ემოციები მეტისმეტად რთულია და მის ფსიქიკაზე დამანგრევლად აისახება, საერთოდაც უარი თქვას ამ ეტაპზე მის ბაღში ტარებაზე.

რა უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის ბაღში მიყვანამდე: სანამ საბავშვო ბაღში შეიყვანთ, მანამდე კარგი იქნება, თუ დაწესებულების დღის რეჟიმს გაეცნობით, გეცოდინებათ, რა პირობებთან მოუწევს შეგუება პატარას, რას მოითხოვენ მისგან და რით დაკავდება დღის განმავლობაში. შემდეგ ამის შესახებ თავად ბავშვს უამბეთ, ოღონდ, რა თქმა უნდა, პოზიტიური განწყობით. მოიგონეთ ამბავი, მაგალითად, როგორ წავიდა პატარა ბაჭია ბაღში, გაითამაშეთ სიტუაციები, ვითომ ბაღში ხართ და ა.შ. მასთან ერთად თქვენც უნდა გადალახოთ ეს ეტაპი, თამაშ-თამაშით და არა მუქარითა თუ ძალდატანებით, რომ მისთვის ტანჯვად არ იქცეს ბაღში სიარული.ბაღში სიარულის დაწყებიდან ორ-სამ კვირაში უკვე მიხვდებით, არის თუ არა თქვენი შვილი მზად ამ სიახლისთვის. თუ ეს დრო არ აღმოჩნდა საკმარისი ახალ გარემოში მის გასაშინაურებლად და შესაგუებლად, ეცადეთ, ტაქტიკა შეცვალოთ, ნურც ფსიქოლოგთან კონსულტაციის მოგერიდებათ და ნურც პედიატრთან. ისე გადაწყვიტეთ, როგორც ბავშვისთვის იქნება უკეთესი და არა ვინმე სხვისთვის. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი