საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ უბედური ადამიანების სახეები მთელი ცხოვრება გამყვება" - ბაბუშერაში ჩამოგდებული თვითმფრინავის ისტორია და "საბედისწერო რეისის" მგზავრები
"იმ უბედური ადამიანების სახეები მთელი ცხოვრება გამყვება" - ბაბუშერაში ჩამოგდებული თვითმფრინავის ისტორია და "საბედისწერო რეისის" მგზავრები

25 წლის წინ, 1993 წლის 22 სექ­ტემ­ბერს ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტში და­საჯ­დო­მად დაშ­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ლა­ი­ნერ Ту-154Б-ს აფხა­ზუ­რი კა­ტარ­ღი­დან სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტა ეს­რო­ლეს... მფრი­ნავ­მა ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვის აე­რო­პორ­ტამ­დე მიყ­ვა­ნა შეძ­ლო, მაგ­რამ მი­წა­ზე დაშ­ვე­ბი­სას იგი ძირს და­ე­ნარ­ცხა და შუ­ა­ზე გა­ი­პო.

თვითმფრი­ნავ­ში 120 მგზავ­რი და ეკი­პა­ჟის 12 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. მათ­გან ცო­ცხა­ლი მხო­ლოდ 16 გა­დარ­ჩა. და­ღუ­პუ­ლებს შო­რის უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და მო­ხა­ლი­სე­ე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წლის წინ "წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის" დახ­მა­რე­ბით, ბა­ბუ­შე­რას სა­მარ­ხის გახ­სნის შემ­დეგ, 104 ნეშ­ტის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­და და ისი­ნი დიღ­მის ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე არი­ან დაკ­რძა­ლუ­ლი.

ლალი, ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლი მე­ომ­რის დედა:

- რო­დე­საც ბი­ჭე­ბი აე­რო­პორ­ტში შეკ­რე­ბი­ლან, უკვე სცოდ­ნი­ათ, რომ სო­ხუმ­ში თვითმფრი­ნავს მშვი­დო­ბი­ა­ნად დაფ­რე­ნის შან­სი თით­ქმის არ ჰქონ­და, თუმ­ცა მა­ინც გა­რის­კეს... არა­და, ბოლო წას­ვლის წინ ვუ­საყ­ვე­დუ­რე, რა­ტომ აკე­თებ ამას, ცოლ-შვილს ვის უტო­ვებ-მეთ­ქი? ნუ მე­უბ­ნე­ბი, დე, ხომ ხე­დავ, სო­ხუ­მი იკარ­გე­ბა, ახლა ბი­ჭებს და საქ­მეს ვერ ვუ­ღა­ლა­ტებ, ვერ მი­ვა­ტო­ვე­ბო... ამა­სო­ბა­ში ბი­ჭე­ბი აე­რო­პორ­ტში გა­პა­რუ­ლან, არ უნ­დო­დათ, ჩემი შვი­ლი წა­სუ­ლი­ყო, თა­ვის ცოლ-შვილს მი­ხე­დო­სო, მაგ­რამ ის გა­ე­კი­და და და­ე­წია. რო­გორც გული უგ­რძნობ­დათ, ზუს­ტად ისე მოხ­და – სო­ხუ­მამ­დე მარ­თლაც ვერ ჩა­ვიდ­ნენ... წა­ვიდ­ნენ და წა­ვიდ­ნენ...… იმ თვითმფრი­ნავ­ში და­იწ­ვნენ და მე ჩემი და სხვი­სი შვი­ლე­ბის მო­ურ­ჩე­ნე­ლი ტკი­ვი­ლი და­მაქვს...

ნანა გუ­ლია, სო­ხუ­მე­ლი მო­ქა­ლა­ქე:

- მე­უღ­ლის ზარს ვე­ლო­დე­ბო­დი. ის ბი­ჭებ­თან ერ­თად იყო ომში. ბოლო წუ­თამ­დე ორ შვილ­თან ერ­თად ვი­ჯე­ქი და სახ­ლში ტე­ლე­ფონს ვყა­რა­უ­ლობ­დი. შემ­დეგ მე­ზო­ბელ­მა მო­მი­კა­კუ­ნა, მთე­ლი კორ­პუ­სი დაც­ლი­ლია, თავს ვუშ­ვე­ლო­თო... რაც გვეც­ვა, იმით გა­მო­ვე­დით სახ­ლი­დან. ყვე­ლა აე­რო­პორ­ტის­კენ გარ­ბო­და. გზა­ში ვი­ღა­ცამ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა გაგ­ვი­ჩე­რა... გვი­თხრა, მარ­ტო დედა-შვი­ლე­ბი ამო­ვიდ­ნე­ნო, მაგ­რამ ჩემს მე­ზო­ბელს მარ­ტოს ვერ დავ­ტო­ვებ­დი. ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორტთან რომ მი­ვე­დი, ასო­ბით ადა­მი­ა­ნი ირე­ო­და. ისე­თე­ბიც, ვინც ჩვენ­სა­ვით ოჯა­ხის წევ­რს ელოდ­ნენ. ვნა­ხეთ, რო­გორ შეფ­რინ­და თვითმფრი­ნა­ვი... უეც­რად მას ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა, ამოტ­რი­ალ­და და ასაფ­რენ ბი­ლიკ­ზე ისე­თი ძა­ლით და­ე­ნარ­ცხა, რომ შუ­ა­ზე გა­იხ­ლი­ჩა... სა­ში­ნე­ლი ხმა ჰქონ­და... ეს იყო ტრა­გე­დია...

ვახ­ტანგ ყოლ­ბა­ია, აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი:

- თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წყვე­ტი­ლი იყო, სო­ხუ­მი იც­ლე­ბო­და... თუმ­ცა, რა­ღა­ცის იმე­დი მა­ინც გვქონ­და. ბა­ტონ­მა ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვამ მე და გია გვა­ზა­ვა აე­რო­პორ­ტს მიგ­ვა­მაგ­რა, მუდ­მი­ვად იქ გვი­წევ­და ყოფ­ნა, იქა­უ­რო­ბას ვმეთ­ვალ­ყუ­რე­ობ­დით... მას­თან მუდ­მი­ვი კავ­ში­რი მქონ­და. მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ თბი­ლი­სი­დან თვითმფრი­ნა­ვი უნდა ჩა­მოფ­რე­ნი­ლი­ყო, რო­მელ­საც ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თი უნდა ჩა­მო­ე­ტა­ნა. ის იყო, გა­მოჩ­ნდა და ასაფ­რე­ნი ბი­ლი­კის­კენ და­ვი­ძა­რით, მაგ­რამ და­ეშ­ვა თუ არა, უცებ ამოტ­რი­ალ­და და ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა... უცებ ვერ მივ­ხვდით რა მოხ­და, შემ­დეგ გა­ვი­გეთ, რომ ხალ­ხით სავ­სე თვითმფრი­ნავს ოჩამ­ჩი­რის მი­და­მო­ებ­ში ეს­რო­ლეს. პი­ლოტ­მა სო­ხუ­მამ­დე მი­აღ­წია, მაგ­რამ დაშ­ვე­ბა ვერ შეძ­ლო... და­ღუ­პუ­ლებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი მურ­თაზ ჩაკ­ვე­ტა­ძეც იყო.

პირ­ვე­ლი შო­კის შემ­დეგ დამ­წვა­რი თვითმფრი­ნა­ვი­დან ცხედ­რე­ბის გა­მო­ტა­ნა და­ვი­წყეთ. პა­პა­ნა­ქე­ბა იყო და და­ღუ­პუ­ლე­ბი მი­წის­თვის უნდა მიგ­ვე­ბა­რე­ბი­ნა... ჩვენ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნა­უ­ლი ჯი­ქია და აფხა­ზე­თის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ან­ზორ ლა­ცუზ­ბა­ია...

თავ­და­პირ­ვე­ლად, ბა­ბუ­შე­რას სა­საფ­ლა­ო­ზე შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით საფ­ლა­ვის გა­თხრა და­ვი­წყეთ, შემ­დეგ გულ­რიფ­შის გამ­გე­ბელ­მა ექ­სკა­ვა­ტო­რი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა, რად­გან ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის დაკ­რძალ­ვა ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.… გარ­დაც­ვლი­ლე­ბი პირ­და­პირ მი­წა­ზე რომ არ დაგ­ვეწ­ვი­ნა, ნა­უ­ლიმ ხის ტო­ტე­ბი მოჭ­რა და ის და­ვა­ფი­ნეთ...

იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ან­ზო­რი ახ­დენ­და, ფი­ზი­კურ აღ­ნა­გო­ბა­სა და სხვა მო­ნა­ცე­მებს ინიშ­ნავ­და. რამ­დე­ნი­მე მე­ო­მარს ჟე­ტო­ნიც ჰქონ­და... ვცდი­ლობ­დით, და­ღუ­პუ­ლე­ბი ისე დაგ­ვეკ­რძა­ლა, რომ აფხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ად­ვი­ლად ამოგ­ვეც­ნო...

იმ სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლებს შო­რის ერ­თა­დერ­თი ქა­ლია - ქე­თე­ვან მჭედ­ლი­ძე, რო­მე­ლიც მა­შინ 28 წლის იყო. აფხა­ზეთ­ში ომის და­წყე­ბი­სას რუ­სეთ­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის მი­მართ გულ­გრი­ლი ვერ დარ­ჩა და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და.

ქე­თე­ვან მჭედ­ლი­ძე, გა­დარ­ჩე­ნი­ლი მგზავ­რი:

- ილუ­მი­ნა­ტო­რი­დან, ჩვენს ქვე­მოთ, ზღვა­ში გემი შევ­ნიშ­ნე, რო­მე­ლიც უცებ გა­ნათ­და, რა­საც თვითმფრი­ნა­ვის შე­ზან­ზა­რე­ბა მოჰ­ყვა... შე­მე­შინ­და და ვი­კი­თხე კი­დეც, რა მოხ­და-მეთ­ქი, არა­ფე­რია, მალე და­ვეშ­ვე­ბი­თო – და­მამ­შვი­დეს... მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ გვეს­რო­ლეს. მფრი­ნავ­მა მო­ა­ხერ­ხა და თვითმფრი­ნა­ვი აე­რო­პორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ მი­წა­ზე და­ვე­ნარ­ცხეთ და თვითმფრი­ნა­ვი შუ­ა­ზე გა­ი­პო... კი­დევ კარ­გი, დღე იყო, თო­რემ ეს ყვე­ლა­ფე­რი ღამე რომ მომ­ხდა­რი­ყო, თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვენც ვერ გა­დავ­რჩე­ბო­დით...

მე პირ­ველ ნა­წილ­ში ვი­ჯე­ქი. ყვე­ლა­ფე­რი ცე­ცხლში იყო გახ­ვე­უ­ლი. ეს იყო კოშ­მა­რი... არც კი მახ­სოვს, გა­დარ­ჩე­ნა რო­დის გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, იმ­დე­ნად შეძ­რუ­ლი ვი­ყა­ვი. ეს კოშ­მა­რი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვე­ბა – ის ხმა და იმ უბე­დუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ე­ბი, ვინც რამ­დე­ნი­მე წა­მის წინ მამ­შვი­დებ­დნენ - ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე­აო...

ალექ­სან­დრე ნა­დი­ბა­ი­ძე, გა­დარ­ჩე­ნი­ლი მგზავ­რი:

- პი­ლო­ტებ­თან ვი­ჯე­ქი კა­ბი­ნა­ში, რო­დე­საც თვითმფრი­ნავს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. მფრი­ნა­ვი გა­მოც­დი­ლი იყო, მარ­თლა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნად დაშ­ვე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ბო­ლოს რო­დე­საც მიხ­ვდა, რომ შან­სი აღარ არ­სე­ბობ­და, მინა ჩა­ამ­სხვრია და იქი­დან გად­მოვ­ხტით... ასე სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დავ­რჩით.

კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც 1993 წლის 22 სექ­ტემ­ბრის ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ არის გა­და­ღე­ბუ­ლი

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"იმ უბედური ადამიანების სახეები მთელი ცხოვრება გამყვება" - ბაბუშერაში ჩამოგდებული თვითმფრინავის ისტორია და "საბედისწერო რეისის" მგზავრები

"იმ უბედური ადამიანების სახეები მთელი ცხოვრება გამყვება" - ბაბუშერაში ჩამოგდებული თვითმფრინავის ისტორია და "საბედისწერო რეისის" მგზავრები

25 წლის წინ, 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას აეროპორტში დასაჯდომად დაშვებულ სამოქალაქო ავიალაინერ Ту-154Б-ს აფხაზური კატარღიდან საზენიტო რაკეტა ესროლეს... მფრინავმა ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავის აეროპორტამდე მიყვანა შეძლო, მაგრამ მიწაზე დაშვებისას იგი ძირს დაენარცხა და შუაზე გაიპო.

თვითმფრინავში 120 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. მათგან ცოცხალი მხოლოდ 16 გადარჩა. დაღუპულებს შორის უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები და მოხალისეები იყვნენ, რომლებიც წლების განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ, თუმცა რამდენიმე წლის წინ "წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის" დახმარებით, ბაბუშერას სამარხის გახსნის შემდეგ, 104 ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა და ისინი დიღმის ძმათა სასაფლაოზე არიან დაკრძალული.

ლალი, ერთ-ერთი დაღუპული მეომრის დედა:

- როდესაც ბიჭები აეროპორტში შეკრებილან, უკვე სცოდნიათ, რომ სოხუმში თვითმფრინავს მშვიდობიანად დაფრენის შანსი თითქმის არ ჰქონდა, თუმცა მაინც გარისკეს... არადა, ბოლო წასვლის წინ ვუსაყვედურე, რატომ აკეთებ ამას, ცოლ-შვილს ვის უტოვებ-მეთქი? ნუ მეუბნები, დე, ხომ ხედავ, სოხუმი იკარგება, ახლა ბიჭებს და საქმეს ვერ ვუღალატებ, ვერ მივატოვებო... ამასობაში ბიჭები აეროპორტში გაპარულან, არ უნდოდათ, ჩემი შვილი წასულიყო, თავის ცოლ-შვილს მიხედოსო, მაგრამ ის გაეკიდა და დაეწია. როგორც გული უგრძნობდათ, ზუსტად ისე მოხდა – სოხუმამდე მართლაც ვერ ჩავიდნენ... წავიდნენ და წავიდნენ...… იმ თვითმფრინავში დაიწვნენ და მე ჩემი და სხვისი შვილების მოურჩენელი ტკივილი დამაქვს...

ნანა გულია, სოხუმელი მოქალაქე:

- მეუღლის ზარს ველოდებოდი. ის ბიჭებთან ერთად იყო ომში. ბოლო წუთამდე ორ შვილთან ერთად ვიჯექი და სახლში ტელეფონს ვყარაულობდი. შემდეგ მეზობელმა მომიკაკუნა, მთელი კორპუსი დაცლილია, თავს ვუშველოთო... რაც გვეცვა, იმით გამოვედით სახლიდან. ყველა აეროპორტისკენ გარბოდა. გზაში ვიღაცამ სატვირთო მანქანა გაგვიჩერა... გვითხრა, მარტო დედა-შვილები ამოვიდნენო, მაგრამ ჩემს მეზობელს მარტოს ვერ დავტოვებდი. ბაბუშერას აეროპორტთან რომ მივედი, ასობით ადამიანი ირეოდა. ისეთებიც, ვინც ჩვენსავით ოჯახის წევრს ელოდნენ. ვნახეთ, როგორ შეფრინდა თვითმფრინავი... უეცრად მას ცეცხლი გაუჩნდა, ამოტრიალდა და ასაფრენ ბილიკზე ისეთი ძალით დაენარცხა, რომ შუაზე გაიხლიჩა... საშინელი ხმა ჰქონდა... ეს იყო ტრაგედია...

ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი:

- თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, სოხუმი იცლებოდა... თუმცა, რაღაცის იმედი მაინც გვქონდა. ბატონმა ჟიული შარტავამ მე და გია გვაზავა აეროპორტს მიგვამაგრა, მუდმივად იქ გვიწევდა ყოფნა, იქაურობას ვმეთვალყურეობდით... მასთან მუდმივი კავშირი მქონდა. მივიღეთ ინფორმაცია, რომ თბილისიდან თვითმფრინავი უნდა ჩამოფრენილიყო, რომელსაც ჰუმანიტარული ტვირთი უნდა ჩამოეტანა. ის იყო, გამოჩნდა და ასაფრენი ბილიკისკენ დავიძარით, მაგრამ დაეშვა თუ არა, უცებ ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა... უცებ ვერ მივხვდით რა მოხდა, შემდეგ გავიგეთ, რომ ხალხით სავსე თვითმფრინავს ოჩამჩირის მიდამოებში ესროლეს. პილოტმა სოხუმამდე მიაღწია, მაგრამ დაშვება ვერ შეძლო... დაღუპულებს შორის საქართველოს პარლამენტის წევრი მურთაზ ჩაკვეტაძეც იყო.

პირველი შოკის შემდეგ დამწვარი თვითმფრინავიდან ცხედრების გამოტანა დავიწყეთ. პაპანაქება იყო და დაღუპულები მიწისთვის უნდა მიგვებარებინა... ჩვენთან იმყოფებოდა საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი ნაული ჯიქია და აფხაზეთის მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი ანზორ ლაცუზბაია...

თავდაპირველად, ბაბუშერას სასაფლაოზე შიშველი ხელებით საფლავის გათხრა დავიწყეთ, შემდეგ გულრიფშის გამგებელმა ექსკავატორი გამოგვიგზავნა, რადგან ამდენი ადამიანის დაკრძალვა ფიზიკურად შეუძლებელი იყო.… გარდაცვლილები პირდაპირ მიწაზე რომ არ დაგვეწვინა, ნაულიმ ხის ტოტები მოჭრა და ის დავაფინეთ...

იდენტიფიცირებას ანზორი ახდენდა, ფიზიკურ აღნაგობასა და სხვა მონაცემებს ინიშნავდა. რამდენიმე მეომარს ჟეტონიც ჰქონდა... ვცდილობდით, დაღუპულები ისე დაგვეკრძალა, რომ აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ, ადვილად ამოგვეცნო...

იმ სასწაულებრივად გადარჩენილებს შორის ერთადერთი ქალია - ქეთევან მჭედლიძე, რომელიც მაშინ 28 წლის იყო. აფხაზეთში ომის დაწყებისას რუსეთში ცხოვრობდა, თუმცა საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ გულგრილი ვერ დარჩა და სამშობლოში დაბრუნდა.

ქეთევან მჭედლიძე, გადარჩენილი მგზავრი:

- ილუმინატორიდან, ჩვენს ქვემოთ, ზღვაში გემი შევნიშნე, რომელიც უცებ განათდა, რასაც თვითმფრინავის შეზანზარება მოჰყვა... შემეშინდა და ვიკითხე კიდეც, რა მოხდა-მეთქი, არაფერია, მალე დავეშვებითო – დამამშვიდეს... მალევე გაირკვა, რომ გვესროლეს. მფრინავმა მოახერხა და თვითმფრინავი აეროპორტის მიმართულებით წაიყვანა, მაგრამ მიწაზე დავენარცხეთ და თვითმფრინავი შუაზე გაიპო... კიდევ კარგი, დღე იყო, თორემ ეს ყველაფერი ღამე რომ მომხდარიყო, თითქმის დარწმუნებული ვარ, ჩვენც ვერ გადავრჩებოდით...

მე პირველ ნაწილში ვიჯექი. ყველაფერი ცეცხლში იყო გახვეული. ეს იყო კოშმარი... არც კი მახსოვს, გადარჩენა როდის გავაცნობიერე, იმდენად შეძრული ვიყავი. ეს კოშმარი მთელი ცხოვრება გამყვება – ის ხმა და იმ უბედური ადამიანების სახეები, ვინც რამდენიმე წამის წინ მამშვიდებდნენ - ყველაფერი რიგზეაო...

ალექსანდრე ნადიბაიძე, გადარჩენილი მგზავრი:

- პილოტებთან ვიჯექი კაბინაში, როდესაც თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მფრინავი გამოცდილი იყო, მართლა ყველაფერი გააკეთა, რომ მშვიდობიანად დაშვებულიყო, თუმცა ბოლოს როდესაც მიხვდა, რომ შანსი აღარ არსებობდა, მინა ჩაამსხვრია და იქიდან გადმოვხტით... ასე სასწაულებრივად გადავრჩით.

კადრები, რომლებიც 1993 წლის 22 სექტემბრის ავიაკატასტროფის შემდეგ არის გადაღებული

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ