პანკისში, სოფელ დუისში, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, მსუბუქი მანქანა რამდენიმე ბავშვს და ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. მომხდარმა შემთხვევამ ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.
დაშავებულებს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა პირველადი დახმარება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.