სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გორის რაიონში 84 წლის მოხუცი შვილმა და შვილიშვილმა სცემეს და რამდენიმე თვის ნაგროვები პენსია გასტაცეს
გორის რაიონში 84 წლის მოხუცი შვილმა და შვილიშვილმა სცემეს და რამდენიმე თვის ნაგროვები პენსია გასტაცეს

გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ატენ­ში 84 წლის მო­ხუცს შვილ­მა და შვი­ლიშ­ვილ­მა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს და რამ­დე­ნი­მე თვის ნაგ­რო­ვე­ბი პენ­სია გას­ტა­ცეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ბიძა-დის­შვი­ლი: 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ქ. და 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.თ., ძარ­ცვის ბრალ­დე­ბით, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ატენ­ში და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 5-დან 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 1934 წელს და­ბა­დე­ბულ ა.ქ.-ს მი­სი­ვე შვილ­მა და შვი­ლიშ­ვილ­მა, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, რის შემ­დე­გაც გა­ძარ­ცვეს, კერ­ძოდ, რამ­დე­ნი­მე თვის ნაგ­რო­ვე­ბი პენ­სია - 980 ლარი გას­ტა­ცეს და მი­ი­მალ­ნენ.

გა­მო­ძი­ე­ბა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნილ ძარ­ცვის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 178-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის და მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნა­ხეთ ვი­დეო: გორ­ში, 84 წლის მო­ხუცს შვილ­მა და შვი­ლიშ­ვილ­მა სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, რამ­დე­ნი­მე თვის ნაგ­რო­ვე­ბი პენ­სია - 980 ლარი გას­ტა­ცეს და მი­ი­მალ­ნენ

00:00 / 00:00
ავტორი:

გორის რაიონში 84 წლის მოხუცი შვილმა და შვილიშვილმა სცემეს და რამდენიმე თვის ნაგროვები პენსია გასტაცეს

გორის რაიონში 84 წლის მოხუცი შვილმა და შვილიშვილმა სცემეს და რამდენიმე თვის ნაგროვები პენსია გასტაცეს

გორის რაიონის სოფელ ატენში 84 წლის მოხუცს შვილმა და შვილიშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და რამდენიმე თვის ნაგროვები პენსია გასტაცეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებულები პოლიციამ უკვე დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბიძა-დისშვილი: 1977 წელს დაბადებული რ.ქ. და 1984 წელს დაბადებული გ.თ., ძარცვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში დააკავეს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1934 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს მისივე შვილმა და შვილიშვილმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც გაძარცვეს, კერძოდ, რამდენიმე თვის ნაგროვები პენსია - 980 ლარი გასტაცეს და მიიმალნენ.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ნახეთ ვიდეო: გორში, 84 წლის მოხუცს შვილმა და შვილიშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რამდენიმე თვის ნაგროვები პენსია - 980 ლარი გასტაცეს და მიიმალნენ

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს