ავტორი:

"მეჭიაურის დაქალი ხარ, ნუ უზრდელობ!" - ცხარე კამათი ზაქარია ქუცნაშვილსა და ჟურნალისტს შორის

"მეჭიაურის დაქალი ხარ, ნუ უზრდელობ!" - ცხარე კამათი ზაქარია ქუცნაშვილსა და ჟურნალისტს შორის

"ქართული ოცნების" დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილსა და ჟურნალისტ ეკა სეხნიაშვილს შორის ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "7vs1" ცხადე კამათი მოხდა. დეპუტატის გაღიზიანება ჟურნალისტის კითხვამ გამოიწვია, რომელიც ქუცნაშვილების ქონებრივ დეკლარაციას შეეხებოდა. სეხნიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დეპუტატის ქონება მკვეთრად გაიზარდა. მან ასევე ახსენე კომპანია "აგრაში" ქუცნაშვილის მამის მეწილე ფანცქვალა ნაცვლიშვილი. სეხნიაშვილის ინფორმაციით, მას ნაცვლიშვილმა უთხრა, რომ "ქუცნაშვილების ოჯახმა საკუთარი გავლენებით მას კომპანია აახია".

"ობიქტურობა მოითხოვს გადამოწმებას. არაკვალიფიციური ჟურნალისტი ხართ. ტყუილია ის, რომ ფანცქვალა ნაცვლიშვილს კომპანია "აგრა" "აახიესო". ფანცქვალა ნაცვლიშვილი არის ნასამართლევი პირი. 2008 წელს, სანამ მამაჩემს დაიჭერდნენ, იგი მამაჩემის პარტნიორი იყო, მიითვისა მამას ფული და მითვისებული ფულით კახეთში ბაღი გაიშენა. მას იმედი ჰქონდა, რომ მამა ციხიდან ცოცხალი ვეღარ გამოვიდოდა. როდესაც მამა გამოვიდა, თვითონ აღიარა თქვენმა ფანცქვალამ, რომ მითვისებული ჰქონდა თანხა. ასევე ტყუილია ის ინფორმაცია, რომ მიწები მაქვს სიონში და 1400 ლარად ნაყიდი მაქვს ფოსტის შენობა. თქვენ მეჭიაურის წყარო თუ ხართ არ ვიცი და მაგის დაქალი რომ ხართ ვიცი. 450 კვადრატული მიწა ვიყიდე სიონში და 136 კვადრატული ვიყიდე ჩემს მშობლიურ სოფელში, ეს არის სულ რაც ჩემი დეპუტატობის პერიოდში შევიძინე. რომ იცოდეთ 2012 წელს გამოვიდა მამაჩემი ციხიდან, მანამდე ჩემი ოჯახი გადარჩენისთვის იბრძოდა..." - აღნიშნა ქუცნაშილმა ჟურნალისტის საპასუხოდ.

ნახეთ ვიდეო: "უზრდელობას მოეშვი!.. მეჭიაურის დაქალი ხარ!" - ცხარე შელაპარაკება ქუცნაშვილსა ჟურნალისტს შორის

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები