ავტორი:

რა უნდა გაითვალისწინოთ მანქანაში სექსის დროს - 10 რჩევა ექსპერტისგან

რა უნდა გაითვალისწინოთ მანქანაში სექსის დროს - 10 რჩევა ექსპერტისგან

მანქანაში სექსი კარგია, მაგრამ შეიძლება უფრო უკეთესიც იყოს! როდის? სად? როგორ? - სწორედ ამ თემაზეა მეცნიერ ანია დრიუსის ახალი ბლოგი. ანია ეროტიკული აქსესუარების მწარმოებელი მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის, Beate Uhse-ს ექსპერტია და კარგად იცის, რა დროს რა მოსწონთ ქალებს და მამამაკაცებს. მაშ ასე, 10 რჩევა ანია დრიუსისგან:

  • პრელუდია

გამოცდილ მამაკაცებს უკვე გეცოდინებათ, რომ ჩვენ, მანდილოსნებს აღგზნებისთვის თქვენზე მეტი დრო გვჭირდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ შესავალი, გნებავთ პრელუდია, მომდევნო შუქნიშანზევე დაიწყოთ. ეს შეიძლება იყოს მსუბუქი მოფერება ფეხზე, კაბის ოდნავ ზემოთ აწევა... ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე...

  • ტანსაცმელი

მანქანაში კარგი სექსისთვის ტანსაცმლის სწრაფად გახდა აუცილებელია. გოგონებისთვის მინი-ქვედაბოლო იდეალურია, ბიჭებისთვის კი ჯინსი მაინცდამაინც რეკომენდებული არ არის - იმიტომ, რომ ჯინსს უმეტესად ბევრი ღილი აქვს და მანქანაში მისი გახდა ბევრ დროს წაიღებს. ყველაფერს სპორტული შარვალი ჯობია. არაა აუცილებელი, რომ ეს მოკლე ”შორტი” იყოს. არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვათ ფლოსტები - ეს ძალიან არასექსუალურია!

  • ადგილი

იმისათვის, რომ ქალი მაქსიმალურად განტვირთული იყოს და არაფერზე ინერვიულოს, ძალიან წყნარი და მაქსიმალურად უკაცრიელი ადგილი უნდა მოძებნოთ. ეს კიდევ იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ არ დაგაჯარიმონ.

  • მუსიკა

კარგია, თუ ქალის საყვარელი მუსიკა თან გექნებათ - აუცილებლად გაუხარდება, რომ ამაზეც იზრუნეთ. გაითვალისწინეთ, რომ რიტმი ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს უამრავი ეროტიკული კომპოზიცია.

  • წელიწადის დრო

მანქანაშიც და გარეთაც ტემპერატურა საშუალო უნდა იყოს. სექსი მანქანაში არც მაშინაა კომფორტული, როცა ძალიან ცხელა და არც მაშინ - როცა ძალიან ცივა. შესაბამისად, საუკეთესო დროები გაზაფხული და შემოდგომაა წაიკითხეთ მეტი autobild.ge-ზე

სამხრეთ კორეაში მოედანზე მაყურებლის ნაცვლად სექს-თოჯინები დასვეს - სკანდალური საფეხბურთო მატჩის დეტალები

ორი დღე წვიმა, მომდევნო დღეებში კი ცხელი ამინდია მოსალოდნელი - სინოპტიკოსების პროგნოზი

საქართველოში 4 ადამიანს მილიარდი ჰქვია - რა უჩვეულო და საინტერესო სახელებს არქმევენ ჩვენს ქვეყანაში