პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა გაიხსნა
ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა გაიხსნა

ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრის და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ოზურ­გეთ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნა. ის და­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით იმუ­შა­ვებს და გუ­რი­ის სა­მი­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს მო­ი­ცავს. ცენ­ტრი ოფი­ცი­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრის დირ­ქტორ­მა, გი­ორ­გი დო­ნა­ძემ გახ­სნა. სა­ზე­ი­მო კონ­ცერტს ეს­წრე­ბო­და კულ­ტუ­რის, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის და სპორ­ტის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი.

კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლო­ებ­დნენ ან­სამ­ბლე­ბი: "შე­მოქ­მე­დი", "შვიდ­კა­ცა" და "ბა­სი­ა­ნი" ად­გი­ლობ­რი­ვი ტრიო "შალ­ვა ჩემო" და მგა­ლო­ბელ­თა გუნ­დი, სა­ლოტ­ბა­რო სკო­ლის ჯგუ­ფე­ბი ოზურ­გე­თი­დან, მეს­ტი­ი­დან.

რო­გორც გი­ორ­გი დო­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრი ოზურ­გე­თის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა გუ­რი­ი­სა და ზო­გა­დად და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრი გახ­დე­ბა.

"ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა მრა­ვალ­მხრი­ვო­ბი­თა და ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­გა­ლობ­ლე­ბი­თუ­ნი­კა­ლუ­რია მთელს მსოფ­ლი­ო­ში.უნი­კა­ლუ­რო­ბით კი­დევ უფრო გა­მორ­ჩე­უ­ლია გუ­რია. სწო­რედ გუ­რი­ა­შია ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­გა­ლობ­ლე­ბის ცო­ცხლად შეს­რუ­ლე­ბის ტრა­დი­ცია, ამი­ტო­მაც ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია თა­ვი­სი პო­ლი­ფო­ნი­უ­რო­ბით. გარ­და ამი­სა, ეს კუ­თხე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს გუ­ლია, ხელ­საყ­რელ­მა გე­ოგ­რა­ფი­ულ­მა მდე­ბა­რე­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სწო­რედ გუ­რი­ა­ში გახ­სნი­ლი­ყო.

ამას­თან, ოზურ­გე­თი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ლოტ­ბა­რო სკო­ლე­ბის­თვის მთავ­რი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ცენ­ტრი გახ­დე­ბა. ვი­მე­დევ­ნებთ, რომ გა­მო­ფე­ნე­ბი და კონ­ცერ­ტე­ბი თბი­ლი­სი­დან ოზურ­გეთ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს და ამით ცენ­ტრი უფრო გა­მო­ა­ცო­ცხლებს, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ონს. 2019 წელს, შავი ზღვის ფოლკ­ლო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის ძი­რი­თა­დი კონ­ცერ­ტე­ბი სწო­რედ ოზურ­გე­თის ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრში გა­ი­მარ­თე­ბა. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, აქვე მო­ე­წყოს სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, მო­ვიწ­ვი­ოთ უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ მა­თაც გაგ­ვი­ზი­ა­რონ თა­ვი­ან­თი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა" - აღ­ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი დო­ნა­ძე.

მისი თქმით, ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრის ერთ-ერთ მთავრ მი­მარ­თუ­ლე­ბად სა­ლოტ­ბა­რო სკო­ლე­ბი რჩე­ბა, რომ­ლე­ბიც უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის გა­დარ­ჩე­ნა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ცენ­ტრის და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა მე­ტად შე­უ­წყობს ხელს რე­გი­ონ­ში­სა­ლოტ­ბა­რო სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

ამ­ჟა­მად მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში 24 სა­ლოტ­ბა­რო სკო­ლა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, სა­დაც 668 მოს­წავ­ლე უფა­სოდ ეუფ­ლე­ბა ქარ­თულ სიმ­ღე­რა­სა და ტრა­დი­ცი­ულ გა­ლო­ბას. პირ­ვე­ლი სა­ლოტ­ბა­რო სკო­ლა, 2015 წელს გა­იხ­სნა, ამას მოჰ­ყვა რამ­დე­ნი­მე სხვა რე­გი­ო­ნიც. 2018 წლის ბო­ლოს­თვის, და­მა­ტე­ბით კი­დევ 3 მსგავ­სი ტი­პის სკო­ლის გახ­სნაა და­გე­მი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრის ოზურ­გე­თის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრაქსტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონდმა შე­ას­რუ­ლა. შე­ნო­ბა ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებ­და. გან­ხორ­ცი­ელ­და შიდა ინ­ტე­რი­ე­რი­სა და გარე ფა­სა­დის სრუ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია: შე­ნო­ბის გა­და­ხურ­ვა, ფა­სა­დე­ბის მო­პირ­კე­თე­ბა, გა­ნახ­ლდა შე­ნო­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და კე­თილ­მო­ე­წყო ეზო.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით ცენ­ტრი აღი­ჭურ­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კი­თა და ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რით. შე­ნო­ბის სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­სა­ო­ე­ბი 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და 1.639.892. 38 მლნ ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. შე­ნო­ბა 1300 კვად­რა­ტულ მეტრს 4 სარ­თულს მო­ი­ცავს, აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით, ხმის ჩამ­წე­რი სტუ­დი­ით, არ­ქი­ვით, სა­გა­მო­ფე­ნო და სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზე­ბით, სა­ლოტ­ბა­რო სკო­ლით და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ფარ­თით. ცენ­ტრი ასე­ვე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია შე­ზღუ­დუ­ლი შსაძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თათ­ვის.მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი, კულ­ტუ­რის, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის და სპორ­ტის მი­ნის­ტრი:_ ოზურ­გეთ­ში გა­იხ­სნა უნი­კა­ლუ­რი ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრი, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფოლკ­ლო­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა. ცენ­ტრში გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი, სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ე­ბი, არ­ჭურ­ვი­ლია ხმის ჩამ­წე­რი სტუ­დი­ე­ბით, ეს იქ­ნე­ბა უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კერ­ძოდ, ოზურ­გეთ­ში ფოლკ­ლო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი ჩა­ვა­ტა­როთ. მო­ვიწ­ვი­ოთ უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი.ეს ცენ­ტრი და­ეხ­მა­რე­ბა მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს, რომ წარ­მო­ჩინ­დეს მსოფ­ლი­ო­ში, რო­გორც ფოლკ­ლო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცენ­ტრი.

მიშა გი­ორ­გა­ძე, კულ­ტუ­რის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი:_ ჩემ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია დღეა იმი­ტომ, რომ თა­ვის დრო­ზე, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად რომ და­ვი­ნიშ­ნე, პრაქ­ტი­კუ­ლად, მე­ო­რე დღეს ბა­ტო­ნე­ბი _ ან­ზორ ერ­ქო­მი­აშ­ვი­ლი და გი­ორ­გი დო­ნა­ძე ჩემ­თან ახა­ლი იდე­ით მო­ვიდ­ნენ _ რა­საც ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის გა­და­ღჩე­ნის პრო­ექ­ტი და­არ­ქვეს. ეს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სა­ლოტ­ბა­რო სკო­ლე­ბის გახ­სნაა იყოო.

ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ის, რზეც სამი წლის წინ ვი­სა­უბ­რეთ, დიდი მას­შტა­ბით არის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. 24 სა­ლოტ­ბა­რო სკო­ლა უვე მოქ­მე­დებს და წლის ბო­ლომ­დე, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კი­დევ სამი გა­იხ­სნე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრის არ­სე­ბო­ბა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და მით უფრო გუ­ი­რი­ა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის. გა­მორ­ჩე­უ­ლი რე­გი­ო­ნია. ამას­თან, თა­ვად ხე­დავთ, თუ რო­გო­რი ხა­რის­ხის და რა მას­შტა­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. მად­ლო­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვით­რე­ბის ფონდს, ვინც ფი­ზი­კუ­რად შე­ას­რუ­ლა ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ჩვენს კო­ლე­გებს რე­გი­ო­ნუ­ი­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ის­ტრო­დან. ყვე­ლა იმ ადა­მინს, პირ­ველ რიგ­ში, ბა­ტონ ან­ზორს და ვინც ამ საქ­მე­ში სა­ერ­თოდ, წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა და არა მხლოდ ამ ცენ­ტრის, იმ დიდი პრო­ექ­ტში, რა­საც ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ფოლკ­ლო­რის აღ­მო­ჩე­ნა, გა­დარ­ჩე­ნა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ჰქვია. წარ­მა­ტე­ბე­ბი მინ­და, ვუ­სურ­ვო ცენ­ტრის აღ­საზ­რდე­ლებს.ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი, ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის სპე­ცი­ა­ლისტ: _ ჩემ­თვის ბედ­ნი­ე­რი დღე იყო, 2001 წლის 18 მა­ი­სი, როცა "იუ­ნეს­კომ~ ქარ­თლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა მსოფ­ლიო პო­ლი­ფოლ­ნი­ის შე­დევ­რად აღი­ა­რა. და­სა­მა­ხოვ­რე­ბე­ლი თა­რი­ღი იყო და მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მომ­ყვე­ბა. ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ასე­ვე ქვეყ­ნის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის­თვის. დღეს კი გა­იხ­სნა გუ­რი­ის ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრი, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ი­ცავს და ბვე­რი კარ­გი, სა­სარ­გებ­ლო საქ­მის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა. რაც მთავ­რია, აქ აღიზ­რდე­ბი­ან ღირ­სე­უ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი. მი­ხა­რია, რომ ამ­დე­ნი ახალ­გაზ­რდა ქარ­თულ სიმ­ღე­რას ეუფ­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა გაიხსნა

ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა გაიხსნა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა ოზურგეთში ოფიციალურად გაიხსნა. ის დასავლეთ რეგიონის მასშტაბით იმუშავებს და გურიის სამივე მუნიციპალიტეტს მოიცავს. ცენტრი ოფიციალურად საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირქტორმა, გიორგი დონაძემ გახსნა. საზეიმო კონცერტს ესწრებოდა კულტურის, განათლების, მეცნიერების და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

კონცერტში მონაწილოებდნენ ანსამბლები: "შემოქმედი", "შვიდკაცა" და "ბასიანი" ადგილობრივი ტრიო "შალვა ჩემო" და მგალობელთა გუნდი, სალოტბარო სკოლის ჯგუფები ოზურგეთიდან, მესტიიდან.

როგორც გიორგი დონაძემ განაცხადა, ფოლკლორის ცენტრი ოზურგეთის წარმომადგენლობა გურიისა და ზოგადად დასავლეთ საქართველოს კულტურული ცენტრი გახდება.

"ქართული სიმღერა მრავალმხრივობითა და ტრადიციული საგალობლებითუნიკალურია მთელს მსოფლიოში.უნიკალურობით კიდევ უფრო გამორჩეულია გურია. სწორედ გურიაშია ყველაზე კარგად გამორჩეული საგალობლების ცოცხლად შესრულების ტრადიცია, ამიტომაც ის განსაკუთრებულია თავისი პოლიფონიურობით. გარდა ამისა, ეს კუთხე დასავლეთ საქართველოს გულია, ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა სწორედ გურიაში გახსნილიყო.

ამასთან, ოზურგეთი დასავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლებისთვის მთავრი საკომუნიკაციო ცენტრი გახდება. ვიმედევნებთ, რომ გამოფენები და კონცერტები თბილისიდან ოზურგეთში გადაინაცვლებს და ამით ცენტრი უფრო გამოაცოცხლებს, დასავლეთ საქართველოს რეგიონს. 2019 წელს, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის ძირითადი კონცერტები სწორედ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გაიმართება. დიდი სურვილი მაქვს, აქვე მოეწყოს სამეცნიერო კონფერენციები, მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები, რომ მათაც გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება" - აღნიშნავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.

მისი თქმით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთ-ერთ მთავრ მიმართულებად სალოტბარო სკოლები რჩება, რომლებიც უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა მეტად შეუწყობს ხელს რეგიონშისალოტბარო სკოლების განვითარებას.

ამჟამად მთელ საქართველოში 24 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 668 მოსწავლე უფასოდ ეუფლება ქართულ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. პირველი სალოტბარო სკოლა, 2015 წელს გაიხსნა, ამას მოჰყვა რამდენიმე სხვა რეგიონიც. 2018 წლის ბოლოსთვის, დამატებით კიდევ 3 მსგავსი ტიპის სკოლის გახსნაა დაგემილი.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა. შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. განხორციელდა შიდა ინტერიერისა და გარე ფასადის სრულად რეაბილიტაცია: შენობის გადახურვა, ფასადების მოპირკეთება, განახლდა შენობის ინფრასტრუქტურა და კეთილმოეწყო ეზო.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ცენტრი აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით. შენობის სარეკონსტრუქციო სამუსაოები 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 1.639.892. 38 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შენობა 1300 კვადრატულ მეტრს 4 სართულს მოიცავს, აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ხმის ჩამწერი სტუდიით, არქივით, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზებით, სალოტბარო სკოლით და ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი ფართით. ცენტრი ასევე ადაპტირებულია შეზღუდული შსაძლებლობის მქონე პირთათვის.მიხეილ ბატიაშვილი, კულტურის, განათლების, მეცნიერების და სპორტის მინისტრი:_ ოზურგეთში გაიხსნა უნიკალური ფოლკლორის ცენტრი, რომელიც დასავლეთ საქართველოში ფოლკლორის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა იქნება. ცენტრში განთავსებული საკონცერტო დარბაზი, საგამოფენო სივრცეები, არჭურვილია ხმის ჩამწერი სტუდიებით, ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა, დასავლეთ საქართველოში კერძოდ, ოზურგეთში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ჩავატაროთ. მოვიწვიოთ უცხოელი სტუმრები.ეს ცენტრი დაეხმარება მთლიანად საქართველოს, რომ წარმოჩინდეს მსოფლიოში, როგორც ფოლკლორის მნიშვნელოვანი ცენტრი.

მიშა გიორგაძე, კულტურის ყოფილი მინისტრი:_ ჩემთვის ძალიან ემოციურია დღეა იმიტომ, რომ თავის დროზე, კულტურის მინისტრად რომ დავინიშნე, პრაქტიკულად, მეორე დღეს ბატონები _ ანზორ ერქომიაშვილი და გიორგი დონაძე ჩემთან ახალი იდეით მოვიდნენ _ რასაც ხალხური სიმღერის გადაღჩენის პროექტი დაარქვეს. ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით სალოტბარო სკოლების გახსნაა იყოო.

ძალიან მიხარია, რომ ის, რზეც სამი წლის წინ ვისაუბრეთ, დიდი მასშტაბით არის განხორციელებული. 24 სალოტბარო სკოლა უვე მოქმედებს და წლის ბოლომდე, ქვეყნის ტერიტორიაზე, კიდევ სამი გაიხსნება. სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის არსებობა დასავლეთ საქართველოში და მით უფრო გუირიაში, მნიშვნელოვანი რამ არის. გამორჩეული რეგიონია. ამასთან, თავად ხედავთ, თუ როგორი ხარისხის და რა მასშტაბის სამუშაოებია ჩატარებული. მადლობა მუნიციპალური განვითრების ფონდს, ვინც ფიზიკურად შეასრულა ეს სამუშაოები, ჩვენს კოლეგებს რეგიონუილი განვითარების და ინფრასტრუქტურის სამიისტროდან. ყველა იმ ადამინს, პირველ რიგში, ბატონ ანზორს და ვინც ამ საქმეში საერთოდ, წვლილი შეიტანა და არა მხლოდ ამ ცენტრის, იმ დიდი პროექტში, რასაც ქართული ხალხური ფოლკლორის აღმოჩენა, გადარჩენა და პოპულარიზაცია ჰქვია. წარმატებები მინდა, ვუსურვო ცენტრის აღსაზრდელებს.ანზორ ერქომაიშვილი, ქართული ხალხური სიმღერის სპეციალისტ: _ ჩემთვის ბედნიერი დღე იყო, 2001 წლის 18 მაისი, როცა `იუნესკომ~ ქართლი ხალხური სიმღერა მსოფლიო პოლიფოლნიის შედევრად აღიარა. დასამახოვრებელი თარიღი იყო და მთელი ცხოვრების მანძილზე მომყვება. ის მნიშვნელოვანი იყო ასევე ქვეყნისთვის, საქართველოს ხელოვნების ისტორიისთვის. დღეს კი გაიხსნა გურიის ფოლკლორის ცენტრი, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოიცავს და ბვერი კარგი, სასარგებლო საქმის საფუძველი გახდება. რაც მთავრია, აქ აღიზრდებიან ღირსეული ქართველები. მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდა ქართულ სიმღერას ეუფლება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ