სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ბლოკჩეინ ლაბორატორია გაიხსნა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ბლოკჩეინ ლაბორატორია გაიხსნა

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი Bitfury-ის ლა­ბო­რა­ტო­რია გა­იხ­სნა. ლა­ბო­რა­ტო­რია სტუ­დენ­ტებს ბლო­კჩე­ინ სის­ტე­მე­ბის დე­ვე­ლოპ­მენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლე­ბი­სა და გა­დამ­ზა­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს. გარ­და ამი­სა, ახ­ლად­გახ­სნილ სივ­რცე­ში გა­ი­მარ­თე­ბა სე­მი­ნა­რე­ბი და ვორ­ქშო­პე­ბი. სტუ­დენ­ტე­ბი სა­კუ­თა­რი მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სტარ­ტა­პე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უკე­თე­სად შეძ­ლე­ბენ.

რო­გორც უნი­ვერ­სტი­ტეტ­ში გან­მარ­ტა­ვენ, ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გახ­სნა არის ძა­ლი­ან დიდი გეგ­მე­ბის და­სა­წყი­სი, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­ი­წყე­ბა. ბლო­კჩე­ინ სის­ტე­მას დღეს მსოფ­ლი­ოს მო­წი­ნა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი იყე­ნე­ბენ და ამი­ე­რი­დან ის ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის­თვი­საც ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის ან­დრო რუ­რუ­ას გან­მარ­ტე­ბით, ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გახ­ნა სტუ­დენ­ტებს ახალ, უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს.

„Bitfury-ის ლა­ბო­რა­ტო­რია სტუ­დენ­ტებს ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. ბლო­კჩე­ინ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ინო­ვა­ცი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, ამი­ე­რი­დან ჩვენ­თა­ნაც ხელ­მო­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა. მას სტუ­დენ­ტე­ბი სა­კუ­თა­რი სტარ­ტა­პე­ბის შე­საქ­მნე­ლად და გა­სა­ვი­თა­რე­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. მე­ო­რე მხრივ კი, მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ უახ­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ურ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­სა და სი­ახ­ლე­ებს სის­ტე­მა­ტი­უ­რად გა­ეც­ნო­ბი­ან,“ - გა­ნა­ცხა­და ან­დრო რუ­რუ­ამ.

ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გახ­სნით კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან სტუ­დენ­ტე­ბიც. გეგა თა­თუ­ლიშ­ვი­ლის თქმით, სი­ახ­ლე მათ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ეხ­მა­რე­ბა.

„მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ გა­იხ­სნა ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც მთე­ლი რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე ინო­ვა­ცი­უ­რი და მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლია. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ჩვენ­თვის, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, ისე მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის,“ - აღ­ნიშ­ნა გეგა თა­თუ­ლიშ­ვილ­მა.

Bitfury-ის და ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის და­სა­წყის­ში და­ი­წყო. ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გახ­სნა კი ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­ო­რე ეტა­პია. Bitfury-ის სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­მად­გენ­ლის ეფ­რემ ურუ­მაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ამ დრო­ის­თვის Bitfury-ში 200-მდე ქარ­თვე­ლია და­საქ­მე­ბუ­ლი და ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გახ­სნა ამ პრო­ცესს დი­დად შე­უ­წყობს ხელს.

„ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე მო­წი­ნა­ვე და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტია და სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მოხ­დე­ბა რო­გორც კად­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის კუ­თხით, ისე ინო­ვა­ცი­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­მო­ტა­ნის კუ­თხით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა. ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტს კი ვუ­ყუ­რებთ, რო­გორც ჩვე­ნი სა­მო­მავ­ლო პრო­ექ­ტე­ბის პარტნი­ორს,“ - გა­ნა­ცხა­და ეფ­რემ ურუ­მაშ­ვილ­მა.

Bitfury-ისა და ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის არ­სე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გია ისიც, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის დიპ­ლო­მე­ბის შე­ნახ­ვა ბოლ­ქჩე­ინ სის­ტე­მა­ში მოხ­დე­ბა. ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გახ­ნა კი მათი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­ო­რე ეტა­პია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ბლოკჩეინ ლაბორატორია გაიხსნა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ბლოკჩეინ ლაბორატორია გაიხსნა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი Bitfury-ის ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორია სტუდენტებს ბლოკჩეინ სისტემების დეველოპმენტის მიმართულებით სწავლებისა და გადამზადების შესაძლებლობას სთავაზობს. გარდა ამისა, ახლადგახსნილ სივრცეში გაიმართება სემინარები და ვორქშოპები. სტუდენტები საკუთარი მაღალტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას უკეთესად შეძლებენ.

როგორც უნივერსტიტეტში განმარტავენ, ლაბორატორიის გახსნა არის ძალიან დიდი გეგმების დასაწყისი, რომლის განხორციელებაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. ბლოკჩეინ სისტემას დღეს მსოფლიოს მოწინავე ორგანიზაციები იყენებენ და ამიერიდან ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.

უნივერსიტეტის რექტორის ანდრო რურუას განმარტებით, ლაბორატორიის გახნა სტუდენტებს ახალ, უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

„Bitfury-ის ლაბორატორია სტუდენტებს ცოდნის გაღრმავების საშუალებას მისცემს. ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, რომლებიც დღეს მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური მიმართულებაა, ამიერიდან ჩვენთანაც ხელმოსაწვდომი იქნება. მას სტუდენტები საკუთარი სტარტაპების შესაქმნელად და გასავითარებად გამოიყენებენ. მეორე მხრივ კი, მსოფლიოში არსებულ უახლეს ტექნოლოგიურ მიმართულებებსა და სიახლეებს სისტემატიურად გაეცნობიან,“ - განაცხადა ანდრო რურუამ.

ლაბორატორიის გახსნით კმაყოფილები არიან სტუდენტებიც. გეგა თათულიშვილის თქმით, სიახლე მათ ახალი პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

„მოხარული ვარ, რომ გაიხსნა ლაბორატორია, რომელიც მთელი რეგიონის მასშტაბით ყველაზე ინოვაციური და მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილია. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, სტუდენტებისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის,“ - აღნიშნა გეგა თათულიშვილმა.

Bitfury-ის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. ლაბორატორიის გახსნა კი ამ თანამშრომლობის მეორე ეტაპია. Bitfury-ის საქართველოში წარმომადგენლის ეფრემ ურუმაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის Bitfury-ში 200-მდე ქართველია დასაქმებული და ლაბორატორიის გახსნა ამ პროცესს დიდად შეუწყობს ხელს.

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი რეგიონში ყველაზე მოწინავე და მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტია და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მასთან თანამშრომლობა. თანამშრომლობა მოხდება როგორც კადრების გადამზადების კუთხით, ისე ინოვაციების გაზიარების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ქართულ საგანმანათლებლო სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების შემოტანის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ბიზნესისა და ტექნოლოგიენის უნივერსიტეტს კი ვუყურებთ, როგორც ჩვენი სამომავლო პროექტების პარტნიორს,“ - განაცხადა ეფრემ ურუმაშვილმა.

Bitfury-ისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგია ისიც, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების დიპლომების შენახვა ბოლქჩეინ სისტემაში მოხდება. ლაბორატორიის გახნა კი მათი თანამშრომლობის მეორე ეტაპია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ