სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო გვენეტაძემ თანამდებობიდან გადადგომამდე, მუშაობის ბოლო თვეს 2,5-ჯერ მეტი დანამატი აიღო, ვიდრე მიმდინარე წლის სხვა თვეებში
ნინო გვენეტაძემ თანამდებობიდან გადადგომამდე, მუშაობის ბოლო თვეს 2,5-ჯერ მეტი დანამატი აიღო, ვიდრე მიმდინარე წლის სხვა თვეებში

სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რე ნინო გვე­ნე­ტა­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მამ­დე, მუ­შა­ო­ბის ბოლო თვეს - ივ­ლის­ში 2,5-ჯერ მეტი და­ნა­მა­ტი აიღო, ვიდ­რე მიმ­დი­ნა­რე წლის სხვა თვე­ებ­ში.

კერ­ძოდ, „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ მიერ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო­დან გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ნინო გვე­ნე­ტა­ძეს 2018 წლის იან­ვრი­დან ივ­ნი­სის ჩათ­ვლით, მხო­ლოდ და­ნა­მა­ტის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი აქვს ყო­ველ­თვი­უ­რად 4218,75 ლარი, ივ­ლის­ში კი - 11,218 ლარი. ამას­თან, გვე­ნე­ტა­ძეს, რო­მელ­მაც სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ 2 აგ­ვის­ტოს გა­ნა­ცხა­და, და­ნა­მა­ტი აღე­ბუ­ლი აქვს აგ­ვის­ტო­შიც, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში 2,036 ლარს შე­ად­გენს.

ჯა­მუ­რად, მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვრი­დან - აგ­ვის­ტოს პე­რი­ოდ­ში ნინო გვე­ნე­ტა­ძის მიერ და­ნა­მა­ტის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი 38 568 ლარს შე­ად­გენს. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ნამ­დე­ბობ­რივ სარ­გოს, გვე­ნე­ტა­ძე ყო­ველ­თვი­უ­რად 7 000 ლარს იღებ­და, რაც ამ პე­რი­ოდ­ში ჯა­მუ­რად 52 181 ლარს შე­ად­გენს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის, მო­ად­გი­ლე­ე­ბი­სა და მო­სა­მარ­თლე­ე­ბის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს გა­ნაკ­ვე­თე­ბი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­თაა გან­სა­ზღვრუ­ლი. კერ­ძოდ, გან­სა­ზღვრუ­ლია ყო­ველ­თვი­უ­რი და­ნა­მა­ტი: უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის­თვის თვე­ში 4000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ამას­თან, სა­სა­მარ­თლოს წევ­რებს შვე­ბუ­ლე­ბა­ში გას­ვლი­სას ეძ­ლე­ვათ და­ნა­მა­ტი ერთი თვის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს ოდე­ნო­ბით.

ნინო გვე­ნე­ტა­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ზე­ზით 2 აგ­ვის­ტოს და­ტო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ნინო გვენეტაძემ თანამდებობიდან გადადგომამდე, მუშაობის ბოლო თვეს 2,5-ჯერ მეტი დანამატი აიღო, ვიდრე მიმდინარე წლის სხვა თვეებში

ნინო გვენეტაძემ თანამდებობიდან გადადგომამდე, მუშაობის ბოლო თვეს 2,5-ჯერ მეტი დანამატი აიღო, ვიდრე მიმდინარე წლის სხვა თვეებში

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობიდან გადადგომამდე, მუშაობის ბოლო თვეს - ივლისში 2,5-ჯერ მეტი დანამატი აიღო, ვიდრე მიმდინარე წლის სხვა თვეებში.

კერძოდ, „ინტერპრესნიუსის“ მიერ უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ნინო გვენეტაძეს 2018 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, მხოლოდ დანამატის სახით მიღებული აქვს ყოველთვიურად 4218,75 ლარი, ივლისში კი - 11,218 ლარი. ამასთან, გვენეტაძეს, რომელმაც სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ 2 აგვისტოს განაცხადა, დანამატი აღებული აქვს აგვისტოშიც, რაც ამ შემთხვევაში 2,036 ლარს შეადგენს.

ჯამურად, მიმდინარე წლის იანვრიდან - აგვისტოს პერიოდში ნინო გვენეტაძის მიერ დანამატის სახით მიღებული შემოსავალი 38 568 ლარს შეადგენს. რაც შეეხება თანამდებობრივ სარგოს, გვენეტაძე ყოველთვიურად 7 000 ლარს იღებდა, რაც ამ პერიოდში ჯამურად 52 181 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მოადგილეებისა და მოსამართლეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები კანონმდებლობითაა განსაზღვრული. კერძოდ, განსაზღვრულია ყოველთვიური დანამატი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის თვეში 4000 ლარის ოდენობით. ამასთან, სასამართლოს წევრებს შვებულებაში გასვლისას ეძლევათ დანამატი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

ნინო გვენეტაძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით 2 აგვისტოს დატოვა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები