პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანაკლიის პორტმა და ანაკლიის სეზ-მა, ევროპისა და აზიის მასშტაბით, აბრეშუმის გზის საუკეთესო პროექტის ჯილდო მიიღო
ანაკლიის პორტმა და ანაკლიის სეზ-მა, ევროპისა და აზიის მასშტაბით, აბრეშუმის გზის საუკეთესო პროექტის ჯილდო მიიღო

პე­კინ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ცე­მა Asiamoney-ს და­ჯილ­დო­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა, სა­დაც წლის სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტე­ბი და­ა­სა­ხე­ლეს. ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი და ანაკ­ლი­ის თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზონა 2018 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მი­დან“ აც­ნო­ბეს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ექ­ტი და­სა­ხელ­და, რო­გორც აბ­რე­შუ­მის გზის სა­უ­კე­თე­სო ინი­ცი­ა­ტი­ვა ევ­რო­პი­სა და აზი­ის მას­შტა­ბით.

Asiamoney-მ ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტე­ბი და­ა­სა­ხე­ლა, რო­გორც: „სარ­ტყე­ლი და გზის“ სა­უ­კე­თე­სო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი/ინი­ცი­ა­ტი­ვა ცენ­ტრა­ლურ და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და ცენ­ტრა­ლურ და და­სავ­ლეთ აზი­ა­ში“ (Central and Eastern Europe & Central and Western Asia: Best inpidual BRI project or initiative in the region). აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს უკვე მე­სა­მე ჯილ­დოა, რაც სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ანაკ­ლი­ის პორ­ტმა სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით მო­ი­პო­ვა.

„ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, Asiamoney-ს გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი და სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზონა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი იქ­ნე­ბა „სარ­ტყე­ლი და გზის ინი­ცი­ა­ტი­ვის“ შუა კო­რი­დორ­ში, რო­მე­ლიც ჩი­ნე­თი­დან მო­ე­მარ­თე­ბა და ყა­ზა­ხეთს, აზერ­ბა­ი­ჯანს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთს კვეთს. ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს საკ­ვან­ძო მო­თა­მა­შედ აქ­ცევს „სარ­ტყე­ლი და გზის ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში“. ამას­თან, ის წარ­მო­ად­გენს მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექტს ახა­ლი აბ­რე­შუ­მის გზის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

“სა­სი­ხა­რუ­ლოა ჩვენ­თვის ასე­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დოს მი­ღე­ბა. ეს აღი­ა­რე­ბა კი­დევ ერთხელ ხაზს უს­ვამს ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბას არა მხო­ლოდ ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის­თვის, არა­მედ, ახა­ლი აბ­რე­შუ­მის გზის მას­შტა­ბით. ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი ერთ-ერთ უმ­თავ­რეს როლს ითა­მა­შებს აზი­ის და ევ­რო­პის და­კავ­ში­რე­ბა­ში”, -გა­ნა­ცხა­და „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ლე­ვან ახვლე­დი­ან­მა.

ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვან პორ­ტს ასე­ვე მი­ღე­ბუ­ლი აქვს „წლის სა­უ­კე­თე­სო ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტის“ ჯილ­დო გლო­ბა­ლუ­რი ლი­დე­რო­ბის მე-9 სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუმ­ზე; ასე­ვე, ის აღი­ა­რეს „წლის სა­უ­კე­თე­სო სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტად“ დუ­ბა­ის ყო­ველ­წლი­ურ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფო­რუმ­ზე.

18 სექ­ტემ­ბერს Asiamoney-ს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ჯილ­დო­ე­ბი გა­და­ე­ცათ ასე­ვე ისეთ მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტებს და კომ­პა­ნი­ებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: ჩი­ნე­თის უმ­სხვი­ლე­სი გა­დამ­ზი­და­ვი კომ­პა­ნია Cosco Shipping International (სამ­ხრეთ აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის ნო­მი­ნა­ცია), Credit Suisse -ის მიერ $350 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პა­კის­ტა­ნის 4,320 მე­გა­ვა­ტი­ა­ნი ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა (სამ­ხრეთ აზი­ის ნო­მი­ნა­ცია), 756 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი რკი­ნიგ­ზის ხა­ზის მშე­ნებ­ლო­ბა ეთი­ო­პი­ა­ში (ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და აფ­რი­კის ნო­მი­ნა­ცია).

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ანაკლიის პორტმა და ანაკლიის სეზ-მა, ევროპისა და აზიის მასშტაბით, აბრეშუმის გზის საუკეთესო პროექტის ჯილდო მიიღო

ანაკლიის პორტმა და ანაკლიის სეზ-მა, ევროპისა და აზიის მასშტაბით, აბრეშუმის გზის საუკეთესო პროექტის ჯილდო მიიღო

პეკინში საერთაშორისო გამოცემა Asiamoney-ს დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა, სადაც წლის საუკეთესო პროექტები დაასახელეს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონა 2018 წლის გამარჯვებულია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ აცნობეს. მათი ინფორმაციით, პროექტი დასახელდა, როგორც აბრეშუმის გზის საუკეთესო ინიციატივა ევროპისა და აზიის მასშტაბით.

Asiamoney-მ ანაკლიის პროექტები დაასახელა, როგორც: „სარტყელი და გზის“ საუკეთესო ინდივიდუალური პროექტი/ინიციატივა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში“ (Central and Eastern Europe & Central and Western Asia: Best inpidual BRI project or initiative in the region). აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მესამე ჯილდოა, რაც სხვადასხვა მიმართულებით ანაკლიის პორტმა საერთაშორისო მასშტაბით მოიპოვა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, Asiamoney-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სპეციალური ეკონომიკური ზონა მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება „სარტყელი და გზის ინიციატივის“ შუა კორიდორში, რომელიც ჩინეთიდან მოემართება და ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს კვეთს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს საკვანძო მოთამაშედ აქცევს „სარტყელი და გზის ინიციატივაში“. ამასთან, ის წარმოადგენს მნიშვნელოვან პროექტს ახალი აბრეშუმის გზის განვითარებაში.

“სასიხარულოა ჩვენთვის ასეთი პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ, ახალი აბრეშუმის გზის მასშტაბით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ერთ-ერთ უმთავრეს როლს ითამაშებს აზიის და ევროპის დაკავშირებაში”, -განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ასევე მიღებული აქვს „წლის საუკეთესო ინფრასტრუქტურული პროექტის“ ჯილდო გლობალური ლიდერობის მე-9 საერთაშორისო ფორუმზე; ასევე, ის აღიარეს „წლის საუკეთესო საინვესტიციო პროექტად“ დუბაის ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე.

18 სექტემბერს Asiamoney-ს ღონისძიებაზე ჯილდოები გადაეცათ ასევე ისეთ მასშტაბურ პროექტებს და კომპანიებს, როგორებიცაა: ჩინეთის უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია Cosco Shipping International (სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ნომინაცია), Credit Suisse -ის მიერ $350 მილიონი დოლარით დაფინანსებული პაკისტანის 4,320 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა (სამხრეთ აზიის ნომინაცია), 756 კილომეტრიანი რკინიგზის ხაზის მშენებლობა ეთიოპიაში (ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ნომინაცია).

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი