პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვს ტორტი არ უწილადეს, დედაშენს ფული არ დაუდიაო," - ძალადობის სავარაუდო ფაქტები ერთ-ერთ სკოლაში
"ბავშვს ტორტი არ უწილადეს, დედაშენს ფული არ დაუდიაო," - ძალადობის სავარაუდო ფაქტები ერთ-ერთ სკოლაში

ერთ-ერთ სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ებს კუ­თხე­ში და­ყე­ნე­ბით სჯი­ან, სას­ჯე­ლის გამ­ძაფ­რე­ბის მიზ­ნით კი უფ­როსკლა­სე­ლებს ხე­ლე­ბა­წე­ულს აყე­ნე­ბენ კე­დელ­თან, ამის შე­სა­ხებ ორ­გა­ნი­ზა­ცია „მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი მეგი კავ­თუ­აშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს.

„გუ­შინ ერთ-ერთ სკო­ლა­ში ვახ­ლდი მშო­ბელს სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე წარ­მო­მად­გენ­ლად. გე­ტყვით რას ედა­ვე­ბა ეს მშო­ბე­ლი მას­წავ­ლე­ბელს და სკო­ლას : სჯი­ან მოს­წავ­ლე­ებს კუ­თხე­ში და­ყე­ნე­ბით, სას­ჯე­ლის გამ­ძაფ­რე­ბის მიზ­ნით გაჰ­ყავთ უფ­როსკლა­სე­ლე­ბის საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში და იქ აყე­ნე­ბენ ხე­ლე­ბა­წე­უ­ლებს კუ­თხე­ში და ა.შ.

კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დი ის არის, რომ ამ მშობ­ლის შვილს სხვა მშობ­ლებ­ლებ­მა სა­ერ­თო ფუ­ლით ნა­ყი­დი ტორ­ტი ჯერ არ უწი­ლა­დეს, მერე კი და­აყ­ვედ­რეს - ეგ ტორ­ტი მას­წავ­ლებ­ლის­თვის აგ­რო­ვე­ბუ­ლი ფუ­ლით ვი­ყი­დეთ, დე­და­შენს კი ფული არ და­უ­დია და არ გე­კუთ­ვნი­სო. ბავ­შვმა ტორ­ტი არ ჭამა, სახ­ლში ატი­რე­ბუ­ლი მი­ვი­და და დე­დას უსაყ­ვე­დუ­რა, ფული რა­ტომ არ და­დეო... მოკ­ლედ, ამ ამ­ბავს კი­დევ ბევ­რი კუდი აქვს.

მე იმის თქმა მინ­და, რომ დის­ციპ­ლი­ნურ­მა კო­მი­ტეტ­მა არც ერთ პი­ზოდ­ში მას­წავ­ლებ­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ გა­მოკ­ვე­თა. მე­ტიც, ეს მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ნარ­ჩე­ნი მშობ­ლე­ბით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი მო­დი­ო­და სხდო­მებ­ზე. ხმა­უ­რობ­დნენ, ყვი­როდ­ნენ, სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბას ხელს უშ­ლიდ­ნენ, პრო­კუ­რა­ტუ­რით გვე­მუქ­რე­ბოდ­ნენ.“ შენ რას მი­აღ­წე­ვევ, შე ინ­ტრი­გა­ნო, ჩვენ მეტ­ნი ვარ­თო,“ - ამ გო­გოს ჩვენს თვალ­წინ ლან­ძღავ­დნენ.

დის­ციპ­ლი­ნურ­მა გა­ა­მარ­თლა მას­წავ­ლე­ბე­ლი. საყ­ვე­დუ­რიც არ გა­მო­უ­ცხა­დე­ბია, არა­და ცალ­სა­ხად იკ­ვე­თე­ბო­და, რომ მას­წავ­ლებ­ლის მარ­თუ­ლი იყ­ვნენ მშობ­ლე­ბი და ეს გოგო თა­ვი­სი შვი­ლი­ა­ნად მო­ძუ­ლე­ბუ­ლი და გა­რი­ყუ­ლი ჰყავ­დათ, რაც მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან ეთი­კის კო­დექ­სის ცალ­სა­ხა დარ­ღვე­ვაა. მშობ­ლებ­მა პე­და­გო­გის თან­დას­წრე­ბით გან­ცხა­დე­ბაც კი და­წე­რეს და თა­ვი­ან­თი 15 ბავ­შვის სხვა კლას­ში გა­დაყ­ვა­ნა მო­ი­თხო­ვეს, ოღონდ ამ გო­გოს შვი­ლი აღარ ყო­ფი­ლი­ყო მათ კლას­ში.

ამ საქ­მეს ახლა სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორც სკო­ლის უზე­ნა­ე­სი ორ­გა­ნო. რო­გორ გა­ნი­ხი­ლავს, რა პრო­ცე­დუ­რე­ბით, ამა­ზე ცალ­კე დავ­წერ. შემ­დე­გი ეტა­პი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს შიდა აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტი იქ­ნე­ბა.

მოკ­ლედ ასე­თი ამ­ბე­ბი ხდე­ბა ..

იცო­დეთ მა­ინც, სად ვართ და რა­ტომ არის მშობ­ლო­ბის რო­ლის სწო­რი გა­აზ­რე­ბა სა­ჭი­რო. ცხვრის ფა­რად ვიდ­რე გვაქ­ცევ­დეს ვინ­მე!“ - წერს კავ­თუ­აშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"ბავშვს ტორტი არ უწილადეს, დედაშენს ფული არ დაუდიაო," - ძალადობის სავარაუდო ფაქტები ერთ-ერთ სკოლაში

"ბავშვს ტორტი არ უწილადეს, დედაშენს ფული არ დაუდიაო," - ძალადობის სავარაუდო ფაქტები ერთ-ერთ სკოლაში

ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს კუთხეში დაყენებით სჯიან, სასჯელის გამძაფრების მიზნით კი უფროსკლასელებს ხელებაწეულს აყენებენ კედელთან, ამის შესახებ ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„გუშინ ერთ-ერთ სკოლაში ვახლდი მშობელს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე წარმომადგენლად. გეტყვით რას ედავება ეს მშობელი მასწავლებელს და სკოლას : სჯიან მოსწავლეებს კუთხეში დაყენებით, სასჯელის გამძაფრების მიზნით გაჰყავთ უფროსკლასელების საკლასო ოთახებში და იქ აყენებენ ხელებაწეულებს კუთხეში და ა.შ.

კიდევ ერთი საინტერესო ეპიზოდი ის არის, რომ ამ მშობლის შვილს სხვა მშობლებლებმა საერთო ფულით ნაყიდი ტორტი ჯერ არ უწილადეს, მერე კი დააყვედრეს - ეგ ტორტი მასწავლებლისთვის აგროვებული ფულით ვიყიდეთ, დედაშენს კი ფული არ დაუდია და არ გეკუთვნისო. ბავშვმა ტორტი არ ჭამა, სახლში ატირებული მივიდა და დედას უსაყვედურა, ფული რატომ არ დადეო... მოკლედ, ამ ამბავს კიდევ ბევრი კუდი აქვს.

მე იმის თქმა მინდა, რომ დისციპლინურმა კომიტეტმა არც ერთ პიზოდში მასწავლებლის ბრალეულობა არ გამოკვეთა. მეტიც, ეს მასწავლებელი დანარჩენი მშობლებით გარშემორტყმული მოდიოდა სხდომებზე. ხმაურობდნენ, ყვიროდნენ, სხდომის ჩატარებას ხელს უშლიდნენ, პროკურატურით გვემუქრებოდნენ.“ შენ რას მიაღწევევ, შე ინტრიგანო, ჩვენ მეტნი ვართო,“ - ამ გოგოს ჩვენს თვალწინ ლანძღავდნენ.

დისციპლინურმა გაამართლა მასწავლებელი. საყვედურიც არ გამოუცხადებია, არადა ცალსახად იკვეთებოდა, რომ მასწავლებლის მართული იყვნენ მშობლები და ეს გოგო თავისი შვილიანად მოძულებული და გარიყული ჰყავდათ, რაც მასწავლებლის მხრიდან ეთიკის კოდექსის ცალსახა დარღვევაა. მშობლებმა პედაგოგის თანდასწრებით განცხადებაც კი დაწერეს და თავიანთი 15 ბავშვის სხვა კლასში გადაყვანა მოითხოვეს, ოღონდ ამ გოგოს შვილი აღარ ყოფილიყო მათ კლასში.

ამ საქმეს ახლა სამეურვეო საბჭო განიხილავს, როგორც სკოლის უზენაესი ორგანო. როგორ განიხილავს, რა პროცედურებით, ამაზე ცალკე დავწერ. შემდეგი ეტაპი განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი იქნება.

მოკლედ ასეთი ამბები ხდება ..

იცოდეთ მაინც, სად ვართ და რატომ არის მშობლობის როლის სწორი გააზრება საჭირო. ცხვრის ფარად ვიდრე გვაქცევდეს ვინმე!“ - წერს კავთუაშვილი.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს