ავტორი:

"იბერიელებმა შევიტანეთ ცივილიზაცია ეგვიპტეში..." - ხეოფსის პირამიდის იდეა საქართველოდან იღებს სათავეს?

"იბერიელებმა შევიტანეთ ცივილიზაცია ეგვიპტეში..." - ხეოფსის პირამიდის იდეა საქართველოდან იღებს სათავეს?

მკვლევარი კახაბერ ჭიღლაძე მრავალი წელია კვლევებს აწარმოებს იბერიულ-კავკასიური ტომების განსახლების სფეროში. ამჯერად ის AMBEBI.GE-ს მკითხველს უამბობს, თუ რა შეიტანეს იბერიელებმა ეგვიპტეში. მისი თქმით, უახლესი კვლევები სულ უფრო ამყარებს მოსაზრებას კავკასიისა და ეგვიპტის კავშირზე:

"მაგალითად: გენეტიკური კვლევა ტუტანხამონის გენომზე, რომლის ფესვებიც კავკასიიდან არის, ასევე ანთროპოლოგიური კვლევა ფლორიდაში, სანტა-კრუზის მუზეუმში არსებულ ეგვიპტის ფარაონის მუმიაზე, რომელსაც თეთრი კანი და ნათელი ფერის თმა და თვალები აქვს, უამრავი მსგავსება და საერთოა ტოპონიმიკაშიც და ა.შ. ამ კავშირებზე მიუთითებდა უამრავი გამოჩენილი მეცნიერი და მკვლევარი.

უძველესი წყაროებიდან ცნობილია, რომ ეგვიპტის ორი უდიდესი ღვთაება - თოთი და ოსირისი არ არიან ადგილობრივები, ისინი კავკასიიდან უნდა იყვნენ შესულნი და ეგვიპტელებს ასწავლეს წერა-კითხვა, მიწათმოქმედება, მადნეულის მოპოვებადა ა.შ. ანუ აზიარეს კულტურასა და ცივილიზაციას. ჩვენ გვხვდება თოთის მწვერვალი კავკასიონზე (სვანეთი), თოთის უღელტეხილი და სოფელი თოთი ყაზბეგის რაიონში.

პოეტ კობა არაბულის შესანიშნავ ჟურნალში - “მითი და ტრადიცია”, თავმოყრილია უამრავი უნიკალური მასალა იბერიული მოდგმის შესახებ, თუ როგორ გავრცელდა ქართულ-შუმერული ღვთაება ათენა ქიმეთში (ეგვიპტეში), ქართუსა და მითანის ქვეყნებიდან ამენხოტეპ IV-ის დროს, მან დაირქვა სახელი ენქიათენა, მისმა მეუღლემ ნეფერტიტი-ათენა, შვილებს კი უწოდეს თუთა-ანქი-ათენა და ანქი-სეპა-ათენა. ათენა მიიჩნეოდა მზის, ანუ უმაღლესი სიკეთის მომნიჭებელ ღვთაებად და მზე-ქალის სახით (გათენება) გამოისახებოდა, მისი დღესასწაული-ათენგენობა (გათენების-გენი) დღემდეა შემორჩენილი ხევსურეთში. ამ ტერიტორიაზე არსებული სალოცავები-ნიშები იდენტურია შუმერულისა, ე.წ ინანას ქუდი.

- ამბობთ, რომ ხეოფსის პირამიდების იდეა საქართველოდან არის?

- "ქურ" შუმერში მთას ნიშნავდა და ურჩხულსაც, რადგან მთა დროდადრო ცეცხლს (ლავას) აფრქვევდა, ქართულშიც "ქურ" მთას ნიშნავდა, საინგილოში – კახში "ქურ-მუხი", ანუ "მთა-მუხნარით" მნიშვნელოვანი სალოცავია. ქართული სიტყვა "ქურა" აღნიშნავს დანადგარს, რომელიც მთის ანალოგია, მის შუაგულში, როგორც მთისაში, ვითარდება დიდი ტემპერატურა, რაც გამოიყენება სხვადასხვა ლითონის გადასადნობად...

"ზიქურათი" იყო მსოფლიოში პირველი პირამიდა-სალოცავი, რომელიც შუმერებმა ააგეს ბუნებრივი მთის მსგავსად, ეს იყო ხსოვნა კავკასიის მთებზე არსებული ნიშები-სალოცავებისა. რაც ბუნებრივად ჰქონდათ კავკასიაში, ის ხელოვნურად გააკეთეს შუამდინარეთში - მთა სიცოცხლისა. "ზი-ქურა" ნიშნავს "ზე-მთას" და "თი" არის სიცოცხლის ქალღმერთი (შუმ), მასში არსებული არხებისა და სტრუქტურის დანიშნულება ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია თანამედროვე მეცნიერებას.

ცოტა ხნის წინ იალბუზის ძირში, ბაქსანის ხეობაში მიაგნეს მთაში გამოკვეთილ ისეთივე გვირაბების სისტემას, როგორიც ხეოფსის პირამიდაშია და ირკვევა, რომ კავკასიისა უფრო ადრინდელია, ვიდრე ეგვიპტის. მოგეხსენებათ, ეს ტერიტორია ადრე საქართველოს - სვანეთს ეკუთვნოდა, მაგრამ ახლა უკვე ყაბარდოშია და რუსეთის ფედერაციაში შედის.

მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებს სურდათ კავკასიაში ამ ხეობის და ხვამლის მთის გამოკვლევა. მათ ამისთვის იალბუზზე გადმოსვეს სპეცრაზმი "ედელვაისი".

ამ ფაქტში მთავარი ისაა, რომ ჯერ კიდევ ორმოციან წლებში ჰიტლერმა და სტალინმა იცოდნენ ამ ადგილების შესახებ. საერთოდ, დიდი ქვეყნების სპეცსამსახურებს უამრავი დაფარული ინფორმაცია გააჩნიათ, ისინი ცდილობენ დაამახინჯონ ფაქტები და ისტორია თავიანთ სასარგებლოდ შეცვალონ, მაგრამ სიმართლეს ვერავინ დამალავს. რაც შეეხება ბაქსანის ხეობის გვირაბების სისტემას, ეს ბუნებრივია, ხელით გაჭრილი არხები არ არის. იგი ზუსტად იმეორებს ხეოფსის პირამიდების განლაგებას და ათასი წლით ძველია ხეოფსის პირამიდებზე.

იბერიელებმა შევიტანეთ ცივილიზაცია ეგვიპტეში და ყველაფერი რაც აქ იყო. თავისთავად შეიქმნა მოთხოვნილება გაკეთებულიყო, ისეთი სახის სალოცავები, რაც კავკასიაში იყო " ცოცხალი მთა“. ჩვენ გვაქვს მთები, იალბუზს შექმნა აღარ ჭირდებოდა და როგორც იალბუზზე, ასევე სვანეთის, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის უამრავ მთაზე ნიში დღესაც დგას…გორის თავზე უბრალოდ ნიშის დადება იყო საჭირო და იმ თეთრი ქვის-კრისტალის, რაც პირამიდებს ახასიათებს. ეგვიპტეში რადგან მთა არ იყო, ხელოვნურად აშენებდნენ მთა-პირამიდებს და თეთრ კრისტალს თავზე ადგამდნენ. ეს რაღაც გენერატორების როლს ასრულებდა, თორემ იქ არც სამარხია და არც არაფერი მსგავსი... მეფეთა სამარხები ცალკეა.