ავტორი:

ქართული, ნატურალური, ვიტამინებით სავსე წვენი, რომელიც ბავშვებს შეუყვარდებათ - სასიამოვნო სიახლე ყველა მშობლისთვის

ქართული, ნატურალური, ვიტამინებით სავსე წვენი, რომელიც ბავშვებს შეუყვარდებათ - სასიამოვნო სიახლე ყველა მშობლისთვის

ალბათ არ არსებობს მშობელი, შვილის ჯანმრთელობაზე არ ღელავდეს და არ ნერვიულობდეს იმ საკითხზე, რასაც ჯანსაღი კვება ჰქვია. დღეს ძნელია იპოვო ბავშვი, რომელსაც უყვარს ის, რაც სასარგებლოა და არ უყვარს უსარგებლო, ე.წ. ჯანქ-ფუდი. სწორედ ამიტომ, ჩვენ, მშობლები გაფაციცებული ვეძებთ დახლებზე ისეთ ჯანსაღ პროდუქტებს, ბავშვს რომ ვიზუალურადაც მოეწონება, საგემოვნო თვისებებითაც და ნამდვილად შეიყვარებს. ანუ პატარა მას თავისით აირჩევს და სიხარულით მიირთმევს, დაძალების და ახსნა-განმარტებების გარეშე. ამიტომაც ის სიახლე, რაზეც ახლა გესაუბრებით, ნებისმიერ თქვენგანს გაახარებს. და გაახარებს იმიტომაც, რომ საუბარია ქართულ საწარმოზე, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებს მოერგო და ჯანსაღი კვების პროპაგანდის ძალიან კარგ კამპანიაში ჩაერთო.

„ჩერო - ქალაქში ახალი გმირები არიან“

სულ მალე, მომავალი კვირიდან, 24 სექტემბრიდან, ჩვენს პატარებს მართლაც კარგი ამბები ელით. როგორც ცნობილია, „ჩერო“ პოპულარული წვენია ბავშვებში და მათთვის ეს ახალი მიმართულება ერთგვარი საჩუქარი იქნება. შეიქმნა სპეციალურად საბავშვო სერია - პირველი ქართველი სუპერ გმირები, რომლებიც ერთდროულად განასახიერებენ ესოდენ აუცილებელ და სასარგებლო ხილსა და ვიტამინებს. ამ მხიარული გმირების ამბებზე კი სპეციალური კომიქსი შეიქმნა.

თითოეული შეფუთვა იქნება მხიარული, მიმზიდველი პატარისთვის და უნიკალური. ბექგრაუნდი განასახიერებს შეფუთვაზე დატანილი გმირის სამყაროს, ძლიერ მხარეებს, ვიტამინებს, რომლებსაც წვენი შეიცავს. გმირები განასახიერებენ ბავშვებს სუპერძალებით:

ალუბალი - ალუ და ბალი (ტყუპები, ქარივით სწრაფები)

ვაშლი - კაპიტანი ვაშლი (რკინასავით ძლიერი)

ფორთოხალი - დოქტორი ცევი (მკურნალი, ცნობისმოყვარე)

ბროწეული - ბროწო მაგი (ინტელექტუალი)

მულტიხილი - მულტი გოგო (ჭკვიანი, გაჯეტების მოყვარული, თანამედროვე)

ხარისხიანი, ქართული, ჯანსაღი და... საბავშვო

გვესაუბრება ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდმენეჯერი ირაკლი გელაძე:

- "ჩეროს" ძირითად მიმართულებად კვლავ რჩება ხარისხი! ეს ხაზი, "ჩეროს" ტრადიციული ნატურალური წვენების მსგავსად, ჩამოსხმულია ასპეტიკური ტექნოლოგიით. ასეპტიკური ჩამოსხმა საშუალებას იძლევა მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნას ხილში არსებული ვიტამინები და სასარგებლო თვისებები, შედეგად ვიღებთ ვიტამინებით სავსე ნამდვილ წვენს. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ "ჩერო" შეიცავს იმ საჭირო ვიტამინების დღიურ ნორმას, რომელიც ასეთი აუცილებელია ჩვენი პატარებისთვის.2017 წლიდან მოყოლებული, როდესაც „ჩერო“ გამოჩნდა ბაზარზე, მაქსიმალურად ვცდილობთ მომხმარებლის თვალში ვიყოთ სანდო, ხარსხიანი და ტრადიციული ქართული ბრენდი. ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ქართულ, ასევე უცხოელ ხილის ნედლეულის მომწოდებელ კომპანიებთან.

- ეს ინფორმაცია განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება მშობლებისთვის, რადგან ბავშვებში ჯანსაღი კვების პროპაგანდას უწყობთ ხელს...

- ნამდვილად ასეა. ახალი პროდუქტი (ჩერო „გმირები“) სწორედ ამას ემსახურება. ამიტომაც მაქსიმალურად ვცდილობთ ავითვისოთ არა მხოლოდ ტრადიციული გაყიდვის ობიექტები, არამედ საბავშვო ბაღები, სკოლები, საბავშვო ცენტრები და ა.შ. ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს პატარებს მივაწოდოთ გემრიელთან ერთად, სრულად დაცული და ჯანსაღი პროდუქტი.როგორც მოგეხსენებათ, გარდა იმისა, რომ ნატურალური წვენი შეიცავს ვიტამინებს და სასარგებლო თვისებებს, ის ასევე ბევრად მატონიზირებელია და არ უჩენს ადამიანს სიმძიმის გრძნობას საკვების მიღების შემდეგ, რაც დამეთანხმებით, დამახასიათებელია გაზიანი სასმელისთვის. ამასთან ერთად, "ჩერო" არ შეიცავს კონსერვანტებს და ხელოვნურ საღებავებს და არომატიზატორებს, რაც საკმაოდ საზიანოა განსაკუთრებით ბავშვთა ორგანიზმისთვის.

- ცოტა მეტი რომ გვესაუბროთ პროექტზე, ვინ შექმნა კომიქსი, მხიარული გმირები...

- პროექტის იდეა გაგვიჩნდა საკამოდ დიდი ხნის წინ, გვსურდა შეგვექმნა პირველი ქართველი სუპერ გმირები, რომლებიც ერთდროულად განასახიერებდნენ როგორც ხილებს, ასევე ვიტამინებს და მათ დადებით თვისებებს. უშუალოდ პროექტის განვითარებაზე ვიმუშავეთ სარეკლამო კომპანია „მარშალთან“, რომელმაც საბოლოოდ მიიყვანა ეს კონცეფცია ამ დონემდე. ყველა უცხოური სუპერგმირის საწყისი სწორედ კომიქსებია, ჩვენც არ ავუარეთ გვერდი ამ მიმართულებას და შევეცადეთ ჩვენი სუპერგმირების სამყარო, მათი თვისებები, ისტორია გადმოგვეცა სწორედ ამ ფორმით. კომიქსები ეტაპობრივად დაიდება სოციალურ ქსელში და ასევე შეზღუდული ტირაჟით, ბეჭდური სახით გადაეცემათ ბავშვებს. კონკრეტულად მიწოდების ფორმებზე აქტიურად ვმუშაობთ.

- როდის გამოჩნდება ჩერო "გმირები" და რა ეღირება?

- ჩერო „გმირები“ ბაზარზე აქტიურად გამოჩნდება მომავალი კვირიდან (24 სექტემბერი). ტრადიციულ სავაჭრო ობიექტებში მისი ფასი იქნება 1.5 ლარი.

ლელა ზურებიანი

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის