რეპერი ბერა ივანიშვილი და მოდელი ნანუკა გუდავაძე საფრანგეთში ისვენებენ. წყვილი "ინსტაგრამზე" პარიზში გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს. ბერა მადლობას უხდის უამრავ გულშემატკივარს, რომელმაც წყვილს ნიშნობა თბილი სიტყვებით მიულოცა.
ნანუკას და ბერას ლავ-სთორი რამდენიმე თვეს ითვლის. მომხიბვლელი მოდელი ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. წყვილმა ნიშნობის შესახებ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია.