მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩხარტიშვილთან, სუფრაზე მე გახლდით თამადა... ბერა დავლოცეთ, ბატონი ბიძინა ძალიან გახარებულია"
"ჩხარტიშვილთან, სუფრაზე მე გახლდით თამადა... ბერა დავლოცეთ, ბატონი ბიძინა ძალიან გახარებულია"

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, "რუს­თა­ვი 2"-მა გა­ავ­რცე­ლა მო­რი­გი ფა­რუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც "ომე­გა ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნებ­ლის ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის, ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი­სა და ირაკ­ლი ჩუ­ბი­ნიშ­ვი­ლის ლა­პა­რა­კია აღ­ბეჭ­დი­ლი. ოქუ­აშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც 2 წლის წინ შედ­გა, თამ­ბა­ქოს ბა­ზარ­ზე წი­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას შე­ე­ხე­ბა. სა­უბ­რი­სას ახ­სე­ნე­ბენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც. ამა­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­გორ სტუმ­რობ­და ვანო ჩხარ­ტიშ­ვილს ოზურ­გეთ­ში, ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრის გახ­სნა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. რო­გორც ირ­კვე­ვა, ამ თავ­ყრი­ლო­ბას ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის" სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლიც ეს­წრე­ბო­და, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ შეხ­ვედ­რა არას­წო­რად გა­შუქ­და და რო­გორც გვი­თხრა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ტენ­დენ­ცი­უ­რო­ბით ძა­ლი­ან აღ­შფო­თე­ბუ­ლია:

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რა­ღას ერ­ჩი­ან ვერ ვხვდე­ბი... ხუთი სა­ა­თი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ვანო ჩხარ­ტიშ­ვილ­თა­ნო და ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ თით­ქოს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ას­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გამო... ჩემი ხომ გჯე­რათ, ხალ­ხო? - ძა­ლი­ან დიდი ხანი ვემ­ზა­დე­ბო­დით გუ­რი­ა­ში ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრის გა­სახ­სნე­ლად. სა­უ­კე­თე­სო ცენ­ტრი აშენ­და ოზურ­გეთ­ში, რომ­ლის ასა­შე­ნებ­ლად ზრუნ­ვა ჯერ კი­დევ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის დროს და­ვი­წყეთ. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ნა­ძე­ნია მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის! უცხო­ელ სტუმ­რებს მო­ვიწ­ვევთ, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა და მთელ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა! ძა­ლი­ან მიკ­ვირს, ამ "რუს­თა­ვი 2"-ის, ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ქარ­თვე­ლე­ბი არ არი­ან, კაცო?! ყვე­ლას­თვის დიდი საქ­მე გა­კეთ­და დღეს ოზურ­გეთ­ში, ესე­ნი კი­დევ რას ავ­რცე­ლე­ბენ?!

- რად­გან ხუთი სა­ა­თი იმ­ყო­ფე­ბო­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სტუმ­რად ვანო ჩხარ­ტიშ­ვილ­თან, ეჭვი გაჩ­ნდა, რომ ეს ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებს უკავ­შირ­დე­ბო­და...

- ვინ იყო კაცო ხუთი სა­ა­თი? ორი-სამი სა­ა­თი თუ იქ­ნე­ბო­და, ში­ნა­უ­რუ­ლი შეკ­რე­ბა გვქონ­და. თუნ­დაც მთე­ლი კვი­რა იქ ყო­ფი­ლი­ყო, რა მა­გა­თი საქ­მეა?! ბავ­შვი­ვით ხომ ვერ და­ვი­წყებ დე­დის და­ფი­ცე­ბას, რომ იქ ნამ­დვი­ლად ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრის გახ­სნა ვი­ზე­ი­მეთ?! სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა "იბე­რი­ის" ხსე­ნე­ბა, კა­ცო­ბას, ჩემს ქვე­ყა­ნას გე­ფი­ცე­ბით! ამ­ბო­ბენ მო­ი­ტყუ­ეს თით­ქოს ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრის გახ­სნა იზე­ი­მე­სო, ისე იმის დედა, ვინც იტყუ­ე­ბო­დეს! შვი­ლებს გე­ფი­ცე­ბით იქ მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი, რად­გან ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხი ვი­ყა­ვით... "ბა­სი­ა­ნის" ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ ჩვენ­თან ერ­თად. ბი­ძი­ნა ცოტა გვი­ან შე­მოგ­ვი­ერ­თდა... ჩვენ­თვის რომ ეთ­ქვათ, რომ "იბე­რი­ის" წი­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი სდო­მო­დათ, მე რის­თვის და­მის­წრებ­დნენ, რა შუ­ა­ში ვი­ყა­ვი?! ისე კარ­გი გა­მახ­სე­ნეთ, თუ ასე ყვე­ლა ითხოვს, მეც მო­ვი­თხოვ "იბე­რი­ი­დან" და წა­მო­ვი­ღებ წი­ლებს... ვაი დე­და­საა! გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

"ჩხარტიშვილთან, სუფრაზე მე გახლდით თამადა... ბერა დავლოცეთ, ბატონი ბიძინა ძალიან გახარებულია"

"ჩხარტიშვილთან, სუფრაზე მე გახლდით თამადა... ბერა დავლოცეთ, ბატონი ბიძინა ძალიან გახარებულია"

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, "რუსთავი 2"-მა გაავრცელა მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის, ვანო ჩხარტიშვილისა და ირაკლი ჩუბინიშვილის ლაპარაკია აღბეჭდილი. ოქუაშვილის მტკიცებით, საუბარი, რომელიც 2 წლის წინ შედგა, თამბაქოს ბაზარზე წილების გადანაწილებას შეეხება. საუბრისას ახსენებენ ბიძინა ივანიშვილსაც. ამავე ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, თუ როგორ სტუმრობდა ვანო ჩხარტიშვილს ოზურგეთში, ფოლკლორის ცენტრის გახსნაზე ბიძინა ივანიშვილი. როგორც ირკვევა, ამ თავყრილობას ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელიც ესწრებოდა, რომელიც მიიჩნევს, რომ შეხვედრა არასწორად გაშუქდა და როგორც გვითხრა, ჟურნალისტების ტენდენციურობით ძალიან აღშფოთებულია:

- ბიძინა ივანიშვილს რაღას ერჩიან ვერ ვხვდები... ხუთი საათი იმყოფებოდნენ ვანო ჩხარტიშვილთანო და ვარაუდობენ, რომ თითქოს ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებული ჩანაწერების გამო... ჩემი ხომ გჯერათ, ხალხო? - ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდით გურიაში ფოლკლორის ცენტრის გასახსნელად. საუკეთესო ცენტრი აშენდა ოზურგეთში, რომლის ასაშენებლად ზრუნვა ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს დავიწყეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია მთელი საქართველოსთვის! უცხოელ სტუმრებს მოვიწვევთ, საერთაშორისო ფესტივალები გაიმართება და მთელ დასავლეთ საქართველოს მოემსახურება! ძალიან მიკვირს, ამ "რუსთავი 2"-ის, ამ ტელევიზიაში ქართველები არ არიან, კაცო?! ყველასთვის დიდი საქმე გაკეთდა დღეს ოზურგეთში, ესენი კიდევ რას ავრცელებენ?!

- რადგან ხუთი საათი იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილი სტუმრად ვანო ჩხარტიშვილთან, ეჭვი გაჩნდა, რომ ეს ფარულ ჩანაწერებს უკავშირდებოდა...

- ვინ იყო კაცო ხუთი საათი? ორი-სამი საათი თუ იქნებოდა, შინაურული შეკრება გვქონდა. თუნდაც მთელი კვირა იქ ყოფილიყო, რა მაგათი საქმეა?! ბავშვივით ხომ ვერ დავიწყებ დედის დაფიცებას, რომ იქ ნამდვილად ფოლკლორის ცენტრის გახსნა ვიზეიმეთ?! საერთოდ არ ყოფილა "იბერიის" ხსენება, კაცობას, ჩემს ქვეყანას გეფიცებით! ამბობენ მოიტყუეს თითქოს ფოლკლორის ცენტრის გახსნა იზეიმესო, ისე იმის დედა, ვინც იტყუებოდეს! შვილებს გეფიცებით იქ მხოლოდ ხელოვნებაზე იყო საუბარი, რადგან ხელოვანი ხალხი ვიყავით... "ბასიანის" ბიჭები იყვნენ ჩვენთან ერთად. ბიძინა ცოტა გვიან შემოგვიერთდა... ჩვენთვის რომ ეთქვათ, რომ "იბერიის" წილებზე საუბარი სდომოდათ, მე რისთვის დამისწრებდნენ, რა შუაში ვიყავი?! ისე კარგი გამახსენეთ, თუ ასე ყველა ითხოვს, მეც მოვითხოვ "იბერიიდან" და წამოვიღებ წილებს... ვაი დედასაა! განაგრძეთ კითხვა

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს