სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
19 წლის გოგონა კლიპში ბუსტჰალტერით გამოჩნდა და ყირგიზეთში თავის მოკვეთით ემუქრებიან
19 წლის გოგონა კლიპში ბუსტჰალტერით გამოჩნდა და ყირგიზეთში თავის მოკვეთით ემუქრებიან

ყირ­გი­ზი მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც კლიპ­ში ბუს­ტჰალ­ტე­რით გა­მოჩ­ნდა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ახ­ვი­ეს. სიმ­ღე­რა­ში „გო­გო­ნა“ 19 წლის ზერე ასილ­ბე­კი მღე­რის, რომ არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა ქა­ლებ­სა და გო­გო­ნებს მი­უ­თი­თონ, რა ჩა­იც­ვან და რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ.

ზე­რეს­თან ერ­თად კლიპ­ში ჩა­ნან გო­გო­ნე­ბი სხვა­დას­ხვა ჩაც­მუ­ლო­ბით - ჰი­ჯა­ბე­ბით, ტრა­დი­ცი­უ­ლი ყირ­გი­ზუ­ლი კა­ბე­ბით და სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბით.

ეს ზე­რეს პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რაა, რო­მე­ლიც 2 თვის წინ გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა მისი გან­ხილ­ვა კლი­პის გა­და­ღე­ბის შემ­დეგ და­ი­წყეს. ვინც მუ­სი­კო­სის აზრს იზი­ა­რებს, ფო­ტო­ებს შიდა თეთ­რე­უ­ლით იღებს და „ფე­ის­ბუქ­ზე“ ტვირ­თავს. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ პატ­რი­არ­ქა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად ტან­საც­მლის გახ­დაა სა­ჭი­რო.

ნა­ხეთ ვი­დეო : 19 წლის ყირ­გიზ მომ­ღე­რალს, ვი­დე­ო­ში ბიუს­ტჰალ­ტე­რით გა­მო­ჩე­ნის გამო, "თა­ვის მოჭ­რით" ემუქ­რე­ბი­ან

თუმ­ცა, სიმ­ღე­რამ დიდი ნა­წი­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია და ზე­რეს ან­გა­რიშს­წო­რე­ბით ემუქ­რე­ბი­ან. მომ­ღე­რალ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა მუ­ქა­რის ტექ­სტე­ბი, ერთ-ერთ მათ­გან­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ზე­რეს „თავს მო­აჭ­რი­ან“.

მომ­ღე­რალ­მა გან­ცხა­დე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­შიც და­წე­რა, შსს-ში კი გა­ნა­ცხა­დეს, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ მის და­სა­ცა­ვად.

ამას­თან, უფრო მეტს სა­უბ­რო­ბენ არა სიმ­ღე­რის ში­ნა­არსზე, არა­მედ ზე­რეს გა­რეგ­ნო­ბა­ზე. გო­გო­ნას სხე­უ­ლის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რებს შო­რის ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ფე­ლიქს კუ­ლო­ვიც კი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც ზერე და­იც­ვა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ „გო­გო­ნას ფორ­მა იდე­ა­ლუ­რი რომ ყო­ფი­ლი­ყო, კლი­პი ასეთ აჟი­ო­ტაჟს არ გა­მო­იწ­ვევ­და“.

ზერე კი ამ­ბობს, რომ მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია - მას სურ­და, პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი კლი­პით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი აქ­ტი­უ­რად და­წყე­ბუ­ლი­ყო.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

19 წლის გოგონა კლიპში ბუსტჰალტერით გამოჩნდა და ყირგიზეთში თავის მოკვეთით ემუქრებიან

19 წლის გოგონა კლიპში ბუსტჰალტერით გამოჩნდა და ყირგიზეთში თავის მოკვეთით ემუქრებიან

ყირგიზი მომღერალი, რომელიც კლიპში ბუსტჰალტერით გამოჩნდა, სოციალურ ქსელებში კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიეს. სიმღერაში „გოგონა“ 19 წლის ზერე ასილბეკი მღერის, რომ არავის აქვს უფლება ქალებსა და გოგონებს მიუთითონ, რა ჩაიცვან და როგორ გამოიყურებოდნენ.

ზერესთან ერთად კლიპში ჩანან გოგონები სხვადასხვა ჩაცმულობით - ჰიჯაბებით, ტრადიციული ყირგიზული კაბებით და საცურაო კოსტიუმებით.

ეს ზერეს პირველი სიმღერაა, რომელიც 2 თვის წინ გამოჩნდა, თუმცა მისი განხილვა კლიპის გადაღების შემდეგ დაიწყეს. ვინც მუსიკოსის აზრს იზიარებს, ფოტოებს შიდა თეთრეულით იღებს და „ფეისბუქზე“ ტვირთავს. ისინი ამბობენ, რომ პატრიარქალურ ქვეყანაში საკუთარი უფლებების დასაცავად ტანსაცმლის გახდაა საჭირო.

ნახეთ ვიდეო : 19 წლის ყირგიზ მომღერალს, ვიდეოში ბიუსტჰალტერით გამოჩენის გამო, "თავის მოჭრით" ემუქრებიან

თუმცა, სიმღერამ დიდი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია და ზერეს ანგარიშსწორებით ემუქრებიან. მომღერალმა გამოაქვეყნა მუქარის ტექსტები, ერთ-ერთ მათგანში აღნიშნულია, რომ ზერეს „თავს მოაჭრიან“.

მომღერალმა განცხადება სამართალდამცავ ორგანოებშიც დაწერა, შსს-ში კი განაცხადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ მის დასაცავად.

ამასთან, უფრო მეტს საუბრობენ არა სიმღერის შინაარსზე, არამედ ზერეს გარეგნობაზე. გოგონას სხეულის შესახებ კომენტარების ავტორებს შორის ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფელიქს კულოვიც კი აღმოჩნდა, რომელმაც ზერე დაიცვა, თუმცა აღნიშნა, რომ „გოგონას ფორმა იდეალური რომ ყოფილიყო, კლიპი ასეთ აჟიოტაჟს არ გამოიწვევდა“.

ზერე კი ამბობს, რომ მიზანი მიღწეულია - მას სურდა, პროვოკაციული კლიპით საზოგადოებაში ქალების უფლებებზე საუბარი აქტიურად დაწყებულიყო.

მამა "ნაცმოძრაობის" დეპუტატი იყო, გახდება თუ არა ქალიშვილი "ოცნების" პარლამენტარი - დებ კვიციანების წარმატება, ოჯახური ბიზნესი და კავშირები

"საქართველოში ყველას თანაბრად არ მიუწვდება ხელი განათლებაზე..." - 26 წლის ბიჭი აფხაზეთიდან, რომელმაც უკვე 5 სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტში ისწავლა

ქართველი პოლიტიკოსების ცოლები, რომლებიც სხვადასხვა დროს სკანდალში გაეხვნენ