საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსწავლეები ტანსაცმლის ბრენდებში არ ეჯიბრებიან..." - რატომ შეჰყავთ მშობლებს შვილები კერძო სკოლაში
"მოსწავლეები ტანსაცმლის ბრენდებში არ ეჯიბრებიან..." - რატომ შეჰყავთ მშობლებს შვილები კერძო სკოლაში

სას­კო­ლო ასა­კის დად­გო­მის­თა­ნა­ვე ოჯა­ხის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი ისე­თი სკო­ლის შერ­ჩე­ვაა, სა­დაც ბავ­შვი კარგ და ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას მი­ი­ღებს. ბოლო წლებ­ში სულ უფრო იზ­რდე­ბა მო­თხოვ­ნა კერ­ძო სკო­ლე­ბი­სად­მი, 2017-2018 სას­წავ­ლო წელს კერ­ძო სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­ი­მა­ტა - ამ­დე­ნი მოს­წავ­ლე კერ­ძო სკო­ლებს 2000 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, არც ერთ წელს არ ჰყო­ლი­ათ.

კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ კერ­ძო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბის დონე ძი­რი­თად შემ­თხვე­ვა­ში უფრო მა­ღა­ლია, თუმ­ცა ისიც არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ კერ­ძო სკო­ლა­ში სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და, სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლე­ბის მქო­ნე ოჯა­ხის­თვი­საც კი ძა­ლი­ან რთუ­ლია.

AMBEBI.GE შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ირ­ჩე­ვენ მშობ­ლე­ბი სკო­ლას და რე­ა­ლუ­რად, რით გან­სხვავ­დე­ბა კერ­ძო და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი.

„პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწავ­ლის დონე. კერ­ძო სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელს ბევ­რად მეტი დრო აქვს თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შვის­თვის. მოს­წავ­ლეს პირ­ვე­ლი­ვე კლა­სი­დან უტარ­დე­ბა უცხო ენე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი. სკო­ლა­ში შეს­ვლა ისე­დაც ერ­თგვა­რი სტრე­სია პა­ტა­რე­ბის­თვის, კერ­ძო სკო­ლებ­ში კი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ ბავ­შვებს ნე­ბის­მი­ე­რი უარ­ყო­ფი­თი ემო­ცია თა­ვი­დან აა­ცი­ლონ.

რა თქმა უნდა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. კერ­ძო სკო­ლა მე­ტად და­ცუ­ლია, არ არის ქა­ო­სუ­რი სი­ტუ­ა­ცია და მშობ­ლის აზრს მაქ­სი­მა­ლუ­რად ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ" - აღ­ნიშ­ნავს თა­მარ გა­ბი­სო­ნია, რო­მელ­მაც შვი­ლი წელს „ქარ­თულ-ამე­რი­კულ უმაღ­ლეს სკო­ლა­ში“ შე­იყ­ვა­ნა.

კერ­ძო სკო­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბებ­ზე სა­უბ­რობს სა­ლო­მე მა­ხა­რა­ძეც, რო­მელ­საც უკვე სამი წე­ლია შვი­ლი „წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა­ში“ დაჰ­ყავს. მშო­ბე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­ნათ­ლე­ბის დო­ნეს­თან ერ­თად, სკო­ლა­ში დიდი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა მოს­წავ­ლის კულ­ტუ­რულ და ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას.

"სკო­ლა­ში არის და­მა­ტე­ბი­თი წრე­ე­ბი. არ­ჩე­ვა­ნი დი­დია: ცურ­ვა, ცეკ­ვა, ხატ­ვა, მუ­სი­კა და რაც ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის, სკო­ლას აქვს ფორ­მა. მშო­ბელს ყო­ველ­დღე არ უწევს იმა­ზე ფიქ­რი, რა ჩა­აც­ვას ბავ­შვს. მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ჩაც­მის სტილ­სა და ტან­საც­მლის ბრენ­დებ­ში არ ეჯიბ­რე­ბი­ან, რაც სა­ჯა­რო სკო­ლის ერთ-ერთი მწვა­ვე პრობ­ლე­მაა", - ამ­ბობს სა­ლო­მე მა­ხა­რა­ძე.

AMBEBI.GE-ს მიერ გა­მო­კი­თხუ­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლე­ბის ნა­წი­ლი სკო­ლა­ში სწავ­ლის დო­ნით კმა­ყო­ფი­ლია და აცხა­დებს, რომ პირ­ვე­ლი­ვე კლა­სი­დან გა­ნათ­ლე­ბა­ში ფუ­ლის გა­დახ­დის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის. მათი გან­მარ­ტე­ბით, ბევ­რი სა­ჯა­რო სკო­ლაა, სა­დაც სწავ­ლის ხა­რის­ხი და მას­წავ­ლებ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია სრუ­ლი­ად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ნა­წი­ლი კი ამ­ბობს, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ ჰქონ­დეს, სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ბავ­შვს არ ატა­რებ­და.

გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტი სი­მონ ჯა­ნა­შია AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი და არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბია.

"უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში: უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში, სკო­ლის ბა­ზა­ზე არ არ­სე­ბობს ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი, მო­ედ­ნე­ბი. იქაც კი, სა­დაც სკო­ლას გარე სივ­რცის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, აუთ­ვი­სე­ბე­ლია და სპორ­ტუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი თით­ქმის ამო­ღე­ბუ­ლია სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­დან. სა­ჯა­რო სკო­ლებს გან­ვი­თა­რე­ბა­ში ზედ­მე­ტი ბა­რი­ე­რე­ბი უშ­ლის ხელს.

ძა­ლი­ან ჭირს სკო­ლა­ში კად­რე­ბის შეც­ვლა. სა­მი­ნის­ტრო დი­რექ­ტო­რებს არა­ფორ­მა­ლუ­რად მი­უ­თი­თებს, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვერ ვი­ტყვით რომ კერ­ძო სკო­ლა კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ერ­თა­დერ­თი გზაა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ­სე­ბობს ისე­თი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბიც, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ძა­ლი­ან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რია და ხში­რად ეს პე­და­გო­გე­ბი კერ­ძო სკო­ლებ­შიც ას­წავ­ლი­ან, გა­დი­ან გა­დამ­ზა­დე­ბას და ვი­თარ­დე­ბი­ან" - აცხა­დებს სი­მონ ჯა­ნა­შია.

ექ­სპერ­ტის თქმით, ISET-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ბოლო კვლე­ვით, კერ­ძო და სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­სხვა­ვე­ბა არ გა­მოვ­ლინ­და.

"ჩვენ ბევ­რი სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თი გვი­ნა­ხავს და მათი მიღ­წე­ვე­ბი ხში­რად არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა კერ­ძო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვებს. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კერ­ძო სკო­ლებ­ში სა­ჯა­როს­თან შე­და­რე­ბით, უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მე­ბია, შე­მეც­ნე­ბი­თი გა­რე­მოა, უფრო მეტი კლუ­ბია. კერ­ძო სკო­ლა­ში, რო­გორც წესი ბავ­შვე­ბი უფრო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, სა­ჯა­რო­ში კი, ხში­რად კარ­გი მოს­წავ­ლე იჩაგ­რე­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ კლას­ში ბავ­შვე­ბის მიერ ცუდი სწავ­ლა უფრო წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია.

კერ­ძო სკო­ლის არ­ჩე­ვი­სას მშობ­ლე­ბი ხში­რად ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მოს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვი რო­გორ წრე­ში ვი­თარ­დე­ბა. უნდა ით­ქვას, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბი არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვიდ­რე ცოდ­ნა, ეს ასეა არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში.

თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ კერ­ძო სკო­ლე­ბის ნა­წილ­ში შვი­ლის შე­სა­ხებ ზუს­ტი სუ­რა­თის და­ნახ­ვა ჭირს. მი­ზე­ზი კი ისაა, რომ სკო­ლას, რა თქმა უნდა, არ სურს მოს­წავ­ლის და­კარ­გვა. რის გა­მოც ხში­რად ხდე­ბა მათი ნიშ­ნე­ბით წა­ხა­ლი­სე­ბა. თუმ­ცა მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის­გან და­ზღვე­უ­ლი არც სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვართ. ამი­ტომ მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იმის­თვის რომ შვი­ლის მიღ­წე­ვე­ბის და პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­სში ვი­ყოთ", - აღ­ნიშ­ნავს გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტი.

სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში 223 კერ­ძო და 2085 სა­ჯა­რო სკო­ლაა. 518 038 მოს­წავ­ლე - სა­ჯა­რო, 57 143 კი კერ­ძო სკო­ლა­ში სწავ­ლობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"მოსწავლეები ტანსაცმლის ბრენდებში არ ეჯიბრებიან..." - რატომ შეჰყავთ მშობლებს შვილები კერძო სკოლაში

"მოსწავლეები ტანსაცმლის ბრენდებში არ ეჯიბრებიან..." - რატომ შეჰყავთ მშობლებს შვილები კერძო სკოლაში

სასკოლო ასაკის დადგომისთანავე ოჯახის მთავარი საზრუნავი ისეთი სკოლის შერჩევაა, სადაც ბავშვი კარგ და ხარისხიან განათლებას მიიღებს. ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა კერძო სკოლებისადმი, 2017-2018 სასწავლო წელს კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა - ამდენი მოსწავლე კერძო სკოლებს 2000 წლიდან მოყოლებული, არც ერთ წელს არ ჰყოლიათ.

კვლევებით დასტურდება, რომ კერძო სკოლის მოსწავლეების განათლების დონე ძირითად შემთხვევაში უფრო მაღალია, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კერძო სკოლაში სწავლის საფასურის გადახდა, საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახისთვისაც კი ძალიან რთულია.

AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, რა კრიტერიუმებით ირჩევენ მშობლები სკოლას და რეალურად, რით განსხვავდება კერძო და საჯარო სკოლები.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სწავლის დონე. კერძო სკოლაში მასწავლებელს ბევრად მეტი დრო აქვს თითოეული ბავშვისთვის. მოსწავლეს პირველივე კლასიდან უტარდება უცხო ენების გაკვეთილები. სკოლაში შესვლა ისედაც ერთგვარი სტრესია პატარებისთვის, კერძო სკოლებში კი მაქსიმალურად ცდილობენ ბავშვებს ნებისმიერი უარყოფითი ემოცია თავიდან ააცილონ.

რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. კერძო სკოლა მეტად დაცულია, არ არის ქაოსური სიტუაცია და მშობლის აზრს მაქსიმალურად ითვალისწინებენ" - აღნიშნავს თამარ გაბისონია, რომელმაც შვილი წელს „ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში“ შეიყვანა.

კერძო სკოლების უპირატესობებზე საუბრობს სალომე მახარაძეც, რომელსაც უკვე სამი წელია შვილი „წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში“ დაჰყავს. მშობელი აღნიშნავს, რომ განათლების დონესთან ერთად, სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლის კულტურულ და ფიზიკურ განვითარებას.

"სკოლაში არის დამატებითი წრეები. არჩევანი დიდია: ცურვა, ცეკვა, ხატვა, მუსიკა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, სკოლას აქვს ფორმა. მშობელს ყოველდღე არ უწევს იმაზე ფიქრი, რა ჩააცვას ბავშვს. მოსწავლეები ერთმანეთს ჩაცმის სტილსა და ტანსაცმლის ბრენდებში არ ეჯიბრებიან, რაც საჯარო სკოლის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა", - ამბობს სალომე მახარაძე.

AMBEBI.GE-ს მიერ გამოკითხული საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლების ნაწილი სკოლაში სწავლის დონით კმაყოფილია და აცხადებს, რომ პირველივე კლასიდან განათლებაში ფულის გადახდის საჭიროება არ არის. მათი განმარტებით, ბევრი საჯარო სკოლაა, სადაც სწავლის ხარისხი და მასწავლებლების კვალიფიკაცია სრულიად დამაკმაყოფილებელია. ნაწილი კი ამბობს, რომ შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, საჯარო სკოლაში ბავშვს არ ატარებდა.

განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია AMBEBI.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ საჯარო სკოლების უმრავლესობის მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი საპირფარეშოები და არაკვალიფიციური კადრებია.

"უამრავი პრობლემაა საჯარო სკოლებში: უმრავლეს შემთხვევაში, სკოლის ბაზაზე არ არსებობს ლაბორატორიები, სპორტული დარბაზები, მოედნები. იქაც კი, სადაც სკოლას გარე სივრცის გამოყენების შესაძლებლობა აქვს, აუთვისებელია და სპორტული მეცადინეობები თითქმის ამოღებულია სასწავლო პროცესიდან. საჯარო სკოლებს განვითარებაში ზედმეტი ბარიერები უშლის ხელს.

ძალიან ჭირს სკოლაში კადრების შეცვლა. სამინისტრო დირექტორებს არაფორმალურად მიუთითებს, რომ მასწავლებელი არ გაათავისუფლოს. თუმცა მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით რომ კერძო სკოლა კარგი განათლების მიღების ერთადერთი გზაა. საბედნიეროდ, არსებობს ისეთი საჯარო სკოლებიც, სადაც მასწავლებლების უმრავლესობა ძალიან კვალიფიციურია და ხშირად ეს პედაგოგები კერძო სკოლებშიც ასწავლიან, გადიან გადამზადებას და ვითარდებიან" - აცხადებს სიმონ ჯანაშია.

ექსპერტის თქმით, ISET-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევით, კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის განათლების დონეში მნიშვნელოვანი განსხვავება არ გამოვლინდა.

"ჩვენ ბევრი საჯარო სკოლის მოსწავლის ძალიან წარმატებული მაგალითი გვინახავს და მათი მიღწევები ხშირად არაფრით ჩამოუვარდება კერძო სკოლის მოსწავლეების მიღწევებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, კერძო სკოლებში საჯაროსთან შედარებით, უფრო მრავალფეროვანი პროგრამებია, შემეცნებითი გარემოა, უფრო მეტი კლუბია. კერძო სკოლაში, როგორც წესი ბავშვები უფრო მოტივირებულები არიან, საჯაროში კი, ხშირად კარგი მოსწავლე იჩაგრება მხოლოდ იმიტომ, რომ კლასში ბავშვების მიერ ცუდი სწავლა უფრო წახალისებულია.

კერძო სკოლის არჩევისას მშობლები ხშირად ყურადღებას აქცევენ სოციალურ გარემოს, მნიშვნელოვანია ბავშვი როგორ წრეში ვითარდება. უნდა ითქვას, რომ სოციალური კავშირები არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ცოდნა, ეს ასეა არამხოლოდ საქართველოში და განსაკუთრებით საქართველოში.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ კერძო სკოლების ნაწილში შვილის შესახებ ზუსტი სურათის დანახვა ჭირს. მიზეზი კი ისაა, რომ სკოლას, რა თქმა უნდა, არ სურს მოსწავლის დაკარგვა. რის გამოც ხშირად ხდება მათი ნიშნებით წახალისება. თუმცა მსგავსი შემთხვევებისგან დაზღვეული არც საჯარო სკოლაში ვართ. ამიტომ მშობლის ჩართულობა ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ შვილის მიღწევების და პრობლემების შესახებ საქმის კურსში ვიყოთ", - აღნიშნავს განათლების ექსპერტი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში 223 კერძო და 2085 საჯარო სკოლაა. 518 038 მოსწავლე - საჯარო, 57 143 კი კერძო სკოლაში სწავლობს.

"ბუნიათიშვილს მამსგავსებენ, ხატიათიც მოუმართავთ" - გაიცანით "დიდი სცენის" კონკურსანტი, რომელსაც ცნობილი პიანისტის ორეულს უწოდებენ

"მის მრევლს მინდა გითხრათ: თქვენ ხართ ბედნიერი, რადგან ამ მამაოსთან გაქვთ საქმე" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი, რომლის შვილმა ლეიკემია დაამარცხა

"ინტერპრესნიუსმა" 20 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან