ავტორი:

2018 წლის 20-22 სექტემბერს Check In Georgia-ს ფარგლებში ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea გაიხსნა

2018 წლის 20-22 სექტემბერს Check In Georgia-ს ფარგლებში ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea გაიხსნა

სამი დღის განმავლობაში ბათუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწე წარმატებული ადამიანები მოიყრიან თავს. უკვე მეოთხე წელია საქართველო საერთაშორისო დონის რეკლამის ფესტივალს მასპინძლობს. პირველად AD Black sea-მ სტარტი 2015 წელს აიღო, აღნიშნულ ფესტივალს გამოხმაურება მოჰყვა არამარტო საქართველოში, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით.

Ad Black Sea ფესტივალის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საერთაშორისო დონის სემინარებს, მიიღონ უახლესი ინფორმაცია რეკლამის ინდუსტრიაში არსებული ტრენდების და ტენდენციების შესახებ. წელსაც დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას მსოფლიოში წამყვანი სპიკერები გაუზიარებენ. მათ შორის იქნებიან: John Pallant - Creative Director, Brouhaha, UK; Luna Maurer - Creative Director, MONIKER, Netherlands; Iñaki Martí Mata - Executive Creative Director, Service Plan, Spain; Dan Williams - Creative Director, The Mill’s London studio, UK. და ამერიკული სააგენტოს Sagmeister & Walsh-ის თანადამფუძნებელი, გრაფიკული დიზაინერი, არტ დირექტორი და ილუსტრატორი - Jessica Walsh-ი, რომელიც არაერთი ჯილდოს მფლობელი და თვალსაჩინო ნამუშევრის ავტორია.

სარეკლამო სფეროში უცხოური გამოცდილება საკმაოდ მნიშვნელოვანი გახლავთ. სწორი ხედვა და პროფესიონალიზმი წინსვლის აუცილებელი წინაპიორობაა. პარალალურ რეჟიმში ახალგაზრდები შეძლებენ კომუნიკაციის მათთვის საინტერესო ადამიანებთან დამყარებას, სწორედ ამ ფესტივალისთვის Ad Black Sea-ს დამფუძნებლებმა სპეციალურად ჟიურის 15 კაციანი შემადგენლობა მოიწვია. 3 დღის განმავლობაში ფარული კენჭისყრის მეშვეობით ფესტივალის ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს. საერთო ჯამში ფესტივალზე წარდგენილი იქნება 700-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც 10 კატეგორიაში გადანაწილდება.

● Film,

● Film & Craft,

● Print & Publishing,

● Out of Home,

● Radio,

● Design & Branding,

● Digital & Mobile,

● Advertising Campaigns,

● Media, Branding Content & Visual Storytelling.

საერთაშორისო ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს. გამარჯვებულები ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდებიან. ასევე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდებიან საუკეთესო სააგენტოს ტიტულის ნომინანტებიც.

წელს ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტო მიიღებს. AD Black Sea 2018-ის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და ამასთან, მონაწილეების წახალისებაც გახლავთ. 3 დღიანი სარეკლამო ფესტივალი AD Black Sea 2018 გალა დაჯილდოებით დაიხურება და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს მომავალ წლამდე დაემშვიდობება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი