მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Accor Group-ის Luxury და Premium კლასის ბრენდების ვიცე-პრეზიდენტი ოპერაციულ ნაწილში სენიორ აიდენ მაკოლეი თბილისში AXIS Towers-ის Pullman-ის სასტუმროში მიმდინარე სამუშაოების გასაცნობად იმყოფებოდა
Accor Group-ის Luxury და Premium კლასის ბრენდების ვიცე-პრეზიდენტი ოპერაციულ ნაწილში სენიორ აიდენ მაკოლეი თბილისში AXIS Towers-ის Pullman-ის სასტუმროში მიმდინარე სამუშაოების გასაცნობად იმყოფებოდა

კომ­პა­ნია AXIS-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, მა­კო­ლე­იმ mock-up ოთა­ხე­ბი და სხვა სივ­რცე­ე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რა. სას­ტუმ­რო Pullman აქ­სის თა­უ­ერსში სწო­რედ Accor Group-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და მათი სტან­დარ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ეწყო­ბა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ბიზ­ნეს სეგ­მენტზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

„Accor Group 50 წელ­ზე მეტი ხნის ის­ტო­რი­ის მქო­ნე ფრან­გუ­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია 100 ქვე­ყა­ნა­ში 4,500 სას­ტუმ­რო­თი, 250 000 და­საქ­მე­ბუ­ლით, 570 000-მდე ოთა­ხით. 20-მდე ბრენ­დით. ბრენ­დე­ბი გათ­ვლი­ლია სხვა­დას­ხვა სეგ­მენტზე. მათ შო­რის Luxury და Premium სეგ­მენ­ტებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა Pullman, Raffles, Fairmont, Sofitel, Novotel და სა­შუ­ა­ლო სეგ­მენტზე გათ­ვლი­ლი ბრენ­დე­ბიც.

აი­დენ მა­კო­ლე­ის გან­ცხა­დე­ბით, აქ­სის თა­უ­ერ­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რა თა­ვის­თა­ვად გახ­დე­ბა ახა­ლი „ლენდმარ­კი“ თბი­ლი­სი­სა და მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის­თვის“, - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

„მო­ხა­რუ­ლი და ამა­ყე­ბი ვართ იმ მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, რაც აქ­სის თა­უ­ერსთან გვა­კავ­ში­რებს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თა­უ­ერ­სის სა­ო­ცა­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის კომ­ბი­ნა­ცია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ო­ბა იქ­ნე­ბა და ახა­ლი ორი­ენ­ტი­რი გახ­დე­ბა, რო­გორც თბი­ლი­სის­თვის ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. სას­ტუმ­როს გახ­სნა მალე იგეგ­მე­ბა და ჩვე­ნი სტუმ­რე­ბი აქ ნამ­დვი­ლად შე­მოქ­მე­დე­ბით გა­რე­მოს აღ­მო­ა­ჩე­ნენ. გვა­ხა­რებს და გვა­ი­მე­დებს ის, რომ წლი­დან წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა. ჩვე­ნი ჯგუ­ფი ცნო­ბი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის დამ­კვიდ­რე­ბით. ჩვენ მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ აქ­სის თა­უ­ერ­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან, სა­კუთ­რივ სამ­შე­ნებ­ლო ჯგუ­ფებ­თან. ეს პრო­ცე­სი ჩვენ გვარ­წმუ­ნებს, რომ თბი­ლის­ში, აქ­სის თა­უ­ერსში, ბიზ­ნეს­სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის Pullman-ი იქ­ნე­ბა უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის“,- აღ­ნიშ­ნა სე­ნი­ორ აი­დენ მა­კო­ლე­იმ.

დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია აქ­სი­სის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი სა­მარ­გუ­ლი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ სხვა 5 ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით აქ სა­ერ­თო სივ­რცე­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა ერთ ნო­მერ­ზე გა­ცი­ლე­ბით აღე­მა­ტე­ბა არ­სე­ბულ პრაქ­ტი­კას.

„ამ სივ­რცე­ე­ბის 12 000 კვ მეტრზე გან­თავ­სე­ბუ­ლია Skybar-ი ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბით, რომ­ლე­ბიც იშ­ლე­ბა 140 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან, 25 მეტ­რი­ა­ნი სა­ცუ­რაო აუზი მოძ­რა­ვი სა­ხუ­რა­ვით და სპა ცენ­ტრით, რეს­ტო­რა­ნი, ბა­რე­ბი, ასე­ვე დიდი სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზი, სა­თათ­ბი­რო ოთა­ხე­ბი და სხვა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სივ­რცე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სას­ტუმ­როს გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წილს წარ­მო­ად­გე­ნენ”, - აღ­ნიშ­ნა სა­მარ­გუ­ლი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

Accor Group-ის Luxury და Premium კლასის ბრენდების ვიცე-პრეზიდენტი ოპერაციულ ნაწილში სენიორ აიდენ მაკოლეი თბილისში AXIS Towers-ის Pullman-ის სასტუმროში მიმდინარე სამუშაოების გასაცნობად იმყოფებოდა

Accor Group-ის Luxury და Premium კლასის ბრენდების ვიცე-პრეზიდენტი ოპერაციულ ნაწილში სენიორ აიდენ მაკოლეი თბილისში AXIS Towers-ის Pullman-ის სასტუმროში მიმდინარე სამუშაოების გასაცნობად იმყოფებოდა

კომპანია AXIS-ის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მაკოლეიმ mock-up ოთახები და სხვა სივრცეები დაათვალიერა. სასტუმრო Pullman აქსის თაუერსში სწორედ Accor Group-თან თანამშრომლობით და მათი სტანდარტების გათვალისწინებით ეწყობა, რომელიც მსოფლიოში ბიზნეს სეგმენტზეა ორიენტირებული.

„Accor Group 50 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე ფრანგული კომპანიაა, რომელიც წარმოდგენილია 100 ქვეყანაში 4,500 სასტუმროთი, 250 000 დასაქმებულით, 570 000-მდე ოთახით. 20-მდე ბრენდით. ბრენდები გათვლილია სხვადასხვა სეგმენტზე. მათ შორის Luxury და Premium სეგმენტებზე, როგორებიცაა Pullman, Raffles, Fairmont, Sofitel, Novotel და საშუალო სეგმენტზე გათვლილი ბრენდებიც.

აიდენ მაკოლეის განცხადებით, აქსის თაუერსის არქიტექტურა თავისთავად გახდება ახალი „ლენდმარკი“ თბილისისა და მთლიანად ქვეყნისთვის“, - აცხადებენ კომპანიაში.

„მოხარული და ამაყები ვართ იმ მჭიდრო თანამშრომლობით, რაც აქსის თაუერსთან გვაკავშირებს. დარწმუნებული ვარ, თაუერსის საოცარი არქიტექტურის კომბინაცია ძალიან საინტერესო სანახაობა იქნება და ახალი ორიენტირი გახდება, როგორც თბილისისთვის ასევე საქართველოსთვის. სასტუმროს გახსნა მალე იგეგმება და ჩვენი სტუმრები აქ ნამდვილად შემოქმედებით გარემოს აღმოაჩენენ. გვახარებს და გვაიმედებს ის, რომ წლიდან წლამდე საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება. ჩვენი ჯგუფი ცნობილი და გამორჩეულია საერთაშორისო ბაზარზე მაღალი სტანდარტების დამკვიდრებით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აქსის თაუერსის ხელმძღვანელობასთან, საკუთრივ სამშენებლო ჯგუფებთან. ეს პროცესი ჩვენ გვარწმუნებს, რომ თბილისში, აქსის თაუერსში, ბიზნესსაზოგადოებისთვის და დამსვენებლებისთვის Pullman-ი იქნება უმაღლესი ხარისხის“,- აღნიშნა სენიორ აიდენ მაკოლეიმ.

დეველოპერული კომპანია აქსისის ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი სამარგულიანი აღნიშნავს, რომ სხვა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებისგან განსხვავებით აქ საერთო სივრცეების მოცულობა ერთ ნომერზე გაცილებით აღემატება არსებულ პრაქტიკას.

„ამ სივრცეების 12 000 კვ მეტრზე განთავსებულია Skybar-ი ულამაზესი ხედებით, რომლებიც იშლება 140 მეტრის სიმაღლიდან, 25 მეტრიანი საცურაო აუზი მოძრავი სახურავით და სპა ცენტრით, რესტორანი, ბარები, ასევე დიდი საკონფერენციო დარბაზი, სათათბირო ოთახები და სხვა მრავალფეროვანი სივრცეები, რომლებიც სასტუმროს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ”, - აღნიშნა სამარგულიანმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი