ავტორი:

რას უკავშირებს გია ხუხაშვილი კანაფის კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტის შესაძლო გაწვევას

რას უკავშირებს გია ხუხაშვილი კანაფის კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტის შესაძლო გაწვევას

ეს არის მორიგი დადასტურება იმის, თუ რა ქრონიკული პრობლემებია ხელისუფლების შიგნით. ჯერ გადახტებიან და ჰაერში იწყებენ ფიქრს, ამავე მიმართულებით გადახტნენ თუ სხვა მიმართულებით, - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი კანაფის კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან შესაძლო გაწვევას.

მისი თქმით, ეს არის მმართველობითი სისტემის პრობლემა.

„ქვეყნის მართვის ეფექტურობა არის ძალიან დაბალი და ცხოვრება გვიწევს ე.წ. სტაგნაციის პირობებში. კი არ ვვითარდებით, არამედ თითქოს რაღაც ჭაობში ვიძირებით, რადგან ნებისმიერი გადაწყვეტილება შესაძლოა იყოს შეცვლილი. ამის მიზეზი არის ის, რომ ინსტიტუციური ცენტრები ძალის ცენტრებს არის აცდენილი, სადღაც ვიღაც კალკულატორზე რაღაცას დათვლის, ოქროს კოშკებს დახატავს, მოახდენს ლობირებას, იწყება მიღების პროცესი და ამ პროცესში ირკვევა, რომ რისკები არ ჰქონდათ სწორად დათვლილი და ისევ უკან მიაქვთ. ეს საბოლოო ჯამში, აფერხებს ქვეყნის განვითარებას. როდესაც არ ვითარდები, ე.ი. მიდის დეგრადაციის პროცესი. იქამდე, სანამ მმართველობითი სისტემა არ გახდება გასაგები, სანამ გადაწყვეტილების მიღების ცენტრები ინსტიტუციურ ცენტრებს არ დაემთხვევა, სულ ამ უბედურებაში ვიქნებით“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, აქცენტები არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ ეკლესიაზე.

„მე არ მგონია, რომ ეკლესიის გამო მოხდა ეს ყველაფერი, რადგან ფაქტობრივად, ტოტალური წინააღმდეგობა შეხვდათ. დავინახე მარტივი რამ - ვიღაცამ კალკულატორზე ისე დათვალა რისკები, არ შეაფასა და ვიწრო, გაურკვეველმა ჯგუფმა მოახდინა თემის ლობირება. ეს აიყვანეს უმაღლეს დონეზე ისე, რომ საკითხი საერთოდ არ იყო მომწიფებული და გააზრებული. ეკონომიკური განვითარების სურათები დაგვიხატეს, რომ მარიხუანა გადაარჩენს ქვეყანას. გარკვეული სიმბოლიკაც გამოჩნდა - პოლიტიკური „დაბოლება“ არ ჭრის და ეტყობა პირდაპირი „დაბოლება“ გადაწყვიტა ვიღაც ჭკვიანმა. უხარისხო მოქმედებები აზიანებს ყველაფერს. ის, რომ აქცენტს აკეთებს თვითონ ხელისუფლება, რომ ეკლესიის გამო დაიხია უკან, ეს არის წმინდა წყლის ფარისევლობა. ასევე ფარისევლობაა კობახიძის ვიზიტი პატრიარქთან და მინდა ვუთხრა მას, რომ ფარისევლობას ისევ ღია ათეისტობა სჯობს. ეკლესია არაფერ შუაშია, არ ვთვლი, რომ ეკლესიას არ უნდა გამოეთქვა თავისი მოსაზრება, პირიქით, უნდა გამოეთქვა, რადგან მარიხუანის კულტივაციის თემა არ არის პოლიტიკური. ეკლესიის მხრიდან აზრის გამოთქმა იყო ნორმალური, აქტიური პროტესტიც იყო ნორმალური, თუმცა ხელისუფლების რეაქცია იყო წმინდა წყლის ფარისევლობა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის თქმით, შეკითხვა აქვს ფინანსთა მინისტრთან, რომელ კალკულატორზე დათვალა, რომ კანაფის კულტივაცია-ექსპორტი მილიარდამდე შემოსავალს მოიტანს.

„შსს-მ თავისი კომპეტენციის ფარგლებში თქვა, რომ თუ მიიღებს ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას და მოხდება კულტივაცია, გვაქვს უნარი ეს გავაკონტროლოთ. შსს-მ თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი აზრი გამოთქვა. პრობლემა უსაფრთხოება ხომ არ არის მხოლოდ, ბევრი სხვა პრობლემა დგება. გახარია კომენტარებს აკეთებდა, მაგრამ მის კომპეტენციასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა იყოს. მე კითხვები მაქვს ფინანსთა მინისტრთან, რომელმაც თქვა, რომ მილიარდამდე შემოსავალს მოიტანს. რა დათვალა, რომელ კალკულატორზე დათვალა, ძალიან მაინტერესებს“, - განახცადა ხუხაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიოს.

აღნიშნულ საკითხზე განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე ავრცელებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები