პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოძრაობის თეატრში პრემიერა გაიმართება, პირველად საქართველოში მუნჯი კინოს ხერხით დადგმული სპექტაკლი „ასტიგმატისტები“
მოძრაობის თეატრში პრემიერა გაიმართება, პირველად საქართველოში მუნჯი კინოს ხერხით დადგმული სპექტაკლი „ასტიგმატისტები“

მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რში პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თე­ბა, პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში მუნ­ჯი კი­ნოს ხერ­ხით დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი „ას­ტიგ­მა­ტის­ტე­ბი“ დღეს, 20 სექ­ტემ­ბერს მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რში ახა­ლი სე­ზო­ნი პრე­მი­ე­რით, მუნ­ჯი კი­ნოს ხერ­ხით დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლით „ას­ტიგ­მა­ტის­ტე­ბით“ გა­იხ­სნე­ბა. მუნ­ჯი კი­ნოს ხერ­ხით, სპექ­ტაკ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად და­იდ­გა.

ახალ სე­ზონ­ზე მა­ყუ­რე­ბელს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რე­პერ­ტუ­ა­რი, პრე­მი­ე­რა და ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი პროგ­რა­მა ელო­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­ვე პირ­ვე­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. უკვე კარ­გად ნაც­ნო­ბი სპექ­ტაკ­ლე­ბი კი ახ­ლე­ბუ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რე­ჟი­სორ იო­სებ ბა­კუ­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, 20 სექ­ტემ­ბერს ახა­ლი სე­ზო­ნი პრე­მი­ე­რით „ას­ტიგ­მა­ტის­ტე­ბით“ გა­იხ­სნე­ბა. მისი თქმით, ეს არის კო­მე­დია ას­ტიგ­მა­ტის­ტე­ბის ოჯა­ხის ერთი კო­მი­კუ­რი დღის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც გად­მო­ცე­მუ­ლია მუნ­ჯი კი­ნოს ხერ­ხით.

მისი თქმით, სპექ­ტაკლ ”ას­ტიგ­მა­ტის­ტე­ბის” გმი­რე­ბი სამ­ყა­როს გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აღიქ­ვა­მენ. ყვე­ლაფ­რით უკ­მა­ყო­ფი­ლო ბა­ბუა ცდი­ლობს ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი და­იც­ვას. აურ­ზა­უ­რი, რო­მე­ლიც ერთ დღეს ხდე­ბა ას­ტიგ­მა­ტის­ტე­ბის ოჯახ­ში მა­ყუ­რე­ბელს კო­მი­კურ სამ­ყა­რო­ში ამოგ­ზა­უ­რებს.

„რაც შე­ე­ხე­ბა ექ­სპე­რი­მენ­ტულ პრო­ექტს, ეს იქ­ნე­ბა 360 გრა­დუ­სით გა­და­ღე­ბუ­ლი „ას­ტიგ­მა­ტის­ტე­ბის“ ინო­ვა­ცი­ურ გა­რე­მო­ში ჩვე­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი სა­ვა­რა­უ­დოდ ოქ­ტომ­ბერ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პარ­ტე­რი სცე­ნის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდე­ბა, სცე­ნა კი, წრი­უ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბულ ეკ­რა­ნებ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლებს. მოძ­რავ სკა­მებ­ზე მო­თავ­სე­ბუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი, მის­თვის სა­სურ­ვე­ლი რა­კურ­სით შეძ­ლებს სპექ­ტაკ­ლის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბას“ - გან­მარ­ტავს რე­ჟი­სო­რი.

ბა­კუ­რა­ძის თქმით, მსგავ­სი ექ­სპე­რი­მენ­ტი თე­ატ­რა­ლურ სივ­რცე­ში ჯერ არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა და ფიქ­რობს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას ხე­ლოვ­ნე­ბა­ში სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სპექ­ტი­ვე­ბი აქვს.

„თე­ატ­რი ყო­ველ­თვის სი­ახ­ლის პრო­ცეს­ში უნდა იყოს. 360 გრა­დუ­სი­ა­ნი კა­მე­რაც პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბაა თე­ატ­რა­ლურ სამ­ყა­რო­ში, ეს არის სა­წყი­სი ეტა­პი თუ რამ­დე­ნად ორ­გა­ნუ­ლი გახ­დე­ბა თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბი­სათ­ვის მსგავ­სი ტექ­ნო­ლო­გია“, - აღ­ნიშ­ნავს რე­ჟი­სო­რი და იდე­ის ავ­ტო­რი იო­სებ ბა­კუ­რა­ძე.

მიმ­დი­ნა­რე წლის 24-26 აგ­ვის­ტოს თე­ატ­რის დასი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით წარ­სდგა River Bank Fetsival-ზე, რო­მელ­საც ყო­ველ­წლი­უ­რად 3 მი­ლი­ო­ნამ­დე მა­ყუ­რე­ბე­ლი სტუმ­რობს. წლე­ბის მან­ძილ­ზე თე­ატრს არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლა ჰქონ­და ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის დიდ სცე­ნებ­ზე.

მოძ­რა­ო­ბის თე­ატრს ჟან­რე­ბის თე­ატრსაც უწო­დე­ბენ, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს თა­ნა­მედ­რო­ვე ცეკ­ვას, მი­მოდ­რა­მას, აკ­რო­ბა­ტი­კას, პან­ტო­მი­მას, ფი­ზი­კურ თე­ატრს, ბა­ლეტს, საბ­რძო­ლო და სა­ცირ­კო ელე­მენ­ტებს, ფოლკ­ლორს და სა­ავ­ტო­რო მუ­სი­კას. ამ სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დიდი ინ­ტე­რე­სით სარ­გებ­ლობს რო­გორც ქარ­თველ, ასე­ვე უცხო­ელ მა­ყუ­რე­ბელ­ში.

სა­კონ­ტაქ­ტო პირი:

მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რი მა­რი­ამ ონე­ზაშ­ვი­ლი

ტელ: 599 18 07 44 ელ-ფოს­ტა: mari.onezashvili@gmail.com

ავტორი:

მოძრაობის თეატრში პრემიერა გაიმართება, პირველად საქართველოში მუნჯი კინოს ხერხით დადგმული სპექტაკლი „ასტიგმატისტები“

მოძრაობის თეატრში პრემიერა გაიმართება, პირველად საქართველოში მუნჯი კინოს ხერხით დადგმული სპექტაკლი „ასტიგმატისტები“

მოძრაობის თეატრში პრემიერა გაიმართება, პირველად საქართველოში მუნჯი კინოს ხერხით დადგმული სპექტაკლი „ასტიგმატისტები“ დღეს, 20 სექტემბერს მოძრაობის თეატრში ახალი სეზონი პრემიერით, მუნჯი კინოს ხერხით დადგმული სპექტაკლით „ასტიგმატისტებით“ გაიხსნება. მუნჯი კინოს ხერხით, სპექტაკლი საქართველოში პირველად დაიდგა.

ახალ სეზონზე მაყურებელს განახლებული რეპერტუარი, პრემიერა და ექსპერიმენტული პროგრამა ელოდება, რომელიც საქართველოში ასევე პირველად განხორციელდება. უკვე კარგად ნაცნობი სპექტაკლები კი ახლებური ინტერპრეტაციებით იქნება წარმოდგენილი. რეჟისორ იოსებ ბაკურაძის განმარტებით, 20 სექტემბერს ახალი სეზონი პრემიერით „ასტიგმატისტებით“ გაიხსნება. მისი თქმით, ეს არის კომედია ასტიგმატისტების ოჯახის ერთი კომიკური დღის შესახებ, რომელიც გადმოცემულია მუნჯი კინოს ხერხით.

მისი თქმით, სპექტაკლ ”ასტიგმატისტების” გმირები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ. ყველაფრით უკმაყოფილო ბაბუა ცდილობს ოჯახური ტრადიციები დაიცვას. აურზაური, რომელიც ერთ დღეს ხდება ასტიგმატისტების ოჯახში მაყურებელს კომიკურ სამყაროში ამოგზაურებს.

„რაც შეეხება ექსპერიმენტულ პროექტს, ეს იქნება 360 გრადუსით გადაღებული „ასტიგმატისტების“ ინოვაციურ გარემოში ჩვენება. აღნიშნული პროექტი სავარაუდოდ ოქტომბერში განხორციელდება. პარტერი სცენის ცენტრში აღმოჩნდება, სცენა კი, წრიულად დამონტაჟებულ ეკრანებზე გადაინაცვლებს. მოძრავ სკამებზე მოთავსებული მაყურებელი, მისთვის სასურველი რაკურსით შეძლებს სპექტაკლის თვალყურის დევნებას“ - განმარტავს რეჟისორი.

ბაკურაძის თქმით, მსგავსი ექსპერიმენტი თეატრალურ სივრცეში ჯერ არ განხორციელებულა და ფიქრობს, რომ ამ მიმართულებას ხელოვნებაში საინტერესო პერსპექტივები აქვს.

„თეატრი ყოველთვის სიახლის პროცესში უნდა იყოს. 360 გრადუსიანი კამერაც პირველი მცდელობაა თეატრალურ სამყაროში, ეს არის საწყისი ეტაპი თუ რამდენად ორგანული გახდება თეატრალური ხელოვნებისათვის მსგავსი ტექნოლოგია“, - აღნიშნავს რეჟისორი და იდეის ავტორი იოსებ ბაკურაძე.

მიმდინარე წლის 24-26 აგვისტოს თეატრის დასი საქართველოს სახელით წარსდგა River Bank Fetsival-ზე, რომელსაც ყოველწლიურად 3 მილიონამდე მაყურებელი სტუმრობს. წლების მანძილზე თეატრს არაერთი წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების დიდ სცენებზე.

მოძრაობის თეატრს ჟანრების თეატრსაც უწოდებენ, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე დიდი ინტერესით სარგებლობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მაყურებელში.

საკონტაქტო პირი:

მოძრაობის თეატრის პრესსამსახური მარიამ ონეზაშვილი

ტელ: 599 18 07 44 ელ-ფოსტა: mari.onezashvili@gmail.com

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს