პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ მეჭიდავები სისულელეზე" - "ქართული ოცნების" დეპუტატების შელაპარაკება პარლამენტში
"ნუ მეჭიდავები სისულელეზე" - "ქართული ოცნების" დეპუტატების შელაპარაკება პარლამენტში

სლოტ კლუ­ბებ­ში თამ­ბა­ქოს მო­წე­ვის შე­საძ­ლო დაშ­ვე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვას იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­ში უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს შო­რის ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე დე­პუ­ტა­ტი ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი სი­ტყვით გა­მო­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ეს სა­კი­თხი და­უშ­ვე­ბე­ლია და ის პრინ­ცი­პუ­ლად შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მას.

„სა­კუ­თარ ლო­გი­კას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბით. პა­ტა­რა­ში თუ რჩე­ბა აკ­რძალ­ვა, დიდ­ში რა­ტომ არ რჩე­ბა? ნუ აკე­თებთ ამ საქ­მეს, გე­უბ­ნე­ბით მე თქვენ. კაკი, ხელი გა­უქ­ნიე იმას, ვის­თვი­საც ასაქ­ნე­ვი გაქვს“, - მი­მარ­თა ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე აკა­კი ზო­ი­ძეს და დე­პუ­ტატ ლე­ვან კო­ბე­რი­ძეს, რა­ზეც ზო­ი­ძემ უპა­სუ­ხა, „ნუ ეჭი­და­ვე­ბო­და რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ზე“.

უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლი და­ინ­ტე­რეს­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით ხომ არ შე­ი­ზღუ­დე­ბო­და მხო­ლოდ პა­ტა­რა სკოლ-კლუ­ბე­ბი და დი­დე­ბი დარ­ჩე­ბოდ­ნენ უკონ­კუ­რენ­ტოდ.

„ზუს­ტად ეს გვინ­და, რომ პა­ტა­რა სლოტ-კლუ­ბე­ბი შე­ი­ზღუ­დოს. ყვე­ლა კორ­პუ­სის ქვეშ არის და პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი შე­დი­ან. ეს არის მო­ტი­ვა­ცია, რომ იყოს მხო­ლოდ დიდი სლოტ-კლუ­ბე­ბი, სა­დაც უცხო­ე­ლე­ბი მი­დი­ან. ეს იქ­ნე­ბა არა­პირ­და­პი­რი შე­დე­გი, თუმ­ცა ჩვე­ნი მო­ტი­ვა­ცია ეს არ არის“, - გა­ნა­ცხა­და აკა­კი ზო­ი­ძემ.

კო­მი­ტეტ­ზე გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ შე­საძ­ლოა, ეს დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მიდ­გო­მა იყოს, თუმ­ცა ზო­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ასე არ არის.

სხდო­მა­ზე სი­ტუ­ა­ცია კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ეკა ბე­სე­ლი­ამ გან­მუხ­ტა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შე­საძ­ლოა, სლოტ-კლუ­ბებ­ში ისე­თი­ვე პი­რო­ბე­ბი იყოს დაშ­ვე­ბუ­ლი, რო­გორც ეს სა­მო­რი­ნე­ებ­ში მოხ­და, ანუ თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა გახ­დეს დაშ­ვე­ბუ­ლი.

ნა­ხეთ ვი­დეო: ხელი გა­უქ­ნიე იმას, ვის­თვი­საც ასაქ­ნე­ვი გაქვს - ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი აკა­კი ზო­ი­ძეს

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"ნუ მეჭიდავები სისულელეზე" - "ქართული ოცნების" დეპუტატების შელაპარაკება პარლამენტში

"ნუ მეჭიდავები სისულელეზე" - "ქართული ოცნების" დეპუტატების შელაპარაკება პარლამენტში

სლოტ კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უმრავლესობის წევრებს შორის ხმაური მოჰყვა.

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს საკითხი დაუშვებელია და ის პრინციპულად შეეწინააღმდეგება მას.

„საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებით. პატარაში თუ რჩება აკრძალვა, დიდში რატომ არ რჩება? ნუ აკეთებთ ამ საქმეს, გეუბნებით მე თქვენ. კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს“, - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს და დეპუტატ ლევან კობერიძეს, რაზეც ზოიძემ უპასუხა, „ნუ ეჭიდავებოდა რაღაც სისულელეზე“.

უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი დაინტერესდა, აღნიშნული ცვლილებებით ხომ არ შეიზღუდებოდა მხოლოდ პატარა სკოლ-კლუბები და დიდები დარჩებოდნენ უკონკურენტოდ.

„ზუსტად ეს გვინდა, რომ პატარა სლოტ-კლუბები შეიზღუდოს. ყველა კორპუსის ქვეშ არის და პატარა ბავშვები შედიან. ეს არის მოტივაცია, რომ იყოს მხოლოდ დიდი სლოტ-კლუბები, სადაც უცხოელები მიდიან. ეს იქნება არაპირდაპირი შედეგი, თუმცა ჩვენი მოტივაცია ეს არ არის“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომიტეტზე გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა, ეს დისკრიმინაციული მიდგომა იყოს, თუმცა ზოიძემ განაცხადა, რომ ასე არ არის.

სხდომაზე სიტუაცია კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განმუხტა.

შეგახსენებთ, რომ შესაძლოა, სლოტ-კლუბებში ისეთივე პირობები იყოს დაშვებული, როგორც ეს სამორინეებში მოხდა, ანუ თამბაქოს მოწევა გახდეს დაშვებული.

ნახეთ ვიდეო: ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს - ლევან გოგიჩაიშვილი აკაკი ზოიძეს

აქციის მონაწილეებმა ივანიშვილის სახლთან, მოაჯირზე ნაგვის ურნა ბოქლომით მიამაგრეს -  სად იმყოფება  "ოცნების" თავმჯდომარე

"ვინც კანონს დაარღვევს, დავაკავებთ" -  აქციის მონაწილეებმა ბოქლომი მთავრობის ადმინისტრაციის ჭიშკრის ნაცვლად, ღობეს დაადეს

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება კანონიერად სცნო