პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კობახიძე კანაფის კულტივაცია-წარმოებაზე კანონპროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ირაკლი კობახიძე კანაფის კულტივაცია-წარმოებაზე კანონპროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ კა­ნა­ფის კულ­ტი­ვა­ცია-წარ­მო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო კა­ნონპ­რო­ექ­ტი შე­საძ­ლოა, პარ­ლა­მენ­ტი­დან გა­იწ­ვი­ოს.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ავ­რცე­ლებს.

“ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია კა­ნონპ­რო­ექ­ტმა, რო­მე­ლიც ეხე­ბა მცე­ნა­რე კა­ნა­ფის კულ­ტი­ვა­ცი­ას, გა­და­მუ­შა­ვე­ბა­სა და ექ­სპორ­ტს სა­მე­დი­ცი­ნო და კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბის მიზ­ნე­ბი­სათ­ვის. კა­ნონპ­რო­ექტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია.

ჩვენ ვართ პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რომ­ლის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა ადა­მი­ა­ნი და მისი ღირ­სე­ბის დაც­ვა, რომ­ლის პრინ­ცი­პე­ბია ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დე­ბა და ეკ­ლე­სი­ი­სა და პატ­რი­არ­ქის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა.

ჩვენ ვუს­მენთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ეკ­ლე­სი­ას. სწო­რედ ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან და პრინ­ცი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ ჩვენ პირ­ნა­თე­ლი ვართ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­შე, რად­გან წარ­მოდ­გე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა­სა და რე­ა­ლი­ზე­ბას. თუმ­ცა, თუ არ­სე­ბობს საფრ­თხე იმი­სა, რომ ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტმა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის არა­ლე­გა­ლუ­რი მი­მოქ­ცე­ვა შე­იძ­ლე­ბა წა­ა­ხა­ლი­სოს, ჩვენ მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კა­ნონპ­რო­ექ­ტის გა­მოწ­ვე­ვის თა­ო­ბა­ზე.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ვნე­ბა­თა­ღელ­ვით ბო­რო­ტად ისარ­გებ­ლეს გარ­კვე­ულ­მა ძა­ლებ­მა, რო­მელ­თა მთა­ვა­რი ნი­შან-თვი­სე­ბე­ბი სწო­რედ ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა და მისი შე­ლახ­ვის მცდე­ლო­ბა, ქვე­ყა­ნას­თან, ხალ­ხთან და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ბრძო­ლა და რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფაა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვუ­წო­დებთ, ნუ­რა­ვის მივ­ცემთ ვნე­ბა­თა­ღელ­ვის თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

გა­მოვ­ხა­ტავთ უდი­დეს პა­ტი­ვის­ცე­მას უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის მი­მართ, რომ­ლის თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი და გან­ცხა­დე­ბა გამ­სჭვა­ლუ­ლია სიბ­რძნით და რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მი­მარ­თუ­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის­კენ.

მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, რო­გორც ჩვენს თა­ნა­გუნ­დე­ლებს, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებს, თავი შე­ი­კა­ვონ ამ სა­კი­თხზე სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ემო­ცი­უ­რი პო­ლე­მი­კის გაგ­რძე­ლე­ბი­სა­გან“, - ნათ­ქვა­მია ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ირაკლი კობახიძე კანაფის კულტივაცია-წარმოებაზე კანონპროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ირაკლი კობახიძე კანაფის კულტივაცია-წარმოებაზე კანონპროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობამ კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიოს.

აღნიშნულ საკითხზე განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე ავრცელებს.

“ქართულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია კანონპროექტმა, რომელიც ეხება მცენარე კანაფის კულტივაციას, გადამუშავებასა და ექსპორტს სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალებების წარმოების მიზნებისათვის. კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი ღირებულებაა ადამიანი და მისი ღირსების დაცვა, რომლის პრინციპებია ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედება და ეკლესიისა და პატრიარქის განსაკუთრებული პატივისცემა.

ჩვენ ვუსმენთ საზოგადოებას და ეკლესიას. სწორედ ამ ღირებულებებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვის შეჩერების თაობაზე.

მიგვაჩნია, რომ ჩვენ პირნათელი ვართ ქართული საზოგადოებისა და ეკლესიის წინაშე, რადგან წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების წარმოებასა და რეალიზებას. თუმცა, თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ამ კანონპროექტმა ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა შეიძლება წაახალისოს, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას კანონპროექტის გამოწვევის თაობაზე.

სამწუხაროდ, საზოგადოების ვნებათაღელვით ბოროტად ისარგებლეს გარკვეულმა ძალებმა, რომელთა მთავარი ნიშან-თვისებები სწორედ ადამიანის ღირსების უგულვებელყოფა და მისი შელახვის მცდელობა, ქვეყანასთან, ხალხთან და საზოგადოებასთან დაპირისპირება, ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა.

საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნურავის მივცემთ ვნებათაღელვის თავის სასარგებლოდ ბოროტად გამოყენების საშუალებას.

გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემას უწმინდესისა და უნეტარესის მიმართ, რომლის თითოეული ნაბიჯი და განცხადება გამსჭვალულია სიბრძნით და რომელიც ყოველთვის მიმართულია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების დაცვისკენ.

მოვუწოდებთ ყველას, როგორც ჩვენს თანაგუნდელებს, ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ამ საკითხზე საჯარო სივრცეში ემოციური პოლემიკის გაგრძელებისაგან“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები