მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეზონანსი": 900-ლარიანი მინიმალური ხელფასი - რა ცვლილებებია მოსალოდნელი დასაქმების ბაზარზე
"რეზონანსი": 900-ლარიანი მინიმალური ხელფასი - რა ცვლილებებია მოსალოდნელი დასაქმების ბაზარზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­ფა­სის მი­ნი­მა­ლუ­რი ოდე­ნო­ბა შე­საძ­ლოა, 900 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვროს. ინი­ცი­ა­ტი­ვა პარ­ლა­მენ­ტში უკვე შე­სუ­ლია, რო­მე­ლიც სა­ა­თობ­რი­ვი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­მო­ღე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი სა­ათ­ში მი­ნი­მუმ 5 ლარს უნდა იღებ­დეს. უც­ნო­ბია, და­უ­ჭერს თუ არა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო ინი­ცი­ა­ტი­ვას მხარს.

ამ სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბე­ბის ავ­ტო­რი მო­ქა­ლა­ქე მაკა მინ­დი­აშ­ვი­ლია. ის "შრო­მის კო­დექსში" გარ­კვე­უ­ლი ჩას­წო­რე­ბებს გუ­ლის­ხმობს, მათ შო­რის, ღა­მის ცვლა­ში – 22.00 სა­ა­თის შემ­დეგ ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­ორ­მა­გე­ბას, ამას­თან, ნე­ბის­მი­ე­რი სამ­სა­ხუ­რის სა­ა­თობ­რივ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ზე გა­დას­ვლას. ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით, ხელ­ფა­სი სა­ათ­ში მი­ნი­მუმ 5 ლარი უნდა იყოს, თა­ნაც – მზარ­დი: შრო­მის, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით. ამას­თან, დამ­საქ­მე­ბელს უნდა და­ე­კის­როს ჯან­მრთე­ლო­ბის სრუ­ლი და­ზღვე­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის აღე­ბა იმ და­საქ­მე­ბულ­ზე, რო­მე­ლიც სამ­სა­ხურ­ში უკვე 1-წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტით არის მი­ღე­ბუ­ლი.

რო­გორც სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, კერ­ძო სექ­ტორ­ში დამ­საქ­მებ­ლე­ბი თვით­ნე­ბუ­რად მოქ­მე­დე­ბენ და არ­სე­ბულ შრო­მის კო­დექსს თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ იყე­ნე­ბენ. ამას­თან, ქვე­ყა­ნა­ში უნდა შე­იქ­მნას მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­კონ­ტრო­ლებს შრო­მის კო­დექ­სის სრულ­ყო­ფილ მუ­შა­ო­ბას.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვა­მენ. "სო­ლი­და­რო­ბის ქსე­ლის" და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პროფ­კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე სოფო ჯა­ფა­რი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტორს, პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბამ­დე, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი იმ ჯგუ­ფებ­თან უნდა გა­ევ­ლო, რომ­ლებ­შიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შრო­მით სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ, რათა შე­თა­ვა­ზე­ბა ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას­თან უფრო შე­სა­ბა­მი­სი და მორ­გე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

"კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რის ად­გი­ლას, ჯერ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მექ­ნე­ბო­და იმ ადა­მი­ა­ნებ­სა და ჯგუ­ფებ­თან, რომ­ლე­ბიც წლე­ბია, ამ სა­კი­თხებ­ზე ვმუ­შა­ობთ და ერ­თად დიდი კამ­პა­ნი­ის ფონ­ზე გა­ვი­ტან­დით პარ­ლა­მენ­ტში. ინი­ცი­ა­ტი­ვა კარ­გია, თუმ­ცა რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დია, ეს მე­ო­რე სა­კი­თხია. "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე" რომ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვერც ერთი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც და­საქ­მე­ბუ­ლის უფ­ლე­ბებს იცავს, ვერ გა­ვი­დო­და. ისე არი­ან და­ში­ნე­ბუ­ლი, ბიზ­ნეს­ზე აწყო­ბი­ლი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, რომ თუ რა­მეს მო­ვი­თხოვთ, გვე­მუქ­რე­ბი­ან, რომ ამის გამო ინ­ვეს­ტო­რე­ბი აღარ მოვ­ლენ.

კონ­კრე­ტუ­ლად ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში კი აჯო­ბებ­და, მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის და­ფიქ­სი­რე­ბის მო­თხოვ­ნა ყო­ფი­ლი­ყო, რაც მი­ნი­მუმ 400-500 ლარს უნდა შე­ად­გენ­დეს. ეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ექ­ტი კი დამ­საქ­მე­ბელს უტო­ვებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ისე და­ყოს სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი, მა­ინც არ გა­და­უ­ხა­დოს იმა­ზე მეტი, რა­საც ახლა იხ­დი­ან. მერ­წმუ­ნეთ, ბიზ­ნე­სი ასეთ გზას იპო­ვის. თვი­თო­ნაც გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ, 1 მსხვი­ლი დამ­საქ­მე­ბე­ლიც კი ვერ ვი­პო­ვეთ, ვინც კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რია", - აცხა­დებს ჯა­ფა­რი­ძე "რე­ზო­ნანსთან". გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ნანა
0

ჯაფარიძე, შენ უნდა მოგცენ 400-500 ლარი.. ბიზნესსს იცავ თუ მოქალაქეების ინტერესებს? კერძო კომპანიები, მაგალითად აფთიაქები მონებივით რომ ამუშავებენ თანამშრომლებს 400 ლარზე შენი აზრით ნორმალურია? 800-900 ლარი უნდა იყოს მინიმუმი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"რეზონანსი": 900-ლარიანი მინიმალური ხელფასი - რა ცვლილებებია მოსალოდნელი დასაქმების ბაზარზე

"რეზონანსი": 900-ლარიანი მინიმალური ხელფასი - რა ცვლილებებია მოსალოდნელი დასაქმების ბაზარზე

საქართველოში ხელფასის მინიმალური ოდენობა შესაძლოა, 900 ლარით განისაზღვროს. ინიციატივა პარლამენტში უკვე შესულია, რომელიც საათობრივი შრომის ანაზღაურების შემოღებას ითვალისწინებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, დასაქმებული ადამიანი საათში მინიმუმ 5 ლარს უნდა იღებდეს. უცნობია, დაუჭერს თუ არა საკანონმდებლო ორგანო ინიციატივას მხარს.

ამ საკანონმდებლო წინადადებების ავტორი მოქალაქე მაკა მინდიაშვილია. ის "შრომის კოდექსში" გარკვეული ჩასწორებებს გულისხმობს, მათ შორის, ღამის ცვლაში – 22.00 საათის შემდეგ ანაზღაურების გაორმაგებას, ამასთან, ნებისმიერი სამსახურის საათობრივ ანგარიშსწორებაზე გადასვლას. ახალი ინიციატივით, ხელფასი საათში მინიმუმ 5 ლარი უნდა იყოს, თანაც – მზარდი: შრომის, პასუხისმგებლობისა და დამსახურების მიხედვით. ამასთან, დამსაქმებელს უნდა დაეკისროს ჯანმრთელობის სრული დაზღვევის ვალდებულების აღება იმ დასაქმებულზე, რომელიც სამსახურში უკვე 1-წლიანი კონტრაქტით არის მიღებული.

როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, კერძო სექტორში დამსაქმებლები თვითნებურად მოქმედებენ და არსებულ შრომის კოდექსს თავის სასარგებლოდ იყენებენ. ამასთან, ქვეყანაში უნდა შეიქმნას მონიტორინგის სამსახური, რომელიც მთელ საქართველოში გააკონტროლებს შრომის კოდექსის სრულყოფილ მუშაობას.

სპეციალისტები ამ ინიციატივას სერიოზულად არ აღიქვამენ. "სოლიდარობის ქსელის" დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ავტორს, პარლამენტში ინიცირებამდე, კონსულტაციები იმ ჯგუფებთან უნდა გაევლო, რომლებშიც წლების განმავლობაში შრომით საკითხებზე მუშაობდნენ, რათა შეთავაზება ქართულ რეალობასთან უფრო შესაბამისი და მორგებული ყოფილიყო.

"კანონპროექტის ავტორის ადგილას, ჯერ კონსულტაციები მექნებოდა იმ ადამიანებსა და ჯგუფებთან, რომლებიც წლებია, ამ საკითხებზე ვმუშაობთ და ერთად დიდი კამპანიის ფონზე გავიტანდით პარლამენტში. ინიციატივა კარგია, თუმცა რამდენად რეალური და განხორციელებადია, ეს მეორე საკითხია. "ქართულ ოცნებაზე" რომ იყოს დამოკიდებული, ვერც ერთი ინიციატივა, რომელიც დასაქმებულის უფლებებს იცავს, ვერ გავიდოდა. ისე არიან დაშინებული, ბიზნესზე აწყობილი თავიდან ბოლომდე, რომ თუ რამეს მოვითხოვთ, გვემუქრებიან, რომ ამის გამო ინვესტორები აღარ მოვლენ.

კონკრეტულად ინიციატივაში კი აჯობებდა, მინიმალური ხელფასის დაფიქსირების მოთხოვნა ყოფილიყო, რაც მინიმუმ 400-500 ლარს უნდა შეადგენდეს. ეს საკანონმდებლო პროექტი კი დამსაქმებელს უტოვებს შესაძლებლობას, ისე დაყოს სამუშაო საათები, მაინც არ გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ახლა იხდიან. მერწმუნეთ, ბიზნესი ასეთ გზას იპოვის. თვითონაც გაოცებული ვარ, 1 მსხვილი დამსაქმებელიც კი ვერ ვიპოვეთ, ვინც კეთილსინდისიერია", - აცხადებს ჯაფარიძე "რეზონანსთან". განაგრძეთ კითხვა

კონკრეტულად რა იცვლება მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე  - დეტალები კანონპროექტიდან

როდიდან გაიზრდება მინიმალური ანაზღაურება საქართველოში  - 23 ათასზე მეტ ადამიანს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს

სად მიდის რესტორნებში მორჩენილი საკვები საქართველოში?