პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეწინააღმდეგები ამდენ გამოცდას" - გაერთიანდება თუ არა სკოლის გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდები
"ვეწინააღმდეგები ამდენ გამოცდას" - გაერთიანდება თუ არა სკოლის გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდები

სკო­ლის გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დებს (CAT) შე­საძ­ლოა, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი შე­ერ­წყას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლე გე­ნა­დი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში 2020 წლამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დე­ბა.

„შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც დო­ნე­ზე ეს გა­მოც­დე­ბის სტრუქ­ტუ­რულ ცვლი­ლე­ბა­საც გუ­ლის­ხმობ­დეს. თვი­თონ გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სტრუქ­ტუ­რულ ცვლი­ლე­ბას მე ვერც უარ­ვყოფ და ვერც და­ვა­დას­ტუ­რებ. დაჯ­დო­მა და სე­რი­ო­ზუ­ლი მო­ფიქ­რე­ბაა სა­ჭი­რო, რა რო­გორ უნდა მოხ­დეს. მე ნამ­დვი­ლად ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი ამ­დენ გა­მოც­დას. CAT-ის გა­მოც­და იქ­ნე­ბა თუ მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი, ამის ერ­თობ­ლი­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა. გა­მოც­და, რო­მე­ლიც არ არის ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და მხო­ლოდ ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვას გუ­ლის­ხმობს და ძა­ლი­ან მალე მოხ­დე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის ჩა­მოშ­ლა, არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბა ბავ­შვს. მგო­ნია, რომ სა­ერ­თოდ არ უნდა იყოს ამ­დე­ნი გა­მოც­და. რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ნამ­დვი­ლად არის სა­ჭი­რო, თუ რო­გორ, ამას სა­მი­ნის­ტრო 2020 წლის­თვის აა­ნონ­სებს. არ გა­მოვ­რი­ცხავ CAT-ის და ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შერ­წყმა მოხ­დეს. ჩემი მო­საზ­რე­ბით, სწო­რედ რომ კარ­გი იქ­ნე­ბა ბავ­შვებს გა­მოც­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­ვუმ­ცი­როთ, ოღონდ გავ­ზარ­დოთ ხა­რის­ხი და უნა­რე­ბი, რომ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში შექ­მნან ისე­თი ამო­ცა­ნა, რომ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით თვი­თონ იქ­ნე­ბი­ან აღ­ჭურ­ვი­ლი და არც სხვა კომ­პო­ნენ­ტებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გე­ნა­დი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

ავტორი:

"ვეწინააღმდეგები ამდენ გამოცდას" - გაერთიანდება თუ არა სკოლის გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდები

"ვეწინააღმდეგები ამდენ გამოცდას" - გაერთიანდება თუ არა სკოლის გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდები

სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს (CAT) შესაძლოა, ეროვნული გამოცდები შეერწყას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გენადი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მარგველაშვილი აღნიშნავს, ეროვნულ გამოცდებში 2020 წლამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება.

„შეიძლება რაღაც დონეზე ეს გამოცდების სტრუქტურულ ცვლილებასაც გულისხმობდეს. თვითონ გამოცდების ეროვნული ცენტრის სტრუქტურულ ცვლილებას მე ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. დაჯდომა და სერიოზული მოფიქრებაა საჭირო, რა როგორ უნდა მოხდეს. მე ნამდვილად ვეწინააღმდეგები ამდენ გამოცდას. CAT-ის გამოცდა იქნება თუ მისაღები გამოცდები, ამის ერთობლიობა შეიძლება. გამოცდა, რომელიც არ არის ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული და მხოლოდ ბარიერის გადალახვას გულისხმობს და ძალიან მალე მოხდება მიღებული ცოდნის ჩამოშლა, არაფერში სჭირდება ბავშვს. მგონია, რომ საერთოდ არ უნდა იყოს ამდენი გამოცდა. რეორგანიზაცია ამ მიმართულებით ნამდვილად არის საჭირო, თუ როგორ, ამას სამინისტრო 2020 წლისთვის აანონსებს. არ გამოვრიცხავ CAT-ის და ეროვნული გამოცდების შერწყმა მოხდეს. ჩემი მოსაზრებით, სწორედ რომ კარგი იქნება ბავშვებს გამოცდების რაოდენობა შევუმციროთ, ოღონდ გავზარდოთ ხარისხი და უნარები, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შექმნან ისეთი ამოცანა, რომლის გადაწყვეტილების უფლებამოსილებით თვითონ იქნებიან აღჭურვილი და არც სხვა კომპონენტებზე დამოკიდებული“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ