კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კულტმა მთელი ოჯახი წამართვა..." - ეკლესია, სადაც ხალხს სცემენ და შიმშილისთვის ამზადებენ
"კულტმა მთელი ოჯახი წამართვა..." - ეკლესია, სადაც ხალხს სცემენ და შიმშილისთვის ამზადებენ

სამ­ხრეთ კო­რე­ულ­მა ეკ­ლე­სი­ამ, რო­მელ­საც სჯე­რა, რომ გლო­ბა­ლუ­რი შიმ­ში­ლი გარ­და­უ­ვა­ლია, წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ფი­ჯი­ზეც გახ­სნა და სო­ლი­დუ­რი მრევ­ლიც მო­ი­ზი­და. თუმ­ცა, პო­პუ­ლა­რო­ბის ზრდას­თან ერ­თად, BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გრე­ის რო­უდს ძა­ლა­დო­ბა­ში სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ადა­ნა­შა­უ­ლებს.

სე­ო­ე­ონ ლი, რო­მელ­მაც ეკ­ლე­სი­ას თავი და­აღ­წია, „ბი­ბი­სის­თან“ ამ­ბობს, რომ ეს არის კულ­ტი, რომ­ლის გა­მოც მან ოჯა­ხი და­კარ­გა, თუმ­ცა მათ­გან წას­ვლას არ ნა­ნობს. ლის თქმით, მხო­ლოდ ერთხელ მი­ე­ცა გაქ­ცე­ვის შან­სი და გა­მო­ი­ყე­ნა კი­დეც.

21 წლის გო­გო­ნას გრე­ის რო­უ­დის წევ­რე­ბი და­ე­დევ­ნენ, მათ შო­რის - მისი დედა.

„თავს მო­ვიკ­ლავ­დი, თუ ჩემს შე­ჩე­რე­ბას შეძ­ლებ­დნენ,“ - ამ­ბობს ლი.

სე­ო­ი­ე­ო­ნი აშშ-დან კო­რე­ა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად 2013 წელს გა­და­ვი­და, ზა­ფხულ­ში სას­წავ­ლებ­ლად. გო­გო­ნას დე­დას საშ­ვი­ლოს­ნოს სიმ­სივ­ნე ჰქონ­და, თუმ­ცა მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უარს აცხა­დებ­და. მან შვილს უთხრა, რომ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში იმ­კურ­ნა­ლებ­და, თუ გრე­ის რო­უ­დის ეკ­ლე­სი­ა­ში მას­თან ერ­თად ივ­ლი­და.

„ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი რი­ტუ­ა­ლი იყო. ადა­მი­ა­ნე­ბი ყვი­როდ­ნენ, ტი­როდ­ნენ, ქა­და­გე­ბის დროს კი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ჰყვე­ბოდ­ნენ, რომ ქვეყ­ნის აღ­სას­რუ­ლი დგე­ბო­და. დე­დას ვუ­თხა­რი, რომ ეს კულტს ჰგავ­და, თუმ­ცა მან არ და­მი­ჯე­რა,“ - ამ­ბობს ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, დე­დამ კვლავ უარი თქვა მკურ­ნა­ლო­ბა­ზე და შვილს ახა­ლი პი­რო­ბა წა­უ­ყე­ნა - იმ შემ­თხვე­ვა­ში მი­ვი­დო­და ექიმ­თან, თუ ლი შე­წყვეტ­და აშშ-ში სწავ­ლას და სა­ცხოვ­რებ­ლად სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში გა­და­ვი­დო­და.

სე­ო­ი­ე­ონ­მა, რომ­ლის მა­მაც სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა, შვე­ბუ­ლე­ბა აიღო და სახ­ლში გა­ემ­გზავ­რა.

გო­გო­ნას დე­დამ ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და შვილს უთხრა, რომ გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად ფი­ჯი­ზე სურ­და გა­დას­ვლა, გო­გო­ნას მოს­თხო­ვა, მას­თან ერ­თად წა­სუ­ლი­ყო. სე­ო­ი­ე­ო­ნი და­თან­ხმდა, ორი კვი­რით დე­დას­თან ერ­თად გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო. მას წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და, რომ ეს წი­ნას­წარ კარ­გად და­გეგ­მი­ლი ფან­დი იყო.

ფი­ჯი­ზე ჩა­სულ­მა კი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ეკ­ლე­სი­ის თემ­თან ერ­თად უნდა ეცხოვ­რა, სწო­რედ მა­შინ მიხ­ვდა, რომ დე­დამ გამ­გზავ­რე­ბა გან­გებ მო­ა­წყო.

„გლო­ბა­ლუ­რი შიმ­ში­ლი“

სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ქრის­ტი­ა­ნი ცხოვ­რობს, ბოლო პე­რი­ოდ­ში კი ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი ეკ­ლე­სია გაჩ­ნდა, მათი უმე­ტე­სო­ბა კულ­ტია.

გრე­ის რო­უ­დი, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს, რომ კულ­ტი არ არის, პირ­ვე­ლად 2002 წელს გაჩ­ნდა, ახლა ეკ­ლე­სი­ას 1000-მდე მიმ­დე­ვა­რი ჰყავს. პრეს­ვი­ტე­რი­ა­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ტარკ ჯი-ილი, რო­მე­ლიც კარ­გად იც­ნობს კო­რე­ულ კულ­ტებს, ამ­ბობს, რომ ეკ­ლე­სი­ის და­მა­არ­სე­ბელ­სა და მთა­ვარ სა­სუ­ლი­ე­რო პირს, შინ ოკ-ჯუს გლო­ბა­ლუ­რი შიმ­ში­ლის გარ­და­უ­ვა­ლო­ბის ჯერა. ეკ­ლე­სი­ის წევ­რებს კი მო­უ­წო­დებს, რომ „იპო­ვონ ახა­ლი სახ­ლი, სა­დაც ისი­ნი ქრის­ტეს მე­ო­რედ მოს­ვლის­თვის მო­ემ­ზა­დე­ბი­ან“.

სა­კუ­თა­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ეკ­ლე­სი­ამ ფი­ჯი­ზე 2014 წელს გახ­სნა, გა­ნა­ცხა­დეს, რომ ეს ერთ-ერ­თია იმ ად­გილ­თა­გან, რო­მელ­საც ღმერ­თი შიმ­ში­ლის­გან და­ი­ფა­რავს.

ეკ­ლე­სი­ის 400-მდე მიმ­დე­ვა­რი ახლა ფი­ჯი­ზე ცხოვ­რობს, ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ ეკ­ლე­სი­ის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ კომ­პა­ნი­ა­ში GR Group.

GR Group-მა საკ­მა­ოდ მსხვი­ლი ბიზ­ნეს იმ­პე­რია შექ­მნა - მათ აქვთ სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სი, რეს­ტორ­ნე­ბი, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­თაც...

„ფერ­მა­ში მუ­შა­ო­ბა ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­სი­აა, რად­გან მზად უნდა ვი­ყოთ შიმ­ში­ლის­თვის, და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი უნდა გავ­ხდეთ,“ - აცხა­დებს „ბი­ბი­სის­თან“ GR Group-ის პრე­ზი­დენ­ტი დე­ნი­ელ კიმი.

დიდი წარ­მა­ტე­ბა აქვთ სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნეს­შიც, „ჯი არ გრუპ­მა“ არა­ერ­თი მსხვი­ლი ტენ­დე­რი მო­ი­გო, მათ შო­რის ფი­ჯის პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ის სრუ­ლი რეს­ტავ­რა­ცია. დე­ნი­ელ კიმს ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან, მათ შო­რის - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან.

თუმ­ცა, ბოლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრე­ის რო­უ­დის შე­სა­ხებ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. ეკ­ლე­სი­ის ხუთი წევ­რი სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში დაბ­რუნ­და და დე­ნი­ელ კი­მის დედა, შინი ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა - ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ შინს მათი პას­პორ­ტე­ბი ჰქონ­და და წას­ვლის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბის თქმით, მათ მძი­მე ფი­ზი­კურ სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლე­ბი­ნებ­დნენ და რი­ტუ­ა­ლებს შო­რის იყო და­უნ­დობ­ლად ცე­მაც, რომ­ლის დრო­საც ერთ-ერთი მორ­წმუ­ნე გარ­და­იც­ვა­ლა.

შინი ივ­ლის­ში სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში და­ა­კა­ვეს, მას ადა­მი­ა­ნე­ბის შე­უ­რა­ცხო­ფა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ედე­ბო­და ბრა­ლად. აგ­ვის­ტო­ში ფი­ჯი­სა და სამ­ხრეთ კო­რე­ის სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბებ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია მო­ა­წყვეს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც და­ა­კა­ვეს დე­ნი­ელ კიმი და ეკ­ლე­სი­ის რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი.

ისი­ნი უკვე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა ფი­ჯის პო­ლი­ცი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

სამ­ხრეთ კო­რე­ულ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა გა­ავ­რცე­ლა დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა, სა­დაც ჩანს, რო­გორ ცემს შინი ეკ­ლე­სი­ის წევ­რებს. კო­რე­ის პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მა­უ­წყე­ბელს უთხრა, რომ მორ­წმუ­ნე­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა ეკ­ლე­სი­ას მთე­ლი ქო­ნე­ბა შეს­წი­რა, თუ გრე­ის რო­უდს და­ტო­ვე­ბენ, მათ არც ფული ექ­ნე­ბათ, არც სახ­ლი.

დე­ნი­ელ კიმი უარ­ყოფს ფი­ზი­კუ­რი თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის ფაქ­ტებს, ამ­ბობს, რომ არა­ნა­ი­რი ცე­მის რი­ტუ­ა­ლი ეკ­ლე­სი­ა­ში არ სრულ­დე­ბა.

„თუ ვინ­მემ რამე და­ა­შა­ვა, შე­საძ­ლოა, ჩვენ­მა პას­ტორ­მა ცოტა მოს­ცხო - ისე, რო­გორც დედა სჯის შვილს,“ - ამ­ბობს კიმი.

გაქ­ცე­ვამ­დე ერთი დღით ადრე სე­ო­ე­ონ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მისი პას­პორ­ტი და ლეპ­ტო­პი გამ­ქრა­ლი­ყო. დე­დამ არ უარ­ყო, რომ თა­ვად და­მა­ლა, შვილს წას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ არ ჰქო­ნო­და.

მან პო­ლი­ცი­ა­შიც სცა­და და­რეკ­ვა, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ­წმუ­ნებ­დნენ, რომ გო­გო­ნა ხუმ­რობ­და.

ლიმ გაქ­ცე­ვა შუ­ა­ღა­მი­სას შეძ­ლო, იპო­ვა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც სად­გურ­ში მი­იყ­ვა­ნეს. გო­გო­ნამ გა­და­წყვი­ტა, სა­ელ­ჩოს­თვის მი­ე­მარ­თა და დრო­ე­ბი­თი პას­პორ­ტი აეღო.

„ისი­ნი უკან მომ­დევ­დნენ მან­ქა­ნით, სად­გუ­რი­დან სა­ელ­ჩომ­დე. სწო­რედ მა­შინ გა­და­წყვი­ტა დე­და­ჩემ­მა, სუ­ლი­ე­რად გა­ვე­ტე­ხე, მი­თხრა, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი ვი­ყა­ვი. მი­თხრა, რომ მთე­ლი ოჯა­ხი - დე­ი­დე­ბი, ბი­ძე­ბი, ბე­ბია, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი ფი­ჯი­ზე აპი­რებ­დნენ ჩა­მოს­ვლას, მათ სახ­ლე­ბი გა­ყი­დეს. მარ­წმუ­ნებ­და, რომ აღა­რა­ვინ დამ­რჩა, სა­დაც წას­ვლას შევ­ძლებ­დი,“ - გა­ნა­ცხა­და სე­ი­ო­ენ­მა.

თუმ­ცა, ლი ამ­ბობს, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში დარ­ჩე­ნას ვე­რა­ვინ აი­ძუ­ლებ­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, თავს მო­იკ­ლავ­და.

ლი ახლა სამ­ხრეთ კო­რე­ა­შია, აშშ-ში და­საბ­რუ­ნე­ბას ვე­ღარ ახერ­ხებს, თუმ­ცა სამ­სა­ხუ­რი აქვს და ფიქ­რობს, რომ ბედ­ნი­ე­რია.

„ჯერ კი­დევ მიყ­ვარს ჩემი ოჯა­ხი, მაგ­რამ ვე­რა­სო­დეს ვა­პა­ტი­ებ, რაც მე გა­მი­კე­თეს... და იმ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, რაც მოხ­და, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის ნე­ბას აღა­რა­სო­დეს მივ­ცემ,“ - ამ­ბობს სე­ო­ე­ო­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"კულტმა მთელი ოჯახი წამართვა..." - ეკლესია, სადაც ხალხს სცემენ და შიმშილისთვის ამზადებენ

"კულტმა მთელი ოჯახი წამართვა..." - ეკლესია, სადაც ხალხს სცემენ და შიმშილისთვის ამზადებენ

სამხრეთ კორეულმა ეკლესიამ, რომელსაც სჯერა, რომ გლობალური შიმშილი გარდაუვალია, წარმომადგენლობა ფიჯიზეც გახსნა და სოლიდური მრევლიც მოიზიდა. თუმცა, პოპულარობის ზრდასთან ერთად, BBC-ის ინფორმაციით, გრეის როუდს ძალადობაში სულ უფრო მეტი ადამიანი ადანაშაულებს.

სეოეონ ლი, რომელმაც ეკლესიას თავი დააღწია, „ბიბისისთან“ ამბობს, რომ ეს არის კულტი, რომლის გამოც მან ოჯახი დაკარგა, თუმცა მათგან წასვლას არ ნანობს. ლის თქმით, მხოლოდ ერთხელ მიეცა გაქცევის შანსი და გამოიყენა კიდეც.

21 წლის გოგონას გრეის როუდის წევრები დაედევნენ, მათ შორის - მისი დედა.

„თავს მოვიკლავდი, თუ ჩემს შეჩერებას შეძლებდნენ,“ - ამბობს ლი.

სეოიეონი აშშ-დან კორეაში საცხოვრებლად 2013 წელს გადავიდა, ზაფხულში სასწავლებლად. გოგონას დედას საშვილოსნოს სიმსივნე ჰქონდა, თუმცა მკურნალობაზე უარს აცხადებდა. მან შვილს უთხრა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში იმკურნალებდა, თუ გრეის როუდის ეკლესიაში მასთან ერთად ივლიდა.

„ძალიან უცნაური რიტუალი იყო. ადამიანები ყვიროდნენ, ტიროდნენ, ქადაგების დროს კი სასულიერო პირები ჰყვებოდნენ, რომ ქვეყნის აღსასრული დგებოდა. დედას ვუთხარი, რომ ეს კულტს ჰგავდა, თუმცა მან არ დამიჯერა,“ - ამბობს ლი.

მოგვიანებით, დედამ კვლავ უარი თქვა მკურნალობაზე და შვილს ახალი პირობა წაუყენა - იმ შემთხვევაში მივიდოდა ექიმთან, თუ ლი შეწყვეტდა აშშ-ში სწავლას და საცხოვრებლად სამხრეთ კორეაში გადავიდოდა.

სეოიეონმა, რომლის მამაც სიმსივნით გარდაიცვალა, შვებულება აიღო და სახლში გაემგზავრა.

გოგონას დედამ ოპერაცია გაიკეთა და შვილს უთხრა, რომ გამოსაჯანმრთელებლად ფიჯიზე სურდა გადასვლა, გოგონას მოსთხოვა, მასთან ერთად წასულიყო. სეოიეონი დათანხმდა, ორი კვირით დედასთან ერთად გამგზავრებულიყო. მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს წინასწარ კარგად დაგეგმილი ფანდი იყო.

ფიჯიზე ჩასულმა კი აღმოაჩინა, რომ ეკლესიის თემთან ერთად უნდა ეცხოვრა, სწორედ მაშინ მიხვდა, რომ დედამ გამგზავრება განგებ მოაწყო.

„გლობალური შიმშილი“

სამხრეთ კორეაში დიდი რაოდენობით ქრისტიანი ცხოვრობს, ბოლო პერიოდში კი ქვეყანაში უამრავი ეკლესია გაჩნდა, მათი უმეტესობა კულტია.

გრეის როუდი, რომელიც ამტკიცებს, რომ კულტი არ არის, პირველად 2002 წელს გაჩნდა, ახლა ეკლესიას 1000-მდე მიმდევარი ჰყავს. პრესვიტერიანული უნივერსიტეტის პროფესორი ტარკ ჯი-ილი, რომელიც კარგად იცნობს კორეულ კულტებს, ამბობს, რომ ეკლესიის დამაარსებელსა და მთავარ სასულიერო პირს, შინ ოკ-ჯუს გლობალური შიმშილის გარდაუვალობის ჯერა. ეკლესიის წევრებს კი მოუწოდებს, რომ „იპოვონ ახალი სახლი, სადაც ისინი ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის მოემზადებიან“.

საკუთარი წარმომადგენლობა ეკლესიამ ფიჯიზე 2014 წელს გახსნა, განაცხადეს, რომ ეს ერთ-ერთია იმ ადგილთაგან, რომელსაც ღმერთი შიმშილისგან დაიფარავს.

ეკლესიის 400-მდე მიმდევარი ახლა ფიჯიზე ცხოვრობს, ისინი მუშაობენ ეკლესიის მიერ დაფუძნებულ კომპანიაში GR Group.

GR Group-მა საკმაოდ მსხვილი ბიზნეს იმპერია შექმნა - მათ აქვთ სამშენებლო ბიზნესი, რესტორნები, დაკავებულები არიან სოფლის მეურნეობითაც...

„ფერმაში მუშაობა ჩვენი მთავარი მისიაა, რადგან მზად უნდა ვიყოთ შიმშილისთვის, დამოუკიდებლები უნდა გავხდეთ,“ - აცხადებს „ბიბისისთან“ GR Group-ის პრეზიდენტი დენიელ კიმი.

დიდი წარმატება აქვთ სამშენებლო ბიზნესშიც, „ჯი არ გრუპმა“ არაერთი მსხვილი ტენდერი მოიგო, მათ შორის ფიჯის პრეზიდენტის რეზიდენციის სრული რესტავრაცია. დენიელ კიმს ახლო ურთიერთობა აქვს მაღალი თანამდებობის პირებთან, მათ შორის - პრემიერ-მინისტრთან.

თუმცა, ბოლო წლის განმავლობაში გრეის როუდის შესახებ არასახარბიელო ინფორმაცია გავრცელდა. ეკლესიის ხუთი წევრი სამხრეთ კორეაში დაბრუნდა და დენიელ კიმის დედა, შინი ძალადობაში დაადანაშაულა - ისინი ამბობენ, რომ შინს მათი პასპორტები ჰქონდა და წასვლის უფლებას არ აძლევდა. ეკლესიის წევრების თქმით, მათ მძიმე ფიზიკურ სამუშაოებს ასრულებინებდნენ და რიტუალებს შორის იყო დაუნდობლად ცემაც, რომლის დროსაც ერთ-ერთი მორწმუნე გარდაიცვალა.

შინი ივლისში სამხრეთ კორეაში დააკავეს, მას ადამიანების შეურაცხოფა და თავისუფლების აღკვეთა ედებოდა ბრალად. აგვისტოში ფიჯისა და სამხრეთ კორეის სამართალდამცავმა უწყებებმა გაერთიანებული სპეცოპერაცია მოაწყვეს, რომლის ფარგლებშიც დააკავეს დენიელ კიმი და ეკლესიის რამდენიმე მაღალჩინოსანი.

ისინი უკვე გათავისუფლებულები არიან, თუმცა ფიჯის პოლიციაში ამბობენ, რომ გამოძიება გრძელდება.

სამხრეთ კორეულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა დოკუმენტური მასალა, სადაც ჩანს, როგორ ცემს შინი ეკლესიის წევრებს. კორეის პოლიციის წარმომადგენელმა მაუწყებელს უთხრა, რომ მორწმუნეების დიდმა ნაწილმა ეკლესიას მთელი ქონება შესწირა, თუ გრეის როუდს დატოვებენ, მათ არც ფული ექნებათ, არც სახლი.

დენიელ კიმი უარყოფს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებს, ამბობს, რომ არანაირი ცემის რიტუალი ეკლესიაში არ სრულდება.

„თუ ვინმემ რამე დააშავა, შესაძლოა, ჩვენმა პასტორმა ცოტა მოსცხო - ისე, როგორც დედა სჯის შვილს,“ - ამბობს კიმი.

გაქცევამდე ერთი დღით ადრე სეოეონმა აღმოაჩინა, რომ მისი პასპორტი და ლეპტოპი გამქრალიყო. დედამ არ უარყო, რომ თავად დამალა, შვილს წასვლის საშუალება რომ არ ჰქონოდა.

მან პოლიციაშიც სცადა დარეკვა, თუმცა ამბობს, რომ ეკლესიის წევრები სამართალდამცველებს არწმუნებდნენ, რომ გოგონა ხუმრობდა.

ლიმ გაქცევა შუაღამისას შეძლო, იპოვა პოლიციელები, რომლებმაც სადგურში მიიყვანეს. გოგონამ გადაწყვიტა, საელჩოსთვის მიემართა და დროებითი პასპორტი აეღო.

„ისინი უკან მომდევდნენ მანქანით, სადგურიდან საელჩომდე. სწორედ მაშინ გადაწყვიტა დედაჩემმა, სულიერად გავეტეხე, მითხრა, რომ ნაშვილები ვიყავი. მითხრა, რომ მთელი ოჯახი - დეიდები, ბიძები, ბებია, ბიძაშვილები ფიჯიზე აპირებდნენ ჩამოსვლას, მათ სახლები გაყიდეს. მარწმუნებდა, რომ აღარავინ დამრჩა, სადაც წასვლას შევძლებდი,“ - განაცხადა სეიოენმა.

თუმცა, ლი ამბობს, რომ ეკლესიაში დარჩენას ვერავინ აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს მოიკლავდა.

ლი ახლა სამხრეთ კორეაშია, აშშ-ში დასაბრუნებას ვეღარ ახერხებს, თუმცა სამსახური აქვს და ფიქრობს, რომ ბედნიერია.

„ჯერ კიდევ მიყვარს ჩემი ოჯახი, მაგრამ ვერასოდეს ვაპატიებ, რაც მე გამიკეთეს... და იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, ჩემს ცხოვრებაში დაბრუნების ნებას აღარასოდეს მივცემ,“ - ამბობს სეოეონი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ