სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა დაიცვათ თქვენი შვილის პირადი ცხოვრება სკოლაში - რეკომენდაციები მშობლებისთვის
როგორ უნდა დაიცვათ თქვენი შვილის პირადი ცხოვრება სკოლაში - რეკომენდაციები მშობლებისთვის

პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის აპა­რა­ტი მშობ­ლე­ბის­თვის რე­კო­მენ­და­ცი­ებს ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც მათი შვი­ლე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის და­სა­ცა­ვად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ.

ეს დო­კუ­მენ­ტი გან­კუთ­ვნი­ლია მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მათი მშობ­ლე­ბის­თვის, რათა მეტი გა­ი­გონ სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ და იცოდ­ნენ, რო­გორ მო­იქ­ცნენ უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში.

მშობ­ლე­ბო, ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია თქვე­ნი შვი­ლის შე­სა­ხებ მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მია. მა­გა­ლი­თად:

  • ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცია თქვე­ნი შვი­ლის, რო­გორც მოს­წავ­ლის შე­სა­ხებ:

რო­მელ სკო­ლა­ში და რო­მელ კლას­ში სწავ­ლობს? ვინ არის/არი­ან მისი მშობ­ლე­ბი და რო­გო­რია მათი ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა? სად ცხოვ­რობს? ვის­თან მე­გობ­რობს? რო­გო­რია მისი ყო­ფაქ­ცე­ვა?

  • ინ­ფორ­მა­ცია თქვე­ნი შვი­ლის სას­კო­ლო გან­რი­გის შე­სა­ხებ

რო­მელ სა­ათ­ზე ეწყე­ბა გაკ­ვე­თი­ლე­ბი? რო­დის აქვს შეს­ვე­ნე­ბა? რო­მელ დღეს, რო­მელ სა­ათ­ზე ამ­თავ­რებს სწავ­ლას? რა და­მა­ტე­ბით სა­განს/წრეს ირ­ჩევს?

  • ინ­ფორ­მა­ცია თქვე­ნი შვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ხებ

რას აკე­თებს შეს­ვე­ნე­ბა­ზე? რა საკ­ვებს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას? და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია თუ არა სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით?

  • თქვე­ნი შვი­ლის აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბა

რა ნი­შა­ნი ჰყავს ფი­ზი­კა­ში? ხომ არ უჭირს ის­ტო­რი­ის სწავ­ლა?

  • ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა თქვე­ნი შვი­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით

პი­რად საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ფოტო ან ფოტო/ვი­დეო მა­სა­ლა, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში ინა­ხე­ბა ან სკო­ლამ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ან სხვა სა­შუ­ა­ლე­ბით.

  • ინ­ფორ­მა­ცია ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ

გა­და­ტა­ნი­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და­ხა­სი­ა­თე­ბა, ალერ­გი­უ­ლი ხომ არ არის და თუ არის რაზე? რა აც­რე­ბი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი? აქვს თუ არა კვე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მი?

  • ინ­ფორ­მა­ცია თქვე­ნი შვი­ლის მიერ ჩა­დე­ნილ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით
  • თქვე­ნი შვი­ლის რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი
  • თქვე­ნი შვი­ლის ეთ­ნი­კუ­რი და რა­სობ­რი­ვი კუთ­ვნი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია

რა უფ­ლე­ბე­ბი გაქვთ თქვენ, რო­გორც მოს­წავ­ლის მშო­ბელს?

  1. თქვენ გაქვთ უფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვოთ ინ­ფორ­მა­ცია, რა მო­ნა­ცე­მებს ფლობს სკო­ლა თქვე­ნი შვი­ლის შე­სა­ხებ, სა­ი­დან მო­ი­პო­ვა მო­ნა­ცე­მე­ბი და რა მიზ­ნით. ასე­ვე, აქვს თუ არა მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბი­სა და შე­ნახ­ვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ფუძ­ვე­ლი? სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია მო­გა­წო­დოთ მო­თხოვ­ნის­თა­ნა­ვე და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვან არა­უგ­ვი­ა­ნეს 10 დღი­სა, თუ ინ­ფორ­მა­ცია მო­ძი­ე­ბა­სა და და­მუ­შა­ვე­ბას სა­ჭი­რო­ებს.
  2. თქვენ გაქვთ უფ­ლე­ბა იცო­დეთ, ხომ არ გა­უ­ცია სკო­ლას თქვე­ნი შვი­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი სხვა პი­რებ­ზე. სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია ეს ინ­ფორ­მა­ცია მო­გა­წო­დოთ მო­თხოვ­ნის­თა­ნა­ვე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ან მო­თხოვ­ნი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 10 დღი­სა.
  3. თქვენ გაქვთ უფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვოთ არა­ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბის გას­წო­რე­ბა და უსა­ფუძ­ვლოდ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის წაშ­ლა/გა­ნად­გუ­რე­ბა. სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია შე­ას­წო­როს უზუს­ტო და წა­შა­ლოს უსა­ფუძ­ვლოდ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი 15 დღის ვა­და­ში ან გაც­ნო­ბოთ უა­რის თქმის სა­ფუძ­ვე­ლი.
  4. თქვენ გაქვთ უფ­ლე­ბა უარი გა­ნა­ცხა­დოთ თქვე­ნი­ვე თან­ხმო­ბა­ზე თქვე­ნი შვი­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ. მა­გა­ლი­თად, თუ სკო­ლას ნება დარ­თეთ გა­ნე­თავ­სე­ბი­ნა თქვე­ნი შვი­ლის ფოტო სკო­ლის ვებგ­ვერ­დზე/სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გვერ­დზე და შემ­დეგ გა­და­ი­ფიქ­რეთ, შე­გიძ­ლი­ათ მო­ი­თხო­ვოთ ფო­ტოს წაშ­ლა ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე. 10 დღი­ა­ნი ვადა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც პა­სუ­ხის გა­ცე­მა მო­ი­თხოვს ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა­სა და და­მუ­შა­ვე­ბას.
  5. თქვენ გაქვთ უფ­ლე­ბა და­ცუ­ლი იყოს თქვე­ნი შვი­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს თქვე­ნი შვი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა

სკო­ლას აქვს უფ­ლე­ბა:

• გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლი სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მაგ­რამ მხო­ლოდ პი­რის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­კუთ­რე­ბის დაც­ვის, არას­რულ­წლოვ­ნის მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნი­სა­გან დაც­ვი­სა და სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვის მიზ­ნე­ბი­სათ­ვის. ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ შე­სას­ვლელ­სა და გარე პე­რი­მეტრზე.

გა­მო­საც­ვლელ ოთა­ხებ­სა და ჰი­გი­ე­ნის­თვის გან­კუთ­ვნილ ად­გი­ლებ­ში ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლი და­უშ­ვე­ბე­ლია!

• აკონ­ტრო­ლოს მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­ნო­ბა­ში შეს­ვლა და შე­ნო­ბი­დან გას­ვლა, ასე­ვე, აღ­რი­ცხოს ვი­ზი­ტორ­თა სა­ხე­ლი და გვა­რი, სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო დო­კუ­მენ­ტის ნო­მე­რი და სახე, მი­სა­მარ­თი, შეს­ვლი­სა და გას­ვლის თა­რი­ღე­ბი და დრო, ასე­ვე შე­ნო­ბა­ში შეს­ვლი­სა და შე­ნო­ბი­დან გას­ვლის მი­ზე­ზე­ბი. ამ მო­ნა­ცემ­თა შე­ნახ­ვის ვადა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს მათი ჩა­წე­რის დღი­დან სამ წელს. სამ­წლი­ა­ნი ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ ისი­ნი უნდა წა­ი­შა­ლოს ან გა­ნად­გურ­დეს.

• ფოტო/ვი­დეო გა­და­ღე­ბით და­ა­ფიქ­სი­როს და შემ­დგომ გა­ა­სა­ჯა­რო­ვოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა (მაგ. "ფე­ის­ბუ­ქი", youtube), მაგ­რამ მხო­ლოდ მოს­წავ­ლის ან თქვე­ნი წი­ნას­წა­რი თან­ხმო­ბით. თან­ხმო­ბის მი­ღე­ბი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს მოს­წავ­ლის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი.

• ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის, რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის, რა­სობ­რი­ვი ან ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის შე­სა­ხებ და სხვა სენ­სი­ტი­უ­რი ხა­სი­ა­თის მო­ნა­ცე­მე­ბი შე­აგ­რო­ვოს, შე­ი­ნა­ხოს და სხვაგ­ვა­რად გა­მო­ი­ყე­ნოს მხო­ლოდ გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვებ­ში. ამ­გვა­რი (გან­სა­კუთ­რე­ბულ კა­ტე­გო­რი­ას მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი) მო­ნა­ცე­მე­ბის მი­მართ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლია დაც­ვის უფრო მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი.

ეს მო­ნა­ცე­მე­ბი სკო­ლამ შე­იძ­ლე­ბა შე­აგ­რო­ვოს, შე­ი­ნა­ხოს და სხვაგ­ვა­რად გა­მო­ი­ყე­ნოს, მხო­ლოდ გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვებ­ში. მა­გა­ლი­თად, თქვე­ნი წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბით, ან, თუ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თქვე­ნი შვი­ლის ან სხვა მოს­წავ­ლის სა­სი­ცო­ცხლო ინ­ტე­რე­ბის დაც­ვის­თვის და სხვა. გან­სა­კუთ­რე­ბულ კა­ტე­გო­რი­ას მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა ან მე­სა­მე პი­რე­ბის­თვის გამ­ჟღავ­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია თქვე­ნი თან­ხმო­ბის გა­რე­შე.4

რა უნდა მო­ი­მოქ­მე­დოთ, თუ მი­გაჩ­ნი­ათ, რომ თქვე­ნი ან თქვე­ნი შვი­ლის უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ვა:

  • მი­მარ­თეთ სკო­ლას და მო­ი­თხო­ვოთ დარ­ღვე­ვის აღ­მო­ფხვრა, რო­გორც წე­რი­ლო­ბით ისე ზე­პი­რი ფორ­მით. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ფი­კუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­საძ­ლე­ბე­ლია დად­გე­ნი­ლი იყოს წე­რი­ლო­ბი­თი მი­მარ­თვის ფორ­მა.
  • მი­მარ­თეთ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის აპა­რატს, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის გა­რე­მო­ე­ბებს და დარ­ღვე­ვის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია სკო­ლას და­ა­კის­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა (მა­გა­ლი­თად, ჯა­რი­მა), მოს­თხო­ვოს მო­ნა­ცე­მე­ბის წაშ­ლა, გას­წო­რე­ბა და სხვა.
  • მი­მარ­თეთ სა­სა­მარ­თლოს ქო­ნებ­რი­ვი ან მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად და დარ­ღვე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბის აღ­სად­გე­ნად.
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

როგორ უნდა დაიცვათ თქვენი შვილის პირადი ცხოვრება სკოლაში - რეკომენდაციები მშობლებისთვის

როგორ უნდა დაიცვათ თქვენი შვილის პირადი ცხოვრება სკოლაში - რეკომენდაციები მშობლებისთვის

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მშობლებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელიც მათი შვილების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად უნდა გაითვალისწინონ.

ეს დოკუმენტი განკუთვნილია მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის, რათა მეტი გაიგონ საკუთარი უფლებების შესახებ და იცოდნენ, როგორ მოიქცნენ უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

მშობლებო, ნებისმიერი ინფორმაცია თქვენი შვილის შესახებ მისი პერსონალური მონაცემია. მაგალითად:

  • ზოგადი ინფორმაცია თქვენი შვილის, როგორც მოსწავლის შესახებ:

რომელ სკოლაში და რომელ კლასში სწავლობს? ვინ არის/არიან მისი მშობლები და როგორია მათი ოჯახური მდგომარეობა? სად ცხოვრობს? ვისთან მეგობრობს? როგორია მისი ყოფაქცევა?

  • ინფორმაცია თქვენი შვილის სასკოლო განრიგის შესახებ

რომელ საათზე ეწყება გაკვეთილები? როდის აქვს შესვენება? რომელ დღეს, რომელ საათზე ამთავრებს სწავლას? რა დამატებით საგანს/წრეს ირჩევს?

  • ინფორმაცია თქვენი შვილის ინტერესების შესახებ

რას აკეთებს შესვენებაზე? რა საკვებს ანიჭებს უპირატესობას? დაინტერესებულია თუ არა სპორტული აქტივობებით?

  • თქვენი შვილის აკადემიური მოსწრება

რა ნიშანი ჰყავს ფიზიკაში? ხომ არ უჭირს ისტორიის სწავლა?

  • ფოტო და ვიდეო მასალა თქვენი შვილის გამოსახულებით

პირად საქმეში არსებული ფოტო ან ფოტო/ვიდეო მასალა, რომელიც სკოლაში ინახება ან სკოლამ გაასაჯაროვა სოციალურ ქსელში ან სხვა საშუალებით.

  • ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

გადატანილი დაავადებები, ფსიქოლოგიური დახასიათება, ალერგიული ხომ არ არის და თუ არის რაზე? რა აცრები აქვს გაკეთებული? აქვს თუ არა კვების სპეციალური რეჟიმი?

  • ინფორმაცია თქვენი შვილის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით
  • თქვენი შვილის რელიგიური შეხედულებები
  • თქვენი შვილის ეთნიკური და რასობრივი კუთვნილების შესახებ ინფორმაცია

რა უფლებები გაქვთ თქვენ, როგორც მოსწავლის მშობელს?

  1. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია, რა მონაცემებს ფლობს სკოლა თქვენი შვილის შესახებ, საიდან მოიპოვა მონაცემები და რა მიზნით. ასევე, აქვს თუ არა მონაცემების შეგროვებისა და შენახვის კანონიერი საფუძველი? სკოლა ვალდებულია ინფორმაცია მოგაწოდოთ მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივან არაუგვიანეს 10 დღისა, თუ ინფორმაცია მოძიებასა და დამუშავებას საჭიროებს.
  2. თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ, ხომ არ გაუცია სკოლას თქვენი შვილის პერსონალური მონაცემები სხვა პირებზე. სკოლა ვალდებულია ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
  3. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ არაზუსტი მონაცემების გასწორება და უსაფუძვლოდ შეგროვებული მონაცემების წაშლა/განადგურება. სკოლა ვალდებულია შეასწოროს უზუსტო და წაშალოს უსაფუძვლოდ შეგროვებული მონაცემები 15 დღის ვადაში ან გაცნობოთ უარის თქმის საფუძველი.
  4. თქვენ გაქვთ უფლება უარი განაცხადოთ თქვენივე თანხმობაზე თქვენი შვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. მაგალითად, თუ სკოლას ნება დართეთ განეთავსებინა თქვენი შვილის ფოტო სკოლის ვებგვერდზე/სოციალური ქსელის გვერდზე და შემდეგ გადაიფიქრეთ, შეგიძლიათ მოითხოვოთ ფოტოს წაშლა ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. 10 დღიანი ვადა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც პასუხის გაცემა მოითხოვს ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას.
  5. თქვენ გაქვთ უფლება დაცული იყოს თქვენი შვილის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება. შესაბამისად, სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს თქვენი შვილის მონაცემების დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება

სკოლას აქვს უფლება:

• განახორციელოს ვიდეოთვალთვალი სკოლის ტერიტორიაზე, მაგრამ მხოლოდ პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის. ვიდეოგადაღება დასაშვებია მხოლოდ შესასვლელსა და გარე პერიმეტრზე.

გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ვიდეოთვალთვალი დაუშვებელია!

• აკონტროლოს მოსწავლეების შენობაში შესვლა და შენობიდან გასვლა, ასევე, აღრიცხოს ვიზიტორთა სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი და სახე, მისამართი, შესვლისა და გასვლის თარიღები და დრო, ასევე შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის მიზეზები. ამ მონაცემთა შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მათი ჩაწერის დღიდან სამ წელს. სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ ისინი უნდა წაიშალოს ან განადგურდეს.

• ფოტო/ვიდეო გადაღებით დააფიქსიროს და შემდგომ გაასაჯაროვოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობა (მაგ. "ფეისბუქი", youtube), მაგრამ მხოლოდ მოსწავლის ან თქვენი წინასწარი თანხმობით. თანხმობის მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლის საუკეთესო ინტერესები.

• ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური შეხედულების, რასობრივი ან ეთნიკური კუთვნილების შესახებ და სხვა სენსიტიური ხასიათის მონაცემები შეაგროვოს, შეინახოს და სხვაგვარად გამოიყენოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. ამგვარი (განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული) მონაცემების მიმართ კანონმდებლობით დადგენილია დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი.

ეს მონაცემები სკოლამ შეიძლება შეაგროვოს, შეინახოს და სხვაგვარად გამოიყენოს, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. მაგალითად, თქვენი წერილობითი თანხმობით, ან, თუ ეს აუცილებელია, თქვენი შვილის ან სხვა მოსწავლის სასიცოცხლო ინტერების დაცვისთვის და სხვა. განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული მონაცემების გასაჯაროება ან მესამე პირებისთვის გამჟღავნება დაუშვებელია თქვენი თანხმობის გარეშე.4

რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი ან თქვენი შვილის უფლებები ირღვევა:

  • მიმართეთ სკოლას და მოითხოვოთ დარღვევის აღმოფხვრა, როგორც წერილობით ისე ზეპირი ფორმით. ზოგიერთ შემთხვევაში ვითარების სპეციფიკურობიდან გამომდინარე შესაძლებელია დადგენილი იყოს წერილობითი მიმართვის ფორმა.
  • მიმართეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს, რომელიც შეისწავლის გარემოებებს და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, უფლებამოსილია სკოლას დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (მაგალითად, ჯარიმა), მოსთხოვოს მონაცემების წაშლა, გასწორება და სხვა.
  • მიმართეთ სასამართლოს ქონებრივი ან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და დარღვეული უფლებების აღსადგენად.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი