პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიას უმასპინძლა
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიას უმასპინძლა

სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ახა­ლი სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ას უმას­პინ­ძლა. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ ცე­რე­მო­ნი­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ცხრე, მუდ­მი­ვი პრე­ზი­დენ­ტი, ადე­ლა დე ლა ტორე და ამე­რი­კე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბის დე­ლე­გა­ცია ეწ­ვია.

წელს, სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მე­ო­თხე ნა­კა­დი მი­ი­ღო. ამე­რი­კულ სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში 230 სტუ­დენ­ტი ჩა­ი­რი­ცხა. მათ შო­რის არი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მეც­ნი­ე­რო ოლიმ­პი­ა­დე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბით ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სტუ­დენ­ტთა და­ახ­ლო­ე­ბით 40% გო­გო­ნაა.

რო­გორც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აცხა­დე­ბენ, აკა­დე­მი­უ­რი წლის და­წყე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კა­რი­ე­რის და­სა­წყი­სის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი დღეა. ეს ცე­რე­მო­ნია ასე­ვე ამ­ყა­რებს ისეთ ინ­სტი­ტუ­ცი­ურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რო­გო­რი­ცაა გან­სწავ­ლუ­ლო­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და ლი­დე­რო­ბა.

სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ცხრე, მუდ­მივ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, ადე­ლა დე ლა ტო­რემ პირ­ველ­კურ­სე­ლებს მი­მარ­თა და მათ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა მი­უ­ლო­ცა:

„კი­დევ ერთი მი­ზე­ზი იმი­სა, თუ რა­ტომ არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი თქვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი იმით, რომ აით­ვი­სონ სა­ინ­ჟინ­რო და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი დარ­გე­ბი და იყ­ვნენ სან-დი­ე­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ნა­წი­ლი, არის ის, რომ ჩვენ გვაქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და ჩვენ შევ­ქმე­ნით მო­დე­ლი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ფა­კულ­ტე­ტი და ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­სტი­ტუ­ტი თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ ერ­თმა­ნეთ­თან, ეს კი დი­ნა­მი­ურ გა­რე­მოს ქმნის სწავ­ლე­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, სა­ინ­ჟინ­რო და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი დარ­გე­ბი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და სა­მუ­შა­ოს მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­თვის. კი­დევ ერთი მო­მენ­ტი, რო­მელ­საც ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა, არის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რი­თაა მი­ღე­ბუ­ლი. მათ, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში სან-დი­ე­გოს უნი­ვერ­სი­ტეტს და­ამ­თავ­რე­ბენ, ექ­ნე­ბათ დიპ­ლო­მი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ჩვენს სტუ­დენ­ტებს ეს­მით, თუ რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ექ­ნე­ბათ მო­მა­ვალ­ში სან-დი­ე­გოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბულ ხა­რისხთან ერ­თად. სა­ქარ­თვე­ლო­დან 14 სტუ­დენ­ტი იყო მი­ღე­ბუ­ლი ამ პროგ­რა­მა­ში. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას ადე­ლა დე ლა ტო­რემ.

ღო­ნის­ძი­ე­ბას ასე­ვე ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ე­რი, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი; გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი; აშშ-ის ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ელი­ზა­ბეთ რუდი; ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის ოპე­რა­ცი­ე­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ჯო­ნა­თან ნეში და ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი მაგ­და მაღ­რა­ძე.

სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (SDSU) ას­წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია. ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში. SDSU, აშშ-ის ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის (MCC) მე­ო­რე კომ­პაქ­ტის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 2015 წლი­დან სთა­ვა­ზობს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მქო­ნე სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებს სა­ინ­ჟინ­რო და ტექ­ნო­ლო­გი­ურ (STEM) დარ­გებ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ ამე­რი­კულ დიპ­ლომს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბი ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­შე­ნებ­ლო, სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ქვე­ყა­ნა­ში მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მუ­შაო ძა­ლის მომ­ზა­დე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიას უმასპინძლა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიას უმასპინძლა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიას უმასპინძლა. სპეციალურად ამ ცერემონიისთვის საქართველოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცხრე, მუდმივი პრეზიდენტი, ადელა დე ლა ტორე და ამერიკელი პროფესორების დელეგაცია ეწვია.

წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა მეოთხე ნაკადი მიიღო. ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე საქართველოში 230 სტუდენტი ჩაირიცხა. მათ შორის არიან საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ოლიმპიადების გამარჯვებულები და სტუდენტები უმაღლესი ქულებით ეროვნულ გამოცდებზე. აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა დაახლოებით 40% გოგონაა.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, აკადემიური წლის დაწყების ოფიციალური ცერემონია საუნივერსიტეტო კარიერის დასაწყისის აღსანიშნავი დღეა. ეს ცერემონია ასევე ამყარებს ისეთ ინსტიტუციურ ღირებულებებს, როგორიცაა განსწავლულობა, მოქალაქეობა და ლიდერობა.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცხრე, მუდმივმა პრეზიდენტმა, ადელა დე ლა ტორემ პირველკურსელებს მიმართა და მათ საუნივერსიტეტო ცხოვრების დაწყება მიულოცა:

„კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არიან დაინტერესებულნი თქვენი სტუდენტები იმით, რომ აითვისონ საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგები და იყვნენ სან-დიეგოს უნივერსიტეტის ნაწილი, არის ის, რომ ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ფაკულტეტი და ჩვენ შევქმენით მოდელი, რომლის ფარგლებშიც ფაკულტეტი და ადგილობრივი ინსტიტუტი თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ეს კი დინამიურ გარემოს ქმნის სწავლებისთვის. გარდა ამისა, საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგები მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის და სამუშაოს მიღების შესაძლებლობებისთვის. კიდევ ერთი მომენტი, რომელსაც ხაზი მინდა გავუსვა, არის საერთაშორისო აკრედიტაცია, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითაა მიღებული. მათ, ვინც საქართველოში სან-დიეგოს უნივერსიტეტს დაამთავრებენ, ექნებათ დიპლომი, რომლის გამოყენება მსოფლიოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი. ჩვენს სტუდენტებს ესმით, თუ რა შესაძლებლობები ექნებათ მომავალში სან-დიეგოს უნივერსიტეტში მიღებულ ხარისხთან ერთად. საქართველოდან 14 სტუდენტი იყო მიღებული ამ პროგრამაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს შესანიშნავი თანამშრომლობა გაგრძელდება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ადელა დე ლა ტორემ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი; აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი; ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ოპერაციების აღმასრულებელი დირექტორი ჯონათან ნეში და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიაში. SDSU, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში.

აღსანიშნავია, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში სამშენებლო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის